Shopping in March

გთავაზობთ ჩემს მიერ მარტში შეძენილი ნივთების სიას.

მთლიანად ყველაფერი დამიჯდა 91$ და თბილისამდე ჩამოტანა USA2Georgia-ს სერვისის გამოყენებით – 28 ლარი! (ფეხსაცმელების გარდა! ფეხსაცმელები ჯერ კიდევ გზაშია და თინის ამანათთან ერთად ჩამოვა.)

ამ ყველაფერთან ერთად ამაზონიდან გამოწერილი წიგნიც იდო. მგონი იაფია არა? :love:

Forever21.com

ტანსაცმელი

ვარდისფერი მაისური

$11.50 – მომერგო, მაგრამ ერთი ზომით დიდი უფრო კარგად მექნებოდა…

მაისური

$5.50 – მომერგო და ფერი ძალიან მიხდება

ვარდისფერი პერანგი

$11.50 – არ მომერგო, მამიდაშვილს ვაჩუქე

შავი კაბა

$13.50 – არ მომერგო, მაგრამ გავხდები ამ კაბის გულისთვის!

(არ ვყიდი და არ ვჩუქნი არავის)

ზოლიანი პერანგი

$10.50 – არ მომერგო, მამიდაშვილს ვაჩუქე

შავი ჯინსის შარვალი

შავი ჯინსი.

(ზომა 28)

არ მომერგო,

ვყიდი – 20$-ად

(ვისაც ყიდვა უნდა გამომეხმაურეთ shop@sweet.ge-ზე)

თმა

ვარდისფერი თმისამაგრები

$1.50 – ძალიან კარგია, მეორეც უნდა ვიყიდო ასეთი (2 ცალი)

ვარდისფერი თმის სამაგრი

$1.50 – ასევე ძალიან კმაყოფილი ვარ!

სამკაული

სამაჯურების კომპლექტი

$5.80 – ულამაზესი სამაჯურების კომპლექტი! (6 ცალი)

საყურეების კომპლექტი

$4.80 – საყურეების კომპლექტი (6 წყვილი)

საყურეების კომპლექტი

$4.80 – ასეთი მეორეც უნდა გამოვიწერო, რატომღაც ცალ-ცალი საყურე იყო პაკეტში.

ალბათ ეგრეცაა გამიზნული.

ოქროსფერი ბეჭედი ხელოვნური მარგალიტებით

$3.80 – ძალიან კარგად მომერგო შუა თითზე! 8 ზომა.

ბეჭედი კონექტორი

$2.80 – კონექტორ-ბეჭედი. პირველივე დღეს გავტეხე :D ბანძი ხარისხისაა

ოქროსფერი საყურე ხელოვნური მარგალიტებით

$2.80 – ეს რატომ ვიყიდე არც ვიცი, ალბათ ვიფიქრე რომ ზემოთა ნივთებს მოუხდებოდა.

Urbanog.com

ფეხსაცმელი

ქვემოთ მოცემული ორივე ფეხსაცმელი რასაც ქვია “გამოწერის” გულისთვის გამოვიწერე თორემ დიდად არც მომწონს და არც ვიცი ვიხმარ თუ არა…უბრალოდ დეპრესია მქონდა, ფულის ხარჯვა მომინდა და ორი ფეხსაცმელი და კიდევ რაღაც intimate ტანსაცმელი (რომლებსაც აქ არ ვდებ :P ) შემომეყიდა.

არადა დღეს ვნახე უფრო უკეთესებიც დაიდო საიტზე. უბრალოდ სად წავიღო ამდენი pump-ები, მაინც არ ვიცვამ. :|

რამე უქუსლო მინდა ვიყიდო თუ კიდევ ვიყიდე რამე ამ გაზაფხულზე. თანაც Cutesy უფრო გაიაფდა ვიდრე Urbanog.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჯინსის ნაჭრის დეტალებით

$21.20

თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

$18.20

შავი ჯინსის შარვალი

41 Comments

  1. აბა ვის რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ?
    პოსტის ჩასწორება დამეზარა… :|

  2. შავი კაბა მომეწონა და ის ვარდისფერი ზედა.
    საყურეებიც კარგი იყო.

    ხო, ფორევერზე იაფი ღირს ყველაფერი.

    აუ რამდენი ხანია არაფერი გამომიწერია ჩემთვის. სულ სხვებს ვუწერ. ფული არ მაქვს, თორემ იმდენ რაღაცას შევარჩევდი.

  3. დეიდაშვილისთვის ნაჩუქარი პერანგები, თმისსამაგრები და სამაჯური ძალიან მომეწონა.

    ეს თეთრი ფეხსაცმელი რად გინდოდა უნდა გათხოვდე??? :D

  4. sweet ძაან გთხოვ თუ არ დაგეზარება რომ მეილზე დაწვრილებით მომწერო როგორ გამოვიწერო. რომელია უფრო სანდო და ა.შ

    სულ მინდა ხოლმე გამოწერა და ვერ ვრისკავვ :D

    თუ გინდა აქ დაწერე რავი :) ოღონდა დაწვრილებით :D :D :D

    მადლობ :*

  5. მე მინდა ვიყო სვითის მამიდაშვილი! :) :)

    პერანგები მომეწონა ძალიან :)
    და პირველი ფეხსაცმელი
    მეც ჩავიცმვამდი ასეთს
    :)

  6. მშვიდობაშI რაც მოგერგო, ბაცი ვარდისფერი საროჩკა მომეწონა ძალიან 3/4 მკლავებით,მაგმრა მგონი ეგ არ მოგერგო :)

  7. უიჰ ისიც მომეწონა,ზემოდან მეორე სვიტრი სამკუთხედი ყელით, თU მაისური, მეცმაქვს ეგეთI იასამნისფერი <3

  8. რამეს რო გამოიწერ ფული როგორ უნდა გადაიხადო მითხარით რაააა. …

  9. რა ბანძი რამეებია, ესენი რო არ გამოგეწერა ვაგზლის ბაზრობაზე იყიდდი უკეთესებსაც კი. თან არაფერი მოგერგო :/

    1. ვაგზლის ბაზრობის საქონელს აშკარად ჯობია ხარისხით და თან ექსკლუზიურია… აბა მითხარი, რამდენს აქვს თბილისში ასეთი ტანსაცმელი? თან საკმაოდ იაფია… დარწმუნებული ვარ, ამდენ რამეს ვაგზლის ბაზრობაზე ასე იაფად ვერ შეიძენ.

  10. ფესაცმელები მომეწონა განსაკუთრებით და ის კაბა, რომლის გამოც გახდომას აპირებ! :)

  11. იმედია ფამფები კარგად გექნება, იმიტომ რომ როგორც წესი ეგენი ერთი ზომით დიდებია

  12. ნუ იფიქრებთ რომ აქ ყველაფერი ხარისხიანია, თითქმის ყოველ კვირას მივდივარ მაგ მაგაზიში და მერწმუნეთ ყველაფერი უხარისხოა და შეიძლებ ვაგზალზე უკეთესს წააწყდეთ რამეს (როგორც მახსოვს პასაჟში საკმაოდ კარგი და გემოვნებიანი ტანსაცმელია) ონლაინ შოპინგით აქ არ ვსარგებლობ, მანდ რომ ჩამოვალ მაშინ სავარაუდოდ მეც გმოვიწერ ფასის გამო, თუმცა მაგ მაგაზიაში ყველაპერი MADE IN cHINA თუ არ გჯერათ შეამოწმეთ

    1. ყველაფერი რომ აზიაში იკერება, მგონი ეგ არავისთვის არ წარმოადგენს სიახლეს. თვით ისეთი დიდი და ცნობილი ფირმები, როგორიცაა ადიდასი, რალფ ლორენი, დიზელი, ნაიკი და ა.შ. თავიანთ პროდუქციას ჩინეთში, ინდონეზიაში, მალაიზიასა და მთელ რიგ სხვა აზიურ ქვეყნებში აწარმოებენ იაფი მუშახელის გამო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი პროდუქცია უხარისხოა. პირიქით, ძალიანაც ხარისხიანია და საკმაოდ ძვირიანიც. არ დაგავიწყდეთ ის ფაქტიც, რომ პროდუქციას თუ MADE IN GERMANY ეწერა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ის უხარისხოდ ითვლებოდა… დროთა განმავლობაში გერმანიამ დაამტკიცა, რომ მისი წარმოებული პროდუქცია მაღალხარისხიანიც შეიძლება იყოს და დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალხარისხიანად ითვლება (თუმცა გერმანიაში უკვე თითქმის აღარაფერი იწარმოება) ;)

  13. უფ,კაი რა…აქაც ბევრი ნაგავია, მაგრამ ვაგზალს და ლილოს მაინც კი ჯობია. მანდ ამდენ რამეს და ესე იაფად ვერ იყიდი ნამდვილად.თუმცა, ორივეგან “მეიდ ინ ჩაინაა” ;)
    სვით, მე ყველაფერი მომეწონა, განსაკუთრებით ლურჯი ფეხსაცმელი და შავი კაბა! :)

  14. მარტში მეც მქონდა ონლაინ შოპინგი(electronic_ის) მაგრამ ნივთებს ახლაც ველოდები :D ჯერ არ ჩამოსულა. პრინციპში უკვე გზაშია რა და ამ თემაზე მეც განახვებთ ჩემს ნაშოპინგარს :P

  15. სამაჯურების ნაკრები და ის ღია იასამნისფერი “საროჩკა” მომწონს.
    შარვალიც არ იქნება ცუდი,მარა არ მომივა :(

  16. რამეს რო გამოიწერ ფული როგორ უნდა გადაიხადო მითხარით რაააა. …

  17. მე პირველი და მესამე მომეწონა ტანსაცმელში
    ვარდისფერი თმისსამაგრი
    და სამაჯურების ნაკრები

  18. მამიდაშვილმა რომ იხეირა კარგია, მაგრამ რომ გაგეყიდა შენც იხეირებდი, იმ ორივე “სროჩკსას” მე გამოგლეჯდი ხელიდან, ზისტად ახლა ვყრი მსგავს პერანგებს ფ21-ის კალათაში :)

  19. ჩიაცვი თეთრი ფამბები, ჩაიცვი რა :D :* ძააალიან მოეწმონაა თან შავ კაბასაც მოუხდება :)

  20. ეგ რომელი მამიდაშვილი ხეირობს, სახლში “შებოჭილი” ბავშვი რო გყავთ? :D :D

  21. სამაჯური როგორ მომეწონა… მეც მინდააა

  22. sweet მეც მომეწონა ძაან შავი კაბა და ფეხსაცმელები უბრალოდ ერთი რამე მაინტერესებს როცა ჩამოგივა ფეხსაცმელი მითხარო ზომა თუ მოგერგება

  23. ძაან საყვარელი ჯონსებია…რომელი საიტიდან იწეერ??

    სხვთაშორის მეორე ვარდისფერი აბადოკი მეც მაქ, მაგრამ შავი უფრო საყვარელია. :D :P

  24. 8 ზომა ბეჭედი ოდნავ მოპუტკუნებულ თითზე წავა?:D:D თუ რა ზომა მინდაა?

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.