Tag Archives: დონ კიხოტი

ბათუმი-(s)trip

28-ში დილის 8 საათზე დავადეთ თავი მე და გვანცამ და წავედით ბათუმში. მარშრუტკით მოგვიწია წასვლა. არადა ხუთშაბათს ღამე მატარებლით გვინდოდა, მაგრამ ბილეთები გაყიდული აღმოჩნდა.

მოკლედ წავედით და წავედით…

საშინელებაა მარშუტკით დიდ მანძილზე გადაადგილება. მაგრამ აქედან კარგი მარშუტკა შეგვხვდა. კარგი სკამებით და ხალვათად ვისხედით. არც ღიპიანი ბიძები არ მოგვისხდნენ გვერდით. გზაში გავსკდით ჭორაობით.

მაგრამ თქვენ არ გეტყვით რაზე ვჭორაობდით ^_^ იმიტომ რომ იდეაში ეს ფოტო-პოსტია.

დონ კიხოტი?

დონ კიხოტი?

გზად გავჩერდით აი ამ მშვენიერ ადგილას სადაც ნაზუქები ვიყიდეთ და მუხლი გავშალეთ… აი აი აი… ნეტავ მქოდნეს ახლა აქ ეს ნაზუქები. Continue reading