სწრაფი განახლება

ვერ ვახერხებ ახალი პოსტის დაწერას. დღეს ძალიან ცუდად ვიყავი, სამსახურშიც კი ვერ წავედი, სავარაუდოდ რაღაცამ მომწამლა.

მთელი დღე ვიწექი და სკაიპით ვეკონტაქტებოდი თანამშრომელს.

ამასობაში GREEK-ის მეორე სეზონი დავასრულე. 3-4 ეპიზოდი მქონდა დარეჩენილი.

ბოლო დღეებია მინდა რაღაცეები გამოვიწერო ონლაინ-შოპებში და ვერ გადავწყვიტე რა.

ჩემი ერთი წლის მანძილზე ბლოგინგიდან მოგროვილი შემოსავლების დახარჯვა მაქვს განზრახული და მინდა რამე დასამახსოვრებელი ვიყიდო.

ამ დღეებში დავპოსტავ რასაც გამოვიწერ.
რამდენი რამე მაქვს დასაწერი და იმდენი ფოტო კამერაში… არ ვიცი რომელი ერთი ვქნა პირველი.

თქვენ რომელი გირჩევნიათ:

  • ახალი დავალება 30 გაკვეთილიდან
  • ჩემი “თავგადასავალი” და არჩეული ტანსაცმელი ონლაინ შოპინგისას + განბაჟების დეტალები
  • vistaprint-ის მიმოხილვა (სავიზიტო ბარათები სადაც დავბეჭდე)
  • ბოლო დროს გადაღებული სურათები + თავს გადახდენილი ამბები
  • ან რამე სხვა [აქ იგულისხმება თქვენი იდეები ან ის რაც მე არ გამახსენდა და თქვენ დიდი ხანია ელოდებით]

Gimme ideas და ვეცდები ხვალ მოვახერხო ახალი პოსტი…

P.S. თავი მტკივა საშინლად. წავედი დასაძინებლად. xoxo

P.P.S. ეს ბლოგის დიზაინი მომბეზრდა :(

12 Comments

  1. ვაი სვით :(:(:(:( ბლოგროლზე შევედი და ვფიქრობდი ნეტა ახალი პოსთი თუ იქნება სვითისთან მეთქი… მე პირდად “ბოლო დროს გადაღებული სურათები + თავს გადახდენილი ამბები” მირჩევნია :)))) მალე გამოჯანმრთელდი :(:(:(

  2. •ახალი დავალება 30 გაკვეთილიდან
    •ჩემი “თავგადასავალი” და არჩეული ტანსაცმელი ონლაინ შოპინგისას + განბაჟების დეტალები

    აი ესენი მირჩევნია ყველაფერს
    თუმცა თავს გადახდენილი ამბებიც მაინტერესებს ხოლმე
    მაგრამ ონლაინ შოპინგი ჩემი სისუსტეა

  3. ბლოგროლში ლინკი შეცვალე ჩემი
    ისევ ვორდპრესი გაქვს :)
    taa.ge _ ჩასვი :)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.