Tag Archives: გილოცავთ

გილოცავთ…

…ძველით ახალ წელს ყველას :)

დღეს კაი დღე იყო.

ახალი კოსმოპოლიტენი ვიყიდე, გადასახადები გადავიხადე, სახლი დავალაგე, მუშები იყვნენ მოუსლები და გარდერობის ზომები აიღეს, თან ძველით ახალი წელია.

საქმეც არაფერი მაქვს ისეთი.

ნუ თუ მოვინდომებ შემიძლია გამოვიჩხრიკო მაგრამ დღეს DAY OFF-ი მაქვს სამუშაოსგან. :user:

ბავშვობიდან დედაჩემი ჩემი ერთი თვისებით აღფრთოვანებში მოდიოდა: ეს იყო ჩემი უნარი არაჩვეულებრივად გამერთო საკუთარი თავი. არ მჭირდებოდა არც ბევრი სათამაშო არც ზღაპრების მოყოლა. ერთადერთი რითაც ვერთoბოდი იყო ჩემი ფანტაზია და მინიმალური რაოდენობის რესურსები (კუბიკი, თოჯინა, ფურცელი და პასტა, გაზეთი რომელსაც დავხევდი 1000 ნაწილად და გავბედნიერდებოდი, რადგან მომწონდა ფხრეწის ხმა).

თუ რამე რესურსი შემომაკლდებოდა თავად ვქმნიდი მათ. მაგალითად, ქაღალდის ფულებს ვჭრიდი და ბანკობანას ვთამაშობდი, თოჯინებს კაბებს ვუკერავდი და ა.შ. Continue reading