სამყაროს აღსასრული ანუ 2012

გუშინ ვიყავი კინოში 2012-ზე!!!

4 ბილეთი სალაროში იყო დატოვებული ჩემს სახელზე, მაგრამ იმდენი ხალხი მიაწყდა, ძლივს მივაღწიე სალაროს ფანჯრამდე.

ასევე ხალხმრავლობის გამო აღარ იყო დარჩენილი არც პოპკორნი, არც სასმელი, ამიტომ ”მარაგების შეუვსებლად” შევედით კინოსეანსზე.

და დაიწყო დაძაბულობა!!!

2012-Movie-Stills-012

2012: მთავარი პერსონაჟები

ორსაათნახევრის განმავლობაში ვნერვიულობდი, ოფლს ვიწურავდი, თვალებს ვხუჭავდი და ვახელდი, პერსონაჟებთან ერთად ვიტანჯებოდი, ვიღუპებოდი, ვცოცხლდებოდი, სამყაროს დაღუპვისგან ვარჩენდი და ვკვდებოდი.

ვინერვიულე.

ეს ნერვიულობა სახლამდეც კი გამომყვა. ჯერ კიდევ ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.

2012-Movie-Stills-006

2012: ბრძოლა გადარჩენისთვის

მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვუყურებდი ”ტიტანიკს” და ცრემლად ვიღვრებოდი, მაგრამ ახლა გავაანალიზე, რომ იქ რეალურ ტრაგედიას (1500+ ადამიანის უმიზეზო სიკვდილს) ვერასდროს აღვიქვამდი, მხოლოდ ”არა-ჰეფი-ენდით” დასრულებულ სიყვარულზე მწყდებოდა გული.

2012-მა კი რაღაც მომენტში სასტიკად შემაძრწუნა. ცრემლი – ? არცერთი გრამი!

საშინელებაა, როდესაც ერთი გემიდან კი არ ცდილობ გაღწევას და გადარჩენას, ან ერთი ქალაქიდან, ან ერთი ქვეყნიდან, – არამედ მთელს დედამიწაზე აღარსად დაგედგომება და წასასვლელიც არსაით გაქვს.

მიწა, რომელმაც გაგაჩინა და გამოგზარდა, ფეხქვეშ გეცლება, სასიკვდილოდ გიმეტებს და თვალის დახამხამებაში გშთანთქავს.

ერთი ჩემი ძველი პოსტი გამახსენდა, სადაც საოცარი სიზუსტით მაქვს აღწერილი ის განცდები, რაც ამ ფილმის ყურებისას დამეუფლა.

2012-Movie-Stills-014

2012: ერთ-ერთი მაგარი / შემზარავი ეფექტი

ერთადერთი იმაზე დამწყდა გული, რომ თვითონ მაიას ტომების ლეგენდაზე და კალენდარზე კი არა, უფრო ტრაგედიაზე და სპეც-ეფექტებზეა გადატანილი აქცენტი (არადა გაფრენილი მაქვს მაგ ლეგენდების კითხვით!!!).

ფილმის ჩემეული შეფასება:

1. ფინალური შეგრძნება – 4/4

2.განმეორებადობა – 0/3 (მე ამ ნერვიულობის გადამტანი მეორედ აღარ ვარ!)

3. დამახსოვრებადობა – 3/3

4. სპეციალური ქულა ეფექტებისთვის – +1

სულ: 8/10

ფული არ დაგენანოთ ამ ფილმის სანახავად!

P.S. ბილეთები რამდენიმე დღით ადრე დაჯავშნეთ. პოპკორნიც. :D

2012-Movie-Stills-002.jpg_940

40 Comments

  1. ვაააჰ, აი პოსტიც მესმის!
    არ ვიცი, ფილმის ბრალია თუ შენი პოსტის, მაგრამ მაგრად კი შემაჯაჯგურა!:)))
    რა თქმა უნდა, წავალ.ნაღდად არ დამენანება ფული, მაგრამ ჯერ არა. არ მინდა, სიცოცხლე ჭყლეტაში დავასრულო ან ჩემი კუთვნილი პოპ კორნი თავზე გადამაყარონ :)

    ერთ 2 კვირაში, ალბათ, ხალხის ცუნამი იკლებს და ერთ–ორ მშვენიერ ადამიანთან ერთად ვინერვიულებ მეც.
    უი, მიალომ თქვა, თუ არ ვცდები, რომ ასეთ ფილმებს, ძირითდად, ატრაქციონის ფუნქცია აქვთ. ჰოდა მეც გავივლი ამერიკულ გორაკებსსსს ;)

  2. მეშინია ამ ფილმის ნახვა… :(

    არადა თან მაინტერესებს… საერთოდ მიყვარს კატაკლიზმები,სულმოუთქმელად ველოდები 2012 წელს იმ იმედით რომ მართლა რამე მოხდება…

    ფილმის კიდევ მეშინია :(

  3. ყველა ამ ფილმზე ლაპარაკობს აქაც, რა არის ესეთიიი?? მეც უნდა წავიდე, მორჩა გადავწყვიტე!:)

  4. mec viyavi guSin

    Sefaseba:
    arnaxuli spec efeqtebia, mec vinerviule, ganvicade
    magram gamovedi sicarielis grznobit
    filmi aris mxolod spec efeqtebi da meri araferi
    dzaan martivi fabula aqvs
    tumca am specefectebisatvis girs filmis naxva aucileblad

  5. გუშინ ვუყურე და რაღაც მომენტში მეც ტიტანიკთან გავაიგივე, მაშინაც ასეთ დღეში ვიყავი :(
    ვიტირე კიდევაც, შემეშინდა მაგრად და მაგრად მომეწონა, ამიტომ მართლა ყველამ უნდა ნახოს

  6. 2012 წლის 20 დეკემბერს გავხდები 21 წლის და … = )))
    ვეთანხმები პირველი კომენტარის ავტორს, ჯერ წასვლა არ ღირს… ჩემი ძმაც მოვიდა, ბილეტები არ იყოო. ასე რომ, მირჩევნია ამ ვნებათაღელვამ გადაიაროს და მერე მშვიდად ჩავუჯდე : D

    თუმცა, ამ პოსტიდან და ფილმის შინაარსიდან გამომდინარე, არა მგონია სიმშვიდისთვის მოვიცალო : D

  7. აუ რა წაჭამეს ტვინი რუსულებით დადეთ ორიგინლი ინგლისური მაინც რა :(:(. მაინტერესესბ ძაან ჯერ ახალი მთვარე გადავაგორო ად მერე მანდაც გავივლი :D

  8. დაძაბულობა
    ზუსტი სიტყვაა, რაც ამ ფილმის ყურების დროს დამეუფლა :)
    რავიცი, მომეწონა რა :-?? იდიოტური ჰოლიდუვური კრეტინობებით რომ არ გაუFუჭებინათ :|
    მაგალითად, როგორ ამოძვრება მთავარი გმირი უფსკრულიდან, სადაც დამწვარი თვითმფრინავით ჩავარდა
    ან კატასტროფის დროს რო გაირინდება ყველაფეირ და ერთმანეთს რო აკოცებენ…
    კაარგით რააა :))))

  9. Dissolved Girl
    რავიცი, მომეწონა რა ? იდიოტური ჰოლიდუვური კრეტინობებით რომ არ გაუFუჭებინათ
    მაგალითად, როგორ ამოძვრება მთავარი გმირი უფსკრულიდან, სადაც დამწვარი თვითმფრინავით ჩავარდა
    ან კატასტროფის დროს რო გაირინდება ყველაფეირ და ერთმანეთს რო აკოცებენ…
    კაარგით რააა )))

    woooooooooooooow
    შენ მე ხომ არ ხარ შემთხვევით
    ზუსტად ის დაწერე რაზეც მე ვფიქრობდი
    მეც ძაან შემაწუხა ამ ჰოლივუდურმა ტუტუცობებმა

    ხვალ მივდივარ Twilight-ზე ამირანში
    კოსტუმირებული ივენთი იქნება პრემიერის წინ :)

    1. თათ, დაკოპირების ნაცვლად ”უპასუხე” ფუნქცია გამოიყენე ხოლმე :)

    2. კარგია აზრები რო დაემთხვა :D თვაილაითი არასდროს მომწონდა, შესაბამისად არ წავალ არანაირად ნიუ მუნზე :) დაწერე როგორი იქნება :D

  10. მეც დავწერე ამ ფილმზე პოსტი. ძალიან მაგარი ფიმლია, მაგრამ შენი არ იყოს, ვერც მე ვუყურებ მეორედ.

  11. მაინცდამაინც რუსთაველში უნდა ნახოთ?
    სანზონაში – კინო საქართველოში, არანაკლები დარბაზი, არანაკლები პოპკორნი, მაგრამ პოპკორნი არც ისე მნიშვნელოვანია ალბათ, თუ ფილმი კარგია, პოპკორნის ჭამას ვერც უნდა ახერხებდე…

    ფილმი ვნახე..
    და რაღაც მარკესისეული ჩამისახლდა..
    რომ უცებ შეიძლება რამე მოხდეს და…
    რამდენი ადამიანისთვის ვერ მოვასწარი რომ მეთქვა
    -მიყვარხარ..
    -მაპატიე..
    ბანალურია, მაგრამ მაინც..

    1. ვისაც უნდა სანზონაში ნახოს. მე პირადად კინოთეატრი საქართველო ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემს სახლთან ახლოსაა, მაგრამ მაგის ბილეთებს არ მაძლევენ :D

  12. ვუყურე ამ ფილმს “რუსთაველში” და შენც დაგინახე მეუღლესთან ერთად :) კარგი ფილმია, საყურებლად ღირს… ბანალური სცენარით და ძალიან მაგარი სპეცეფექტებით :) სჯობს ასეთი ფილმი კინოთეატრში ნახო :)

  13. ძალიან მაგარი ფილმი იყო. იმ შავკანიანის მამაზე დამწყდა გული რო მოუყვა სამყაროს დასასრულიაო კიდე იმ ინდიელს რომ არ მიაკითხეს :(… მაგრამ ის გიჟი რადიოს მფლობელი მაინც მაგარი კაცია :D

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.