September to Come!

რა უნდა აკეთო აგვისტოს ჩამკვდარ თვეში, როდესაც ყველა შენი ნაცნობ-მეგობარი გაკრეფილია ქალაქიდან?

უნდა დაელოდო სექტემბერს!

ხოდა მეც ველოდები.

ყოველ დღე ვდგები, ხელპირს ვიბან, ვსაუზმობ, კომპთან ვჯდები და მერე ველოდები და ველოდები.

მოსალოდნელი კი ბევრია.

სექტემბერში იწყება რამდენიმე ახალი პროექტი ბლოგოსფეროში.  სული კბილით მიჭირავს რომ არ გავთქვა რადგან საიდუმლოა, მაგრამ მაინც გეუბნებით, რომ დაელოდეთ! დაელოდეთ სექტემბერს!

Blog1

I want you for Blogosphere

სექტემბერში იწყება ჩემი საყურებელი სერიალების ახალი სეზონები.

პირველ რიგში – Ugly Betty.  ერთ მახინჯ გოგოზეა, რომელიც მოდების ჟურნალში იწყებს მუშაობას და თავისი შრომისმოყვარეობის, პატიოსნებისა და კეთილი გულის გამო ძალიან დიდ წარმატებებს აღწევს.

მის შესახებ ჩემი ძველი პოსტები: Handbag, Boring Monday

ugly_betty

Ugly Betty

მეორე სერიალი რომელსაც ასევე სულმოუთქმელად ველოდები არის – Gossip Girl. ეს სერიალი მანჰეტენელი მაღალი წრის თინეიჯერებზე, მათ სასიყვარულო თავგადასავლებზე და ინტრიგებზეა.

მის შესახებ ჩემი ძველი პოსტები: Gossip Girl Handbag, Gossip Girl: Review.

Gossip-Girl-Image

Gossip Girl

კიდევ რას ველოდები?

კინოთეატრებში ახალი ფილმის – The Proposal-ის გამოსვლას. გვერდით Sidebar-ში Nuffnang- ის რეკლამა რომ დევს, მანდ გამეჩითა ამის ტრეილერი და ბევრი ვიცინე ძალიან.

The Proposal

The Proposal

simsim.ge-ზე ვიპოვე მაგრამ კამ-რიპია – ანუ ძალიან ცუდი ხარისხი და არ ვუყურე.

აბა ამირანო და რუსთაველო! თქვენ იცით როგორ ჩამიკუკავთ გეგმებში და არ ჩამოიტანთ ამ ფილმს! :D

მაშ ასე! სექტემბრამდე დარჩენილია ზუსტად 14 დღე!

16 Comments

  1. ბლოგოსფეროში სიახლეები იქნებაო?! :ჯამპ:

    ველოდებით სექტემბერს : ))

      1. ვახ, ახლა ვნახე შენთან სარეკლამო ბანერზე და 20 აგვისტოსო კინოთეატრებშიო. არადა, ძალიან კარგად მახსოვს რომ იყო ამირანში. სათაურიც მახსოვს, პოსტერიც და ყველაფერი..
        მოკლედ, ან მე მაქვს შიზოფრენია, ან ამირანში დაემართათ რაღაც და ორი თვით ადრე აჩვენეს (ისე, 17 ივნისს გამოვიდა ფილმი)

        1. ეგ სინგაპურის პოსტერია და არ გამიკვირდება მართალი რომ აღმოჩნდე შენ. :(

          imdb.com-ზეც ვნახე და საქართველოში პრემიერა ივნისსში უწერია მაგ ფილმს…

          გავმაზე ესე იგი :(

  2. ხალხის და პირველ რიგში, ჩემი ბლოგის მკითხველების დაბრუნებას ველოდები, ფეისბუქის გავსებას ველოდები, უნიში რეგისტრაციის და საერთოდ სწავლის დაწყებეს ველოდები და მრავალი და მრავალი:-)

  3. მე ველოდები ათასშვიდას სერიალს – გრეის, პრივატ პრაქტისს, ჰაუსს, აგლი ბეთის, სასოწარკვეთილებს და კიდევ მრცხვენია სიის გაგრძელება, იმდენს.

    კიდევ ნუ იმ პროექტს ბლოგოსფეროში და კიდევ მეეორეს.

    და კიდევ ბევრ რამეს რა. ეს წელი რაღაც…კარგად მიდის და კარგადვე გაგრძელდეს მინდა, პროდუქტიულად!

    1. სიები კარგია – სიები!

      ხოო მართლა პროდუქტიულად მიდის და ასე გაგრძელდეეს!

      სექტემბერი ახალი წელივითაა. სექტემბრიდან იწყება ყველაფერი ახალი ჩემთვის :D

  4. არანაირ სერიალს ველოდები. სექტმბერში იქყება მძიმე ეტაპი ჩემთვის ხოდა არათუ სერიალებს ბლოგისა და ფეისბუქის გარდა ყველაფერს დავბლოკავ :)

  5. სექტემბერში ველოდები სამსახურში გასვლას, ფიტნესზე სიარულს და მასაჟებს მე და ვიკი :)
    THAT’S ALL

  6. მე ზებუნებრივს ველოდები რომელიც 20 სექტემბერში გამოვაააააა იუჰუუუუ :)))
    რაც შეეხება შეთავაზებას მაგაზე ივლიში ვიყავი სვითი :(:(:(:( ამირანში გავიდა :(

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.