Tag Archives: ვწეროთ

როგორ ვწეროთ ქართულად ბლოგზე?

არ მეგონა კიდევ თუ იყო ვინმე დარჩენილი, ვისაც ბლოგზე ქართულად წერის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ გუშინ მომივიდა ასეთი შინაარსის იმეილი:

გამარჯობა, დღეს გადავწყვიტე ბლოგის გაკეთება, დავრეგისტრირდი www.blogger.com-ზე ჰოდა ამის დიდად არაფერი გამეგება :) პოსტებს ქართული შრიფტითაც ვერ ვწერ, ჰოდა მითხრეს სთხოვე დაგაკვალიანებსო :) აქამდე ხშირად მინახავს შენი ბლოგი, ვიცი, აქტიური ბლოგერი ხარ და იქნებ დამეხმაროოო, მადლობა წინასწარ.

მეც გადავწყვიტე უნივერსალური ტუტორიალი დამეწერა თუ როგორ შეიძლება ვწეროთ ბლოგზე ქართულად სხვადასხვა ბლოგინგ პლატფორმების შემთხვევაში.

Blogger.com | WordPress.com | Tumblr.com და სხვა

თუ თქვენ უფასო ბლოგინგ პლატფორმიდან რომელიმეს იყენებთ, მოგიწევთ თქვენს კომპიუტერზე ქართული ენის მხარდაჭერის გააქტიურება.

შედით ბმულზე: ქართული ენის მხარდაჭერის გააქტიურება

აირჩიეთ თქვენს კომპიუტერზე დაყენებული ოპერაციული სისტემა და ზედმიწევნით მიჰყევით ინსტრუქციას.

მას შემდეგ რაც კომპიუტერზე ქართული ენის მხარდაჭერას გაააქტიურებთ, ახალი პოსტის ტექსტურ ედიტორში Shift+Alt-ზე დაჭერით ინგლისური ენა გადაირთვება ქართულზე და პირიქით.

ქართული ენის მხარდაჭერის გააქტიურების შემდეგ ქართული შრიფტი შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ ბლოგზე წერისთვის, არამედ Facebook-ზეც და მთელს დანარჩენ ვებში.

WordPress.org

თუ თქვენ ვორდპრესის დასაინსტალირებელ ვერსიას იყენებთ, გირჩევთ გადმოწეროთ Plugin-ი სახელად GeoKBD რომელიც ჩვენივე თანამემამულის, Code.ge-ს ავტორის, იოსებ ძმანაშვილის დაწერილია.

ეს plugin-ი საშუალებას მოგცემთ, როგორც ტექსტურ ედიტორში გამოიყენოთ ქართული კლავიატურა, ისე მკითხველებსაც მისცეთ საშუალება ქართული შრიფტით დაგიტოვონ კომენტარები.

პატივი ეცით ქართულ ენას და თქვენი ბლოგების მკითხველების მხედველობას. აბა, წარმატებები :)
ქართული კალიგრაფია