Princess Room Project

მე არ ვიცი ეს მაგიდა როგორ უნდა დალაგდეს. :(

პლოსკო რატომ დევს ჩემს მაგიდაზე ბლიაძ?

პლოსკო რატომ დევს ჩემს მაგიდაზე ბლიაძ?

მომბეზრდა მართლა მომბეზრდა მაგრამ არცერთი უჯრა არ მაქვს სადაც ამ ნივთებს გადავაწყობ. ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყუთი რაც შეგვიძენია მე და კოტეს, ამ ოთახში დევს.კიდევ კოტეს ხელსაწყოები, დრელი, მტვერსასრუტი და ეგეთი ბარახლო.

სადმე ხომ უნდა გავანაწილო ეს ყველაფერი?

ყველაფერი თავზე მაწყვია

ყველაფერი თავზე მაწყვია

სასწრაფო ცვლილებები მინდა ამ ოთახში. დიდი კედლის კარადა, პატარა კომფორტული გასაშლელი დივანი და პატარა მაგიდა.

ასე მგონია ”სკლადში” ვზივარ

ასე მგონია ”სკლადში” ვზივარ

მიდი და იბლოგერე ასეთი ოთახიდან :D

ოთახის გეგმაც უკვე მოვიფიქრე:

Princess Room Plan

Princess Room Plan

გადაწყვეტილი მაქვს რომ ეს ოთახი აბსოლუტურად ვარდისფერი და ძალიან Cute იქნება. ყოველთვის მინდოდა ვარდისფერი ოთახი, სადაც ყველა ჩემს ახირებას ავასრულებდი. სანამ მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, იქაც ჩემი ოთახის კედლები ვარდისფერი იყო. ახლა ამ პატარა მოცუცქნულ ოთახშიც ვარდისფერი შპალერია გაკრული. მთავარია ისე მოვაწყო რომ თავი კარგად ვიგრძნო.

ამას წინათ xiaxue-ს ბლოგზე წავაწყდი მის ძველ პოსტს თავისი ოთახის შესახებ რომ წერდა. გამოვშტერდი! ამდენი ტანსაცმელი და აქსესუარები რაში სჭირდება გოგოს? Candy-ს ვანახე და იმასაც თვალები აუჭრელდა.

მართალია მთლად მასეთი არ გამომივა და არც გავაკეთებ, ძალიან ბევრი ნივთია მანდ, მაგრამ ჩემს ნავსაყუდელს მაინც შევიქმნი.

ოთახის გადაკეთების პროექტს Princess Room Project-ს და ვარქმევ და ნელ-ნელა ცვლილებებს დავპოსტავ ხოლმე.

Extra Sweets:

როგორც უკვე გითხარით ჩემმა მეგობარმა Twilight-ის თარგმნა დაიწყო. საბოლოოდ გადაწყდა რომ უფასოდ გაევრცელებინა და აჰა პირველი თავიც.

მეგობრებო!

წარმოგიდგენთ სტეფანი მაიერის ბესტსელერის – “ბინდი”-ს – პირველ ქართულ ვერსიას: Twilight: Chapter 1

12 Comments

  1. პირველ რიგში მგონი ყუთების გადაყრა უნდა დაიწყო ან სარდაფი და ეგეთი არ გაქვს? რამე ყუთს რო დავინახავ სახლში ეგრევე ვყრი, ჩემები კიდე ინახავენ, Oრონდ დანიშნულებას ვერ ვუგებ :D

    როგორ მიყვარს ოთახში ცვლილებები მერე მგონია რომ ახალ სახლში ვცხოვრობ :D

  2. მარტო ოთახის კი არა, ჩემი მომავალი სახლის პროექტს დღითიდღე ვხვეწ. ….და როცა საკმარის ფულს ვიშოვი, ზუსტად მეცოდინება როგორ სახლს გავაკეთებ. ჩემი ოთხი კი, სალათისფერში იქნება :)

  3. აბა, წარმატებებს გისურვებ! :) ეს – http://xiaxue.blogspot.com/2008/03/princess-room.html მართლა მაგარია! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამაზე უკეთესი გამოვა! :D და ეს ბინდის გადმოთარგმნდა უმაგრესი აზრია რა! :D აბა, ორივეს წარმატებებს გისურვებთ არამარტო ამ საქმეებში, არამედ მთეს თქვენს ცხოვრებაში! ;)

  4. ვაი რად გინდა ეგ ყუთები? ეგრევე ნაგავშჳ!

    კიბორგას პლოსკოები და შნურებიც ეგრე ეყარა უაროდ და ავიღე და ერთი კარადა მთლიანად დავუთმე მის სტრაიკის ბარახლოებს და დრელებს და პაიალნიკებს, შევუყარე და არის ახლა ბედნიერი.

    1. შიგ რაღაცეები დევს. ზამთრის ტანსაცმელები და გამათბობლები და ერთში ვაფშე სამზარეულოს გამწოვია სულ ახალთახალი.

  5. მომბაძეთ :D თუკი რამე კარადის მაგვარი გაქვს გამოაღე, და ყველაფერი შიგ შეყარე… ნუ ჩემ ოთახში ასეა, თითქოს დალაგებულია, არაფერი ეტყობა, მაგრამ ვინც რომელიმე კარებს გახსნის ან უჯრაში ჩაიხედავს შარშია :D

  6. მარ, გარდერობის ადგილას TV-ს გირჩევდი, რომ დაჯდები დივანზე გარდერობს ხომ არ უყურებ :D ეს უკანასკნელი დადგი პანჯრის მეორე კუთხეში, კომპის პირდაპირ წიგნების კარადა… :) ეს ჩემი პაწუკა რჩევები… :)

    1. დივნის პირდაპირ გარდერობში ღია თარო უნდა იყოს სადაც TV-ვაპირებ მომავალში…

  7. ისა მანდ ბევრი ისეთი ყუთია რომელიც არ გჭრდება ასე მაგალითად კლავიატურის ყუთს ვხედავ. მგონი გამოუსადეგარი ნივთია ეგ ხოდა დაწვი,გადააგდე :)

  8. მომეწონა შენი მომავალი ოთახი :)
    რაც შეეხება ხიახუე_ს ძალიან გადატვირთული ოთახია, მაგრამ თაროები მომეწონა :) ეგრევე მამიკოს დავიძახე :D :D :D
    მეც ვარდისფერი ოთახი გადავწყვიტე (საძნებელი) :)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.