Tag Archives: თაკო გაჩეჩილაძე

We don’t wanna Put^In

აი ყოჩაღ რა!!!

ალბათ ყველამ გაიგეთ რა სიმღერა გავიდა ევროვიზიის შიდა შესარჩევ ტურში.

ათასი მითქმა-მოთქმა იყო საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა წლევანდელ ევროვიზიაზე და ბევრმა ბლოგერმაც კი დაწერა ანტი-ევროვიზიული და ანტირუსული პოსტები.

მაგრამ რა იქნებოდა თუ არ მივიღებდით მონაწილეობას? პატარა საწყალი ქვეყნის პროტესტი რაც ყველას ფეხებზე ჰკიდია. გაბუტული ბავშვივით კუთხეში ვიქნებოდით მიმდგარი მაშინ როცა დანარჩენები მხიარულობენ და მღერიან.

ახლა კი ყველამ დაინახა რომ არაფერ პროტესტს არ ვაცხადებთ არამედ შეტევაზე გადავდივართ.

სტეფანე და 3G-ს ეს ნაღვაწი უკვე მსოფლიო ჰიტია, ყველგან ტრიალებს და ყველა ამაზე საუბრობს. Continue reading