Tag Archives: ამანათი

ლოჯიქსი მეკაიფება :|

Email Conversation

Sweet → Logix

63 ლარი გადავიხადე ტრანსპორტირების. 2 ცალ ფეხსაცმელში.
და რა მაინტერესებს, რომ მოვიწერე, ქაღალდების ამოღებაზე, ამოიღეთ? :)

Logix → Sweet

Hello Sweet,

დიდი მადლობა.

ქაღალდები კი ამოვიღეთ, მაგრამ მათ მაგივრად ორი აგური ჩავდეთ.  :)

Sweet → Logix

ხო, დაეტყო საფასურს. მადლობა, რომ გაისარჯეთ.

* * *

რა ენაღვლებათ რა, ეგენი კი არ იხდიან 63 ლარს 2 ფეხსაცმელში. :D

ერთი არ მოუტანიათ ორი აგური… :braz:

როდესაც ზომა მნიშვნელოვანია

ვინმემ ამიხსენით, რატომ არიან საქართველოს ფოსტის თანამშრომლები ასეთი უხეშები და უზრდელები?

სამი დღის წინ, დილის 10 საათზე მომადგა ერთი ფოსტალიონი. კარი როგორც კი გავუღე, იმ წამსვე მომაჩეჩა ხელში რაღაც ჟურნალი (რომელიც 6 თვის წინ გამოწერილი ამერიკული კოსმოპოლიტენი აღმოჩნდა) და თან მიბრძანა – გვარი შეამოწმეო.

სანამ გამოფხიზლებას ან რაიმეს შეკითხვას მოვასწრებდი, თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.

* * *

როდესაც რამე ისეთ ამანათს ველოდები, რაც პირდაპირ სახლში უნდა მომივიდეს და გადამზიდის სერვისს არ ვიყენებ, მაშინ იწყება ხოლმე ჩემი ნერვების წყვეტა.

საქართველოს ფოსტას აქვს სამი საშინელი ნაკლოვანება: Continue reading

Package

ონლაინ შოპინგში ყველაზე მეტად ლოდინის პროცესი მიყვარს!

ტრეკინგის ნომერს რომ ამოწმებ და ნელ-ნელა პროგრესს თვალ-ყურს რომ ადევნებ. თან ფიქრობ, ახლა ნიუ-იორკშია, ახლა გერმანიაშია, ახლა ჰონგ-კონგშია…

თან შეძლებისდაგვარად წარმოიდგენ ყველა იმ აეროპორტს, სადაც შენი ტვირთი ჩაფრინდება, ყველა იმ ადამიანს, ვის ხელშიც გაივლის, ყველა იმ სკანერს, რომელიც საზღვარზე გადაატარებს და განსაკუთრებულ კოდს მიაკრავს გარედან.

ამ ადგილების მონახულება რეალურად არ შეგიძლია, მაგრამ სამაგიეროდ ნივთი გაქვს ისეთი, რომელსაც შენს მაგივრად უმოგზაურია.

სულ პირველი შეკვეთა რომ გავაკეთე, Google Earth-ში დავსკრინე ის გზა, რაც ამანათს უნდა გამოევლო და საგულდაგულოდ შევინახე. ნახევარი დედამიწა გამოვიდა…

ჩემი აზრით მთელი მუღამიც ეგ არის ონლაინ შოპინგში.

წინა ამანათის ფოტოები არ დამიდია და ახლა გიზიარებთ.

ამ ამანათს ის განსაკუთრებული თვისება ჰქონდა რომ ხელნაწერით ეწერა ჩემი სახელი, გვარი და მისამართი, ასევე გამყიდველის – ვინმე ლეონარდის – სახელი და მისამართი. დაჟე დაახლოებით წარმოდგენილი მყავს ეს ლეონარდი როგორ გამოიყურება და ის მომენტიც ზუსტად აღვიდგინე, ამანათს რომ ფუთავდა და მერე შავი კალმით ზედ ლამაზად და გარკვევით წააწერა:

From: Leonard

To: Mariam