Tag Archives: ბლოგერი

ახალი მედიის ფორუმი – დაგვიანებული პოსტი!

12 და 13 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში ახალი მედიის ფორუმი გაიმართა, სადაც ყველა ბლოგერს, ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეეძლო დასწრება.

პირველი დღე, ავტობუსში

პირველი დღე, ავტობუსში

პრეზენტაციები

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, იმ პრეზენტაციების უმეტესობას, რომელთა მოსმენაც მინდოდა ვერ დავესწარი – მაგ დროს მე თვითონ მქონდა პრეზენტაციები.

პირველ დღეს პერსონალურ ბლოგებზე ჩავატარე პრეზენტაცია, რომელსაც 15-მდე ადამიანი დაესწრო (მათ შორის იყო სოროსის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც კომპლიმენტებით ამავსო და ძალიან გამიხარდა!)

პრეზენტაციის ვირტუალური ვერსია:

ფორუმის პირველ დღეს ძალიან დავიღალე, გამოუძინებელი ვიყავი, ვერც უცხოელებიდან გავიცანი ვინმე და ვერც ქართველებიდან.

მეორე დღე უფრო დატვირთული აღმოჩნდა. Continue reading

The “Queen” Job

ბოლო დროს რამდენიმე ბლოგერმა ჩემს მიმართ გამოხატა შემდეგნაირი აზრები: “ჩვენ ბლოგებს რატომ არ კითხულობ?”, “ახლებს რატომ არ გვკადრულობ?”, “ახალ პოსტში რატომ არ დამლინკე?”, ბლოგროლში რატომ არ გყავარ?”, ”თავი რა გგონია?”, ”ელიტარული ბლოგერი ხარ?” და ა.შ.

თანაც ეს ფრაზები უკვე ძალიან უხეშ ფორმებში ისმის და მომავალში კვალვაც რომ არ განმეორდეს, უბრალოდ ვალდებული ვარ, ეს პოსტი დავწერო.

ვცდილობ ახსნა მოვუძებნო ამ ხალხის პრეტენზიებს და მივედი ორ დასკვნამდე:

ჩემი ვარაუდით ახალ ბლოგერებს სწამთ, რომ თუ მოხვდებიან ჩემს ბლოგზე რაიმენაირი სახით, ეს მათ სწრაფ პოპულარობას და ბევრ მკითხველებს მომენტალურად მოუტანს – მათი ეს რწმენა იმაზე მიუთითებს, რომ  ჩემი ბლოგი პოპულარულია! არ ვუარყოფ, რომ ყველაზე მეტი ვიზიტორი მყავს, მაგრამ ის ფაქტი იქნებით თუ არა ჩემი “ფავორიტი” ბლოგერი, თქვენს პოპულარობას და ვიზიტორების რაოდენობას დიდად არ შეცვლის.

ბევრი მკითხველის ყოლა თქვენსავე შესაძლებლობებთან, წერის ნიჭთან და უნართან, ბლოგინგის სკილებთან და დაუღალავ შრომასთანაა დაკავშირებული. ყველა ეს ეტაპი მე უკვე გამოვიარე და რასაც მივაღწიე მხოლოდ საკუთარი ძალებით, და არა იმიტომ რომ ვინმემ თავის ბლოგზე გამლინკა. ამიტომ თუ ფიქრობთ რომ ”თავი რამე მგონია”, დაფიქრდით იქნებ მართლა ვარ. და თუ მართლა ”რამე” ან ”ვინმე” ვარ, ამაზე იმდენს ვმუშაობ, რომ უბრალოდ ზოგიერთი ბლოგის წასაკითხად, დასაკომენტარებლად და მერე ჩემს ბლოგზე განსახილველად დროც აღარ მრჩება.

ასე რომ პრეტენზიები იმის თაობაზე რომ ”ვიღაცეებს არ ვკადრულობ”, ”თავი რამე მგონია” და ”ელიტ-ბლოგერ-კლუბი მაქვს შექმნილი” – არ მიიღება და არ განიხილება!!!

ალბათ უკვე იმასაც ფიქრობთ ჩემი მისამართით, ვინ მიგდიხარო, არაფერი ბლოგერი შენ არა ხარო, ვის სჭირდება შენი ლინკებიო, ან განხილვებიო, ან კომენტარებიო.

Great! ძლივს საკუთარი თავისთვის დრო დამრჩება…

თუ არავის არაფერი გჭირდებათ, მაშინ საიდან ამხელა პრეტენზიები, რომ “არ გკადრულობთ”?

საიდან ამხელა იმედგაცრუებები რომ თქვენს ბლოგებზე guest პოსტებს არ ვწერ ყოველ დღე?

მეც ხომ ჩვეულებრივი ბლოგერი ვარ, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრება, შეზღუდული დრო და რესურსები?

თუ არავინ ვარ, თუ არაფერს წარმოვადგენ, მაშინ საიდან ეს თითიდან გამოწოვილი ”ბლოგროლში რატომ არ ჩამამატე” ფრაზები?

ერთადერთი ამ პოსტით იმის თქმა მინდა, რომ თუ ჩემს ბლოგზე გამოჩენა პრესტიჟულად მიგაჩნიათ, ცოტა პატივისცემა იქონიეთ და უხეში გამოთქმებისგან, გინებისგან, საკუთარ ბლოგებზე გამქიდრავი პოსტების წერისგან თავი შეიკავეთ!

ხოლო, თუ არ მიგაჩნიათ და ეს თქვენთვის არაფერს წარმოადგენს, მითუმეტეს! ნუღარ შემაწუხებთ მსგავსი მოთხოვნებით! მეც ადამიანი ვარ და ერთი ჩვეულებრივი ბლოგი მაქვს. არც ლანძღვას ვიმსახურებ იმის გამო, რომ რომელიმე ბლოგერი სადღაც პოსტში არ გავლინკე.

ან იქნებ სხვა ინტერესები მაქვს, იქნებ არ ვარ ისეთი ჭკვიანი და განათლებული, რომ თქვენი ბლოგების სიღრმეებს ჩავწვდე და მირჩევნია სხვისი პირადი გრძნობების შესახებ ვიკითხო?

ოდესმე ვინმესთვის დახმარებაზე უარი მითქვამს? მაგრამ მათ უთხოვიათ და არა- მოუთხოვიათ! ვერ ვიტან – არა-რელევანტურ მოთხოვნებს!

თუ ვინმეს ბლოგი გულწრფელად მომწონს/მაინტერესებს იმას ვუკომენტებ და ვლინკავ კიდეც.

რა ვალდებული ვარ, ვაკეთო ის რაც არ მსიამოვნებს? იქნებ სულაც არ მომწონხართ!

P.S. ვეღარ გავიგე ეს სარეცხის მანქანა როდის ჩავრთო??? ღამით მეზობლებს სძინავთ და დღისით კოტეს…

:s

#5: გააკეთე ბლოგერის კალენდარი!

ეს გახლავთ #5 გაკვეთილი ჩემი პროექტიდან 30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს.

თეორია

ნებისმიერი საძიებო სისტემა უკეთესად აანალიზებს იმ ბლოგებს რომელთა კონტენტი უფრო რეგულარულად ახლდება.

რეგულარულ განახლებაში არ იგულისხმება ის რომ აუცილებლად ყოველ დღე უნდა პოსტოთ, არამედ ერთი და იმავე დიაპაზონით პოსტით.

თუ გადაწყვეტთ, რომ ყოველ დღე შეგიძლიათ წერა, – იყოს ყოველ დღე, მაგრამ აუცილებლად დაჯექით და დაწერეთ!

თუ თვლით, რომ კვირაში ორჯერ უნდა წეროთ, აირჩიეთ კონკრეტული დღეები და იმ დღეებში პოსტეთ. ამას არა მარტო საძიებო სისტემები არამედ თქვენი მკითხველებიც დაგიფასებენ.

მე პირადად მაქსიმალურად ვცდილობ ყოველდღიურად ვწერო. ხანდახან დღეში ორჯერაც კი ვაქვეყნებ პოსტებს.

თქვენი წინა დავალება 10 პოსტის იდეის მოფიქრებაში მდგომარეობდა.

მოდით განვავრცოთ ეს დავალება და მოფიქრებული პოსტები ბლოგერის კალენდარში გადავანაწილოთ. Continue reading

#3: ლისტ-პოსტი

ვაგრძელებთ პროექტს 30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს და წარმოგიდგენთ მესამე დავალებას – “ლისტ-პოსტი”.

მათ, ვინც დღეს შემოგვიერთდით, გირჩევთ გააკეთოთ წინა დავალებებიც: #1: პრეზენტაცია ლიფტისათვის, #2: დააკვირდით სტატისტიკას.

ახლა კი დღევანდელი გაკვეთილის თემას მივხედოთ, რომელიც ჩვენი სილაბუსის მიხედვით “ბლოგის შინაარსის” ნაწილს ეკუთვნის.

list-posts-1 Continue reading

#2: დააკვირდით სტატისტიკას

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩემს პროექტში – “30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს” – მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

პირველი გაკვეთილი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ: #1: პრეზენტაცია ლიფტისთვის

Clip Art Graphic of a Pink Guy Characterდღეს წარმოგიდგენთ მეორე თემას და დავალებას, რომელიც სტატისტიკას და მის ანალიზს შეეხება.

სანამ პრაქტიკულ დავალებაზე გადავალთ, პირველ რიგში თეორია გავიაროთ და ჩამოვთვალოთ ის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ბლოგის სტატისტიკურ მონაცემებში:

1. უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა

მნიშვნელობა: ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. იგი გვიჩვენებს თუ რამდენი განსხვავებული IP დაფიქსირდა ბლოგზე ერთი დღის განმავლობაში.

როგორ გავიგოთ: უნიკალური ვიზიტორების შეტყობა შეგიძლიათ Top.ge-ს მთვლელიდან ან Google Analitycs-დან.

2. გვერდების ნახვების რაოდენობა

მნიშვნელობა: რამდენი გვერდი დაათვალიერეს დღის/კვირის/თვის განმავლობაში.

როგორ გავიგოთ: Google Analitycs და Top.ge Continue reading