Smart phone

სმარტფონი ჭკვიან ტელეფონს ნიშნავს.
ბებიაჩემს რომ ჰკითხო, ფანრიანი ნოკიაც ჭკვიანი ტელეფონია, ერთდროულად რეკავს და ანათებს, მაგრამ ჩემთვის ჭკვიანი ტელეფონი ის არის, რომელიც ჩემს მინიმალურ ტექნოლოგიურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.

კერძოდ:

  • ახლა უკვე შემიძლია იმეილი ტელეფონში შეუფერხებლად მივიღო
  • მქონდეს წვდომა facebook, twitter, foursquare, instagram, get glue, tumblr და სხვა სოციალურ ქსელებთან.
  • გუგლთან სინქრონიზაციის გზით, არ დავკარგო ჩემი ინფორმაცია.
  • ვწერო ბლოგზე პირდაპირ ტელეფონიდან და თან ქართულად.

image

ჩემი სმარტფონი ჩემი მეგზური გახდა. მის გარეშე ნაბიჯსაც არ ვდგამ და შემიძლია ლლეპტოპზეც კი ვთქვა უარი, ვიდრე სმარტფონი არ მქონდეს. წარმოდგენა არ მაქვს აქამდე როგორ ვიყავი…

 

6 Comments

  1. კი ეგრეა რაც ჩემი გალაქსი ვიყიდე. ვიღას ახსოვს ლეპტოპი და სხვა დანარჩენი.

  2. ახლა ის მასწავლეთ – როგორ დავწერო ქართული ასოებით ჩემს ტელეფონში ?

  3. იმანისთან როგორ ურთიერთობაშია თქვენი სმარტფონი შეგიძლიათ მითხრათ?

    1. იმანის სერვისს არ ვიყენებ, მაგრამ თუ მათ ანდროიდის აპლიკაცია გააჩნიათ, ჩემი ტელეფონიც კარგ ურთიერთობაში იქნება :)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.