მკაცრი დიეტა

შოკოლადები და ტკბილეული ძალიან შევამცირე უკვე ერთი კვირაა. სამსახურში კი მეკაიფებიან ქაბაბს რომ ვჭამ ხოლმე, მაგრამ აი, წარმოიდგინეთ ადრე ქაბაბსაც ვჭამდი და რაფაელოებსაც. ახლა რაფაელოები აღარ არის და ორი ქაბაბის მაგივრად ერთი ქაბაბი დარჩა…

ხვალიდან უფრო მკაცრად უნდა მივუდგე საკითხს! დღეს ძალიან დიდი ამანათი ჩამომივიდა და 50% ტანსაცმლისა არ მომერგო!

ერთი შავი კაბა მქონდა გამოწერილი და ძლივს ჩავეკვეხე იმაში… უკან “ზმეიკა” მაინც ვერ შევიკარი ბოლომდე…

სანამ მაგ კაბას არ მოვირგებ, მარტო ვაშლი და გრეჩიხა უნდა ვჭამო…

ვაშლი და გრეჩიხა, გრეჩიხა და ვაშლი.

რა ლამაზია ცხოვრება!

40 Comments

    1. ეს გაგრძელებაა, ანუ როგორ მიმდინარეობს დიეტა… :|

      ხვალიდან უნდა გავამკაცრო. T_T

  1. მარტო ვაშლზე და გრეჩიხაზე ყოფნას არ გირჩევ. დიდი შანსია რომ პირველი ერთი კვირის მერე “მოწყდე” და აქტიურ კვებაზე გადახვიდე. შესაბამისად მიიღებ უკუეფექტს. რამე უფრო შემწყნარებელი, მაგრამ ნაღდი.

  2. შემწვარი კარტოფილი არ მოსულა?..

    პური ამოიღე რაციონიდან, ტკბილეული და ეგეთები..

    მე რაღაც დიეტა მაქვს, თუ გინდა მოგწერ.. :)

  3. http://www.minus60.narod.ru/
    ამას გადახედე და მოგეწონება ;)
    არც წვალებაა საჭირო თან ეფექტურია რაც მთავარია, უამრავ ადამიანს ვიცნობ ვინც კმაყოფილია მაგით, თუმცა მე არ მიცდია და სულ ვდებ :/
    არც ორგანიზმს ავნებ, არც მოიმატებ , მოკლედ კარგია რა:)

    1. მაგ საიტზე სხვა გევრდები არ იხსნება :|

      რაში მდგომარეობს დიეტის არსი, ვერ მეტყვი?

      თან მინუს 60 რად მინდაააა? :( :თავის_ჩამოხრჩობის_სმაილი:

      1. ეგ მაგ გოგომ დაიკლო 60 კილო და იმიტომ დაარქვა -60
        12 საათამდე ჭამ რაც გინდა იმას აბსოლიტურად დაჟე პურსაც კი, 12 მერე სადილად ჭამ ჩათუთქულ საჩმელებს, პურის მარილის და საერთოდ ყველაფროის გარესშე და ვახშამე სადღაც 5-6 საათზე მხოლოდ მაწონს ან მასეთ რამეს იქ ფორუმში ჩამოთვლილი ის საკვები რაც შეიძლება, და რაც არ შეიძლება 12 მერე :)

          1. მაგან თუ შეძლო მარ 60 კილოს დაკლება, 10 ხომ წარმოგიდგენია რა ცოტაა )) სულ რAღაც 2 თვე ალბათ და კანფეტივით გოგო იქნები, ხარ კიდევაც მაგრამ მერე მინუს 10 კილოიანი კანფეტივით ;)

  4. შენს ბლოგს სანამ სკინს არ შეუცვლი, მანამდე რავი…. იმენა სულ ნაცმხვრები გაქვს ყველგან :გივი:
    არა კარგი ბლოგი გაქვს მართლა, მიუხედავად იმისა რომ მძულს ვარდისფერი და ვერ ვიტან გკითხულობ ხშირად :*

  5. სანამ იმ ერთ ქაბაბსაც არ შეეშვები ვერ დაიკლებ :| ესეთი მწარეა ეს ცხოვრება მაშ :P მეც შენს დღეში ვარ, ახლები კი არა ძველებიც არ მეტევა და დიდ ზომასაც არ ვყიდულობ, არ ვაღიარებ რო გავსქუდი :D:D ხოდა უნდა გავხდე, თორე მომიწევს ტიტველს სიარული :-შ

  6. ცილოვანი კვება ცილოვანი კვება
    მარა აბაა ვის ესმის :D სად შემიძLია არ შემიძლია არ შეგიძLიათ და იყავით ბატონო :D

  7. მოკლედ, მე ასეთი რაღაც მითხრეს რჩევის სახით:

    არასოდეს იყო ერთი და იმავე საჭმლის დიეტაზეო. მაგალითად, ვაშლი და მაწონი, ხო? საქმე ისაა, რომ თითოეული საკვებიდან რაღაც რაოდენობა მიდის ორგანიზმის ‘სასიკეთოდ’, ნაწილი კი ‘ქონებში’. ჰოდა, აი ერთი ტიპის საკვებს რო მიაჩვევ ორგანიზმს, მერე როგორც კი სხვა რამეს შეჭამ, ეგრევე ქონებში წავაო. იმიტო, რო ორგანიზმი იმდენად ‘მონატრებულია’ სხვა საჭმელს, რომ გაცილებით მეტს ‘ირგებს’, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაშიო.

    ამიტომ, არ გირჩევ ვაშლს და მაწონს. ზოგადად, ეცადე ყველაფერი ჭამო(შემწვარი და ეგეთები არა), ოღონდ ცოტა. სალათებია კარგი, თან თუ გიყვარს. ერთ ჭამაზე 200 გრამზე მეტი არაა კარგი ოღონდ. და 6-ის მერე არ ჭამო არაფერი.

  8. მმმ კოსმოს ძველ ნომერში ვნახე დიეტა არც ისე რთულია და 3 კვირაში 12 კილოს დაიკლებო რავი მე ვაპორებ :?

  9. მოკლედ, ყველანაირი ტკბილი და ცომეული უნდა ამოიღო, ხილიდან არ უნდა ჭამო ბანანი, კარალიოკი და ყურძენი,
    სხვა ყველაფერი მოსულა..

  10. ტაკს, მისმინე ეხლა გამოცდილ დიეტოლოგს

    ქაბაბი შეიცავს ცხიმებს
    რაფაელო შეიცავს შაქარს

    მინდა გითხრა რომ ორგანიზმი ცხიმებს უფრო ძბნელად ამუშავებს ვიდე ტკბილეულობას

    ასე რომ ჯობია ცხიმიან საჭმელებს მოეშვა

  11. გვანახე რა გამოიწერე
    ყოველთვის მიყვარს ეგეთი პოსტები

  12. აუ, იქნებ მასწავლო როგორ მოვიმატო. 1,69მ ვარ და 45კგ ვიწონი, ვერ იქნა და ვერ მოვიმატე. ყველაფერს ვჭამ – შოკოლადსაც, ნამცხვრებსაც, პურეულს, მაკარონს და ა.შ. საერთოდ არაფერზე ვამბობ უარს. ჭამის მადაც კარგი მაქვს. განა ბევრი მინდა მოვიმატო, 50კგ-მდე მიმაღწევია და მეტი არ მინდა… ;)

    1. ნეტა ეგ პრობლემა მქონდეს :D

      რავიცი დიეტოლოგთან მიდი და ის გირჩევს…

      1. გამოკვლევები ჩავიტარე, მეგონა რაიმე ავადმყოფობა მჭირდა… მაგრამ აღმოჩნდა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ. ექიმები მეუბნებიან, რომ საშიში არაფერია, მოწესრიგებული ნივთიერებათა ცვლა გაქვსო… მაგრამ მე მაინც მინდა რომ მოვიმატო… თორე ჩემი ზომა ჯინსი ძალინ იშვიათია, ამერიკულ 0-size ვატარებ და ევროპულ 25. სულ ნერვების წყვეტა მაქვს, როცა ჯინსის საყიდლად მივდივარ… :(

          1. არ გახარბებ ჩემო კარგო, სწორედ ისევე განვიცდი უწონობას, როგორც შენ განიცდი ჭარბწონიანობას… ასე რომ, ერთ ბედ ქვეშა ვართ… ;)

        1. ეჰჰ… მარტო სნიკერსი ჭამე 1 კვირა და ალბათ მოიმატებ. ოღნდ სნიკერსის გარდა არაფერი არ ჭამო. აი სულ სნიკერსი :D

          1. OK, სვითი, ვსინჯავ მხოლოდ სნიკერსს. ისე, მანამდე არ მომსვლია აზრად, რომ მხოლოდ ტკბილეულობა მეჭამა, ალბათ უფრო ამატებიებს, ვიდრე საჭმელთან კომბინაცია…

            1. ოღონდ ფრთხილად იყავი, ჯანმრთელობა არ დაიზიანო მარტო ტკბილეულის ჭამით… :|

              1. მანამ შევჭამ, სანამ 50კგ არ გავხდები და მერე შევეშვები… :D

  13. უშოკოლადოდ როგორ შეიძლება?
    ნწუ…
    შოკოლადისტობით ნებისმიერ ბელგიელზე უფრო ბელგიელი ვარ.

  14. იმედია ნახავ ამ პოსტს.
    კაკრაზ ახლა გავდივართ მატერიალს რაც დიეტას, კუჭის მოქმედებას და ა.შ. ეხება.

    ის რაც დაწერე და ის რასაც ბევრი აკეთებს არის უბრალოდ თვითმკვლელობა, და რაც მთავარია მოკლე ვადიანი ეფექტი აქვს, მორჩები გრეჩიხის ჭამას და მოიმატებ ორჯერ მეტს ვიდრე გქონდა.

    სამი გზაა წონაში დასაკლებად , რომელიც კარგად მუშაობს.
    უნდა დავწერო ერთი პოსტი, სანამ კიდე მახსოვს თორემ ჩავაბარებ გამოცდას და დამავიწყდება :D

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.