Tag Archives: ადგილი

ჰელოუინი 2009

ჰელოუინი 2009 Sweet.ge-ს ორგანიზატორობით სამზადისს შეუდგა.

მაშ ასე!

31 ოქტომბერს, შაბათს, საღამოს 7 საათზე, გაიმართება ბლოგოსფეროს ჰელოუინი.

ადგილი ჯერ უცნობია და საჭიროებს განსჯასა და შერჩევას. მაქვს რამდენიმე იდეა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბების მეპატრონეებთან.

უმთავრესი კრიტერიუმი მისი შერჩევისას იქნება კარაოკე-მუსიკალური-აპარატურის ქონა და დაახლოებით 50-60 ადამიანის დატევის შესაძლებლობა…

(ვინმეს თუ რაიმე იდეა გაგაჩნიათ გადმოყარეთ კომენტარებში)

გაითვალისწინეთ რომ ბლოგოსფეროში 500-ზე მეტი ბლოგერია, ხოლო ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ბილეთები დაიჯავშნება 15 ოქტომბრამდე და გაიყიდება 20  ოქტომბრიდან.

ბილეთების დასაჯავშნად მომწერეთ e-mail-ზე sweet[at]sweet[dot]ge ან ქვევით კომენტარებში.

ბილეთებს ჯავშანი ეხსნება 20 ოქტომბერს და სიაში ავტომატურად  ხვდება მომდევნო დამჯავშნელი.

საკარნავალო კოსტუმი აუცილებელია!

მის გარეშე დღესასწაულზე არ დაიშვებით! ამიტომ აქედანვე იზრუნეთ მასზე.

შეგიძლიათ გადახედოთ ჩემს შარშანდელ პოსტს: სად ვიშოვოთ კარგი საკარნავალო კოსტუმი?

ასევე ძალიან მინდა ტრადიციულად წინა დღეებში ჩავატაროთ ”დიდი გოგრის ჭრა”. ეს საკმაოდ გასაიდუმლოებული და მისტიკური ღონისძიებაა, ამიტომ ვისაც მონაწილეობის მიღება გსურთ, წინასწარ შემითანხმდით.

აქვე გთხოვთ უპასუხოთ გამოკითხვას გასართობების შესახებ:
[polldaddy poll=2074247]

P.S. ყველა ბლოგერს შეუძლია +1 საწინააღმდეგო სქესის ადამიანის წამოყვანა. (არატრადიციული ორიენტაციის მქონეთ შეუძლიათ წამოიყვანონ თავის სქესის. ამ შემთხვევაში დისკრიმინაციას ადგილი არ ექნება გპირდებით! :D ბოდიში ყველას, ვისაც სიტყვა “საწინააღმდეგო” გულზე მოხვდა!)

P.P.S. ეს ღონისძიება არის მკაცრად მხოლოდ ბლოგერებისთვის! არა-ბლოგერებს ძალიან გთხოვთ, ნუ ეცდებით დეიდა სვითის გადაბირებას. ჯერ ამდენი ბლოგერისთვის ვერ მომივლია და ახლა კიდევ არა ბლოგერები… არამც და არამც! მაგას ჯობია იპოვოთ ვინმე ვინც +1-ად წამოგიყვანთ და ბილეთის ფასის 50% აუნაზღაუროთ! ^_^ ყველა ბლოგერმა მიხედოს თავის არაბლოგერს…