Tag Archives: გარდერობი

მანეკენი

Pinterest-ზე წავაწყდი ამ ორიგინალურ მანეკენს და უცებ უამრავი იდეა დამებადა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩემი მომავალი საძინებელი.

ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე ბინა ვიყიდო. რამე ხალვათი, ერთისთვის სამყოფი, 70-80 კვადრატული მეტრი ფართის მქონე. დიდი აივნით და ჭერიდან იატაკამდე ფანჯრებით. ასეთ ბინაში აუცილებლად მექნება ღია სამზარეულო და ოთახი-გარდერობი (walk-in-closet). ჰოდა, ასეთ ჭრელ მანეკენსაც თუ სადმე წავაწყდი, საძინებელში ფანჯარასთან დავდგამდი.

Source: etsy.com via Jordan on Pinterest

ფილარმონიასთან მდებარე “სუპერში” ვიპოვე ორი მსგავსი მანეკენი, ერთი თეთრი, მხარზე დამაგრებული ვარდით, თუმცა ძალიან მოკლე ფეხი ჰქონდა და სავარაუდოდ იატაკზე დასადგმელად არ იყო გამიზნული. მეორე კი რკინისგან იყო დაწნული. ორივე 200 ლარზე მეტი ღირდა. ძვირია…

failure to shop

$ 10.90

$ 20

აუ რა უბედურებაა რა…
რამდენიმე დღის წინ ეს ფეხსაცმელი გამოვიწერე. კაი ხანია მინდა.

ამას წინათ ერთი გოგო დამიკავშირდა ფორუმიდან ერთად გამოვიწეროთ რაღაცეებიო.
კაი მეთქი და ეგრევე დავძებნე ეს ფეხსაცმელი კიდევ თუ ქონდათ. აღმოჩნდა რომ იყო, ფერიც და ზომაც.
მოკლედ ყავისფერი შევუკვეთეთ და იმ გოგომაც რაღაცეები. 20 $ დამიჯდა თავის შიფინგიანად.
მაგრამ დღეს მეუბნება ის გოგო რომ დაუზუანდათ შენი ფეხსაცმელი და აღარ გამოაგზავნეს ფულს გადმოგირიცხავენო.

საიტზე შევედი ახლა და ზომები აღარ აქვთ.

ნუ დეფიციტური ფეხსაცმელია ყველა ყიდულობს ეტყობა თან 8 და 8,5 ზომები ძალიან ხოდშია. ქალების 70% მაგ ზომის ფეხი აქვს.

დარწმუნებული ვარ დაჟე, რომ არაფერი არ დაზიანებიათ, არამედ რომელიღაცა მტვირთავს ან მოლარეს დაევასა და სახლში წაიღო. :((

მაინც დავითრევ ამ ფეხსაცმელს ვაა!!!

მაგათა თელავი სოფელი ხომ არა ჰგონიათ??!!!