#10: სასარგებლო გვერდები

ეს არის მეათე გაკვეთილი კურსიდან 30 გაკვეთილი პროფესიონალური ბლოგინგისთვის

დღევანდელი თქვენი დავალებაა შექმნათ პოსტი/გვერდი სადაც ჩამოთვლილი იქნება თქვენი ბლოგის პოსტები სხვადასხვა თემების ან კატეგორიების მიხედვით.

თემას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია რომ ეს პოსტები ბლოგზე მოხვედრილ მკითხველს გამოადგება და მათ ბლოგის სიღრმეებში ჩაძირავს, აიძულებს უფრო ძველი და რთულად საპოვნელი პოსტები ამოქექონ და წაიკითხონ.

არსებობს სასარგებლო გევრდის რამდენიმე ტიპი:

  • თემატური სასარგებლო გევრდი – მაგალითი: დამხმარე პოსტები ბლოგიდან Sweet.ge; დამხმარე პოსტები კიკიტოს ბლოგიდან;
  • სერიული პოსტების სასარგებლო გვერდი – მაგალითი: 30 გაკვეთილი
  • დროის მიხედვით დაკავშირებული პოსტების სასარგებლო გვერდი – ასეთი გევრდი ჯერ არ მაქვს შექმნილი ამ ბლოგზე მაგრამ უახლოეს მომავალში შევქმნი. დროის მიხედვით დაკავშირებული პოსტებია წელიწადის/თვის/კვირის ერთი და იგივე მონაკვეთში დაწერილი პოსტები. მაგალითად “საზაფხულო პოსტები”, “სეზონის საუკეთესო პოსტები”, “წლის ყველაზე პოპულარული ოცეული” და ა.შ.

მაგალითები პრობლოგერის ბლოგიდან:

რატომ უნდა გააკეთოთ ეს?

სასარგებლო გვერდს სასარგებლო იმიტომ ჰქვია რომ მას ყველასთვის სარგებელი მოაქვს:

1. კარგად ჩანს ბლოგის არქივი – ძველი, კარგი პოსტების მოძებნა გაცილებით ადვილია

2. გეხმარება საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციაში – გუგლი უფრო ადვილად აინდექსირებს არქივებში ჩაძირულ პოსტებს.

3. იზიდავს მკითხველს და მოტივაციას უჩენს მას, რეგულარულად შემოიხედოს თქვენს ბლოგზე სასარგებლო კონტენტის წასაკითხად.

გააპიარეთ სასარგებლო გვერდი

მსგავსი სასარგებლო გვერდების გაპიარება სოციალურ მედიაში უფრო მეტ მკითხველს შეგძენთ ვიდრე – ბლოგის მთავარი გვერდისა, რადგან როგორ უკვე ავღნიშნე, მსგავსი პოსტების ნაკრები უფრო ადვილად გაარკვევს ახალ მკითხველს ბლოგის სტრუქტურაში და აიძულებს მას ძველი პოსტების წასაკითხად კიდევ და კიდევ დაბრუნდეს ბლოგზე.

დავალება:

შექმენით სასარგებლო გვერდი და განათავსეთ მისი ლინკი გამოსაჩენ ადგილას. შეგიძლიათ საქმეს კრეატიულად მიუდგეთ და პატარა ბანერიც გააკეთოთ, რომელიც თვალს ლინკზე მეტად მოიტაცებს.

სასარგებლო გვერდების ლინკები როგორც ყოველთვის კომენტარებში გამოუშვით! :)

10 Comments

  1. და ყველაზე მეტი ვიზიტორიც მაგ გვერდს აქვს ჩემთან ამიტომ სასარგებლო მარტო ბლოგერებისთვის კი არა თვითონ ბლოგითვისაც არის :)

  2. სვით,

    ბანერს კი ჩავსვამ სიტყვაზე, მაგრამ ამ ბანერს ლინკი როგორ მივაბა გონზე არ ვარ

  3. მოწონდა ეს წამოწყება ყოველთვის. დროდადრო შემოვდივარ, რაღაც სასარგებლო რომ გავიგო. ქაოტურად მივყვები ამ 30 გაკვეთილს :) მგონი, მე უკვე გაკეთებული მაქვს მსგავსი გვერდი http://blog13th.blogspot.com/p/tourism.html. ახლა მის დახვეწას და გამდიდრებას შევეცდები ამ რჩევების გთვალისწინებით.

    ისე, კარგი იქნებოდა ამ გაკვეთილების გაგრძელება.

Leave a Reply to angeldilo-vanesa Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.