Random Things

გუშინწინ დედაჩემს ის მარგალიტის ყელსაბამი ვაჩუქე. ძალიან გაუხარდა. არ მეგონა ასე თუ მოეწონებოდა.

ხშირად უნდა ვაჩუქო რაღაცეები :) იქნებ ამით გამოვისყიდო ჩემი მუდმივი უყურადღებობა…

* * *

მალე მე-1000 პოსტს მივაღწევ ამ ბლოგზე (დაახლოებით 25 პოსტი დამრჩა იქამდე). მინდა რამენაირად ავღნიშნო.

პატარა სიურპრიზები უკვე მოფიქრებული მაქვს. რამე გრანდიოზულისთვის კი ფული, დრო და ენერგია არ მეყოფა. ასე რომ ამ პატარებს დავჯერდეთ წელს და 2000-ს რომ შევასრულებ მერე იყოს Blog-Party და გრიალი. :D

* * *

კინოთეატრ “ამირანში”, რომელიც ახლახანს 3D კინოთეატრად გადააკეთეს, “ავატარი” გამოვიდა და ბილეთები არ იშოვება… 2 ბილეთი გამიჩითეთ ვინმემ რააჰ!

* * *

Some Recent Selfies:

20 Comments

  1. Wow I’m first!!! ვარდისფერი სათვალე რა სახალისოა!!! :) სად აპირებ მაგის გაკეთებას? :) :D

  2. უი, 3D–დ გადაკეთება მაგრად წაადგება “ამირანს”, თორე “რუსთაველს” საკაიფოდ ჩამორჩა…
    წინასწარ გილოცავ 1000–იანობას :))

      1. რა დამაპანიკე გოგო?
        მშვენივრად მივედი და ავიღე 1 საათით ადრე ბილეთები.. ადგლებიც იყო.. ცოტა მარა მაინც…
        და 26ში როგორ იყო სეანსი თუ 28-ში იყო/არის პრემიერე? :D
        ამირაზნე მაქვს საუბარი…

      2. რა დამაპანიკე გოგო?
        მშვენივრად მივედი და ავიღე 4 ბილეთი…
        სეანსამდე 2 საათით ადრე…
        და ეგ პოსტი და პასუხი ჩემ კომენტზე 26ში დაწერე და მაშინ როგორ იყო სეანსი, როცა პრეიმერა დღესაა? :D
        ამირანზე მაქვს საუბარი…

        მოკლედ, დღეს მშვენიერი კინოსაღამო მელის რა… (sun)

  3. აუ ბილეთები არ იშოვება მე კიდე წასვლას ვაპირებდი ამ დღეებში იმედია მოვახერხებ რამენაირად :)

  4. ისე დედაჩემს მეც შევპირდი ბეჭედს გაგიკეთებ და გაჩუქებთქო და გადამავიწყდა :( იმედია მასაც :D

  5. :)gamarjoba:) es satvale saidanac gamoiwere iq momewona erti kaba da ver metyvit rogor gamoviwero? an ra ari magistvis sachiro

  6. მინდა აღვნიშნო რომ დიდი განსხვავება არაა მარ შენს მიერ დამუშავებულ იმ კონკრეტულ ფოტოსა და მის საწყის ვარიანტს შორის :))) ტყუილად გაიგიჟე თავი : )))

    1. რა დიდი განსხვავება უნდა იყოს, ულვაშებს ვერ მივახატავდი და რაც არ მომწონდა ის მოვაცილე :)

  7. 2012-ის პონტი იჩითება ავატარზეც? მეოთხე რიგის კუთხის ბილეთები დავითრიეთ პრემიერაზე ძლივს :D მინდა მინდა მინდა :-შ

  8. ვარდისფერ სათვალეში რა ქალი ხააარ..კარგად ვიცინე!:D ავატარი კარგია,მე ვნახე და ღირს წასვლა,მაგრამ უპრო მეტს ლაპარაკობენ ვიდრე არის! ;)

    პ.ს. ძამნაშავედ ნუ გრძნობ თავს,მართლა კარგი ხარ..პროსტა ცოტა ხშირად დაურეკე ხოლმე! :)

  9. პირველი მიკრობლოგი საქართველოს მაშტაბით mycontacts.ge შემოგვიერთდით!
    twitter-ის ქართული ანალოგი

  10. ვაუ. :) ძალიან სახალისო ფოტოებია მაარ :*:*:* ეეჰ ბილეთებს რაც შეეხება მე დღეს ვიყავი მინდოდა ეყიდა ბილეთები და აღარ იყო. :( არადა 5 ბილეთს ვყიდულობდი 2 ს შენთვის და 3 ჩემთვის :D

  11. პ.ს. ჩემი კომენტარი არ გამოჩნდა და ალბათ სპამში გაუშვა ? :ჰუჰ:

Leave a Reply to Dil Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.