Tag Archives: გაზაფხული

მაგარი ამინდი

Fire FM-ის რადიოს ვუსმენდი ახლა და Six Pens none the reacher-ის Kiss Me გავიდა უცებ, თან ფანჯარა მაქვს გაღებული ჩაის ვსვამ და გარეთ ისეთი მაგარი ამინდია, ეგრევე მომინდა პოსტის დაწერა.

და კიდევ ბლოგის დიზაინის გადახალისება… :) რამე საგაზაფხულოთი მინდა შევცვალო. იქნებ რამენაირად დავეხმარო გაზაფხულს მოსვლაში :) თუ არა და განწყობას მაინც შევიქმნი :)

გუშინწინ ოფისში ვარდები მაჩუქეს  და 1 დღიანი შვებულება მომცეს დაბადების დღის აღსანიშნავად. მაგარია…

თან ვარდები ისეთი ლამაზია…

05022009819 05022009818 07022009824

Continue reading

Miss Spring

გაზაფხული მინდა…

მომენატრა…

მთელი არსებით ვილტვი მზისკენ!!!

აღარ შემიძლია ამდენი სიცივე…

ჯერ სახლში ჯდომა დილიდან საღამომდე… მაგრამ თუ გასვლამ მოგიწია, მტრისას… :(

თბილად ჩაიცვამ – მეტროში გცხელა, თხლად ჩაივამ და ქუჩაში გაცივება არ აგცდება…

კაშნეში ჩაყოფილი ცხვირი, სუნთქვით დანესტიანებული კაშნეც რომ აღარ გსიამოვნებს და უსაშველოდ გბწკენს…

თუ ნაწვიმარი ან თოვლ-ჭყაპია ხომ საერთოდ სახლში ტალახიანი ფეხებით დაბრუნება, იმის შიშით რომ დედა გაგიბრაზდება ”სად იარე ასეთ ტალახში???”

… და კარებთან გახსენდება, რომ შენ უკვე დიდი ხარ და დედასთან აღარ ცხოვრობ და შენით უნდა აწმინდო ის ტალახი რასაც გაავრცელებ ოთახებში… :( Continue reading