Tag Archives: ბათუმი

Change in Relationship

ამ პოსტში გავამხელ ნამდვილ მიზეზს თუ რატომ წავედი ბათუმში მარტო (კოტეს გარეშე) და რა შედეგები მოჰყვა ამას.

რაც კოტემ სამსახურს თავი დაანება და 24 საათიან რეჟიმში სახლში დაჯდა, ემოციურად იმდენად გადავიღალე, რომ ხანდახან მისი დანახვაც არ მინდოდა. იმიტომ კი არა, რომ მაღიზიანებდა ან ცუდად იქცეოდა ან აღარ მიყვარს, არამედ შეუჩვეველი ვიყავი მის 24/7-ზე სახლში ყოფნას და მითუმეტეს რომ არსად არ დამყვება – არც კაფეში, არც კინოში, არც მეგობრებთან – ძალიან ასოციალურია.

მოკლედ მისი სახლში ჯდომის გამო ძალიან დავიძაბე და მინდოდა დასასვენებლად სადმე წავსულიყავით 1 კვირით მაინც. თავიდან ბათუმში ერთად წასვლას ვაპირებდით, მაგრამ მერე მივხვდი რომ 24/7-ზე ბათუმშიც ვერ ავიტანდი ჩვენს ერთად არსებობას და ძლივს დავიყოლიე, რომ სახლში დარჩენილიყო.

წასვლამდე ბოლო დღეებში ძაღლი და კატასავით ვიყავით მართლა. ერთმანეთს ყველაფერზე ვკბენდით და ვესწერვებოდით.

სამაგიეროდ… Continue reading

ბათუმი-(s)trip

28-ში დილის 8 საათზე დავადეთ თავი მე და გვანცამ და წავედით ბათუმში. მარშრუტკით მოგვიწია წასვლა. არადა ხუთშაბათს ღამე მატარებლით გვინდოდა, მაგრამ ბილეთები გაყიდული აღმოჩნდა.

მოკლედ წავედით და წავედით…

საშინელებაა მარშუტკით დიდ მანძილზე გადაადგილება. მაგრამ აქედან კარგი მარშუტკა შეგვხვდა. კარგი სკამებით და ხალვათად ვისხედით. არც ღიპიანი ბიძები არ მოგვისხდნენ გვერდით. გზაში გავსკდით ჭორაობით.

მაგრამ თქვენ არ გეტყვით რაზე ვჭორაობდით ^_^ იმიტომ რომ იდეაში ეს ფოტო-პოსტია.

დონ კიხოტი?

დონ კიხოტი?

გზად გავჩერდით აი ამ მშვენიერ ადგილას სადაც ნაზუქები ვიყიდეთ და მუხლი გავშალეთ… აი აი აი… ნეტავ მქოდნეს ახლა აქ ეს ნაზუქები. Continue reading