Pool Day

გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო დღე მქონდა რაც კი დაქალებთან ერთად გამიტარებია.

მე, გვანცა და ლოლა აუზზე წავედით. ეს პირველი შემთხვევა იყო როცა სამივემ ერთად გადავწყვიტეთ მისვლა. დიდი ხანია გვინდოდა ამ აუზის ნახვა, დიპლომატიურ სოფელში და აი, გუშინ როგორღაც მოვაბით თავი.

აუზი დიპლომატიურ სოფელში

ძალიან მომეწონა! ზემოთ მეორე სართულზე ბარიც აქვთ. გვერდით პატარა საჭყუმპალაოცაა ბავშვებისთვის. აუზი ღრმა არ არის, მაგრამ იდეალურია გარუჯვისთვის. გარშემო შეზლონგები ალაგია და შეგიძლია უპრობლემოდ გამოიყენო რომელიმე.

ცოტა ძვირი მომეჩვენა (30 ლარი – შაბათ-კვირას, 20 ლარი – სამუშაო დღეებში) მაგრამ ერთ თვიანი აბონემენტი 200 ლარი ღირს, შეგიძლია კვირის ნებისმიერ დღეს შაბათ-კვირის გარდა მიხვიდე და მთელი დღე იყო.

Anyway, მე ჩვეულებრივ დღეებში მაინც არ მცალია და ალბათ ისევ შაბათ-კვირას მოვახერხებ მისვლას.

როცა სტრესებისგან და გადაღლილობით მობეზრებული საშინელ ხასიათზე იქნებით, დაურეკეთ ორ-სამ დაქალს და რომელიმე აუზზე გაეშურეთ გასარუჯად და საჭორაოდ. იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ხასიათზე მოხვიდე, განსაკუთრებით თუ იქვე ბარიცაა და გამაგრილებელი სასმელების ყიდვაც შესაძლებელია.

აუზიდან პიცის საჭმელად წავედით კაფე “პანარამა”-ში. (პეროვსკაიას ქუჩის ბოლოში)

ვინც Tweet.ge-ს სერვისის მოხმარება დაიწყეთ, ალბათ მოგდით საპასუხო sms-ები და სხვადასხვა შემოთავაზებები. მათ შორის ერთ-ერთი “პანარამა”-ს შემოთავაზებაა, რომლის თანახმადაც პიცის, სენდვიჩის ან/და ტოსტის შეკვეთის შემთხვევაში მეორეს საჩუქრად იღებთ.

და რაც მთავარია უგემრიელესი პიცა აქვთ!!! აუცილებლად მიდით სანამ დამთავრდება აქცია.

სულ უკანა სავარძელზე მიწევს ჯდომა :D

25 Comments

  1. ვაა სვით რა მაგარი დრო გაგიტარებია, ხშირად დაურეკე ხოლმე მეგობრებს და გახალისდი

  2. მართლა კარგი აუზი ჩანს. თავიდან მეგონა კერძო სახლი იყო, პირველად რომ ვნახე სურათი, და იმას ჰქონდა აუზი.
    მაგრამ ჩემთვის აუზსს მნიშვნელობა არ აქვს. Mტავარია გრძელი ღრმა და სუფთა იყოს რადგან აუზი, და ზოგადად წყალი მხოლოდ ცურვასთან ასოცირდება და არა “გარუჯვასთან”

  3. სად არის ეგ “დიპლომატიური სოფელი”?
    პირველად გავიგე, ალბათ ჩამოვრჩი ცხოვრებას :)

  4. რაღაც ვეღარ წერ ამ ბოლო დროს ისეთ შეკვეთილ პოსტებს, რომელსაც ნაკლებად ასდის ფულის სუნი : )
    ადრე, კიდე არაუშავდა, იმდენად არ ეტყობოდა, იმ ფიტნეს კლუბზე და რაღაც…
    მარა ახლა …. ჰმ..

    სად pool day და სად უგემრიელესი პიცა, პანორამაში? : )

    რაღაც უღიმღამოდ და უადგილო ადგილას ჩაკვეხე ეს რეკლამა რა : )

    1. რა რეკლამა კაცო o_O სარეკლამო პოსტებს “სარეკლამო”-კატეგორიაში ვსვამ.

      აქ რაზეც მიწერია, ფული გადავიხადე ყველაფერში :D თან არც ისე ცოტა…

      არ მაქვს უფლება “დავარეკლამო” ის რაც მომწონს? :D

      p.s. ის რომ პოსტი არ ვარგა, ნაძალადევად არის დაწერილი და მხოლოდ იმიტომ რომ inbox-ი გამევსო, “რატომ არ წერ ახალ პოსტსო”, არ ნიშნავს რომ სარეკლამოა. :D

      1. ყოველშემთხვევაში უგემოვნოდ გარეკლამების სუნი ასდის რა : )

        და თან, როგორ არაა რეკლამა, როცა ამბობ, რო თვით.ჯი-ს საპასუხო მესიჯებში მოდის ხოლმე ამის შესახებ ინფორმაცია : ) ?
        რა, თვით.ჯი-საც იმ მესიჯებს აგზავნი, რომელთა მომსახურება უბრალოდ მოგწონთ და მეტი არაფერი ? :D

        კარგი ახლა, სარეკლამოა თუ არა, ეს შენი საქმეა, მარა აშკარად რაღაც უაზროდ იყო ჩაკვეტილი ეგ მომენტი და მეტი არაფერი : )

      2. ხოდა პ.ს. ეგეთ პოსტს სჯობდა არაფერი დაგეწერა : ) ან მარტო აუზის ფოტო დაგედო და ის რომ დაქალებთან ერთად ძლივს მოახერხეთ წასვლა : )

        1. ლანდიშ,
          რაც შენი სარეკლამო პოსტები გავაკრიტიკე, შენც კრიტიკული თვალით დაიწყე ხო სხვისი პოსტების კითხვა ? ;)

          1. არა, უბრალოდ ადრე არ იმჩნეოდა ხოლმე მის ბლოგზე ასეთი რაღაცეები და ეს ეხა ძაან ცუდად მომხვდა და მაგიტო გავამახვილე ყურადღება, თორე : )

            პ.ს. ალბათ ჩემი სულიერი მდგომარეობის ბრალი იყო : ))

  5. უაზროდ იყო თუ აზრიანად, ქრონოლოგიურად ეგრე იყო.
    აუზზე ვიყავით და მერე წავედით პიცის საჭმელად. მარტო აუზის ფოტო რომ დამედო ძალიან მოკლე პოსტი გამოვიდოდა. და ამიტომ დავურთე “სასარგებლო” ინფორმაცია, რომელიც ვიღაცას რაღაცაში მაინც გამოადგებოდა.

    რაც შეეხება tweet.ge-ს იმიტომ ‘ვახსენე’, რომ აუზზე რომ ვიყავი, მომივიდა tweet.ge-ს მესიჯი და მაგაზე გამახსენდა ეგ კაფე საერთოდ.
    მაგ აქციის გამო შევთავაზე დაქალებს მანდ წასვლა და კარგიც ვქენი. პირველად ვიყავი და მართლა კარგი აღმოჩნდა.

    და ეს “უაზროდ იყო ჩაკვეტილი” და “ეგეთ პოსტს სჯობდა არაფერი დაგეწერა” არის შენი ამჟამინდელი სულიერი მდგომარეობის და ნერვული გაუწონასწორებლობის გამოძახილი.

    რა უფლებით გამოთქვამ აზრს იმის შესახებ, თუ რა სახის პოსტის დაწერა ჯობია ჩემს ბლოგზე და როდის? :D
    Get over it!

    1. და ეს “უაზროდ იყო ჩაკვეტილი” და “ეგეთ პოსტს სჯობდა არაფერი დაგეწერა” არის შენი ამჟამინდელი სულიერი მდგომარეობის და ნერვული გაუწონასწორებლობის გამოძახილი.

      best part ბოშყო : ))))
      მარტო ამის გამო ღირდა ამ “დისკუსიაში” ჩაბმა : )))

  6. ასე და ამგვარად
    თავს დიდი ხანი ვიკავებდი ამ ბლოგზე რომ დამეკომენატრებინა
    ხოდა დადგა დრო და ვაკომნტარებ :D
    რმერთო ჩემო რაააა OMG OMG
    ერთის თქმა მინდა რააა
    არავის საქმე არაა sweet_ი როდის და რას დაწერს
    ადრეც იყო ნათქვამი რომ პასიურობსო, ესაო , ისაო ,აღარ არის ის ბლოგი ადრე რომ იყოო და მინდა ვუთხრა ამ ადამინაბეს, რომ სულ უკმაყოფილები მუ არიან დათავიანთ “ბლოგს” მიხედონ და სხვისი გაკრტიკების ნაცვლად საკუტარი ბლოგი გააუმჯობესონ
    წერონ ყველას მოსაწონი პოსტტები
    ეს ბლოგი sweet_ის პირადი ბლოგია და რასაც უნდა იმას დაწერს და ვინც უკმაყოპფილოა რომ SWEET პასიურობს ადგეს და თვითონ გააკეტოს ბლოგი და რაც უნდა ის დაწეროს ყოველ დღე !!!!
    მარიიი :* ყველაფრის მიუხედავად მაინც კველაზე კარგი ბლოგი გაქვს და კველაზე მეტად აქ შემოსვლა მიხარია მე , იმიტომ რომ ძალიან დადებით აურას ვგრძნობ შენგან და შენიპოსტებიდან და ხალხს ყურადგებას ნუ მიაქცევ :* :*
    P.S. არ გიცნობ მაგრამ მაინც მაგარი ადამიანი მგონიხარ :*
    უი ხოო
    ეხლა ზოგს ეგონება ლანდიამ რომ დაწერა იმას გამოეხმაურა ეს ვიღაცაო , მე ლანდიშას კი არა იმათ გამოვეხმაურე ადრე რომ წერდნენ აღარ ვარგა ეს ბლოგიო და ძველებურად კაი პოსტები აღარ იდებაო (ეს, ისე უკეთ გასაგებად) :))))
    ასე რომ მარი შენ მაინც ყველაზე საინტერესოდ წერ :*

  7. გეთანხმები, უგემრიელესი პიცა აქვთ პანარამაში.
    აუზზე გარუჯვა არც მე მაწყენდა ისე, მაგრამ 5 დღეც მოვიცდი და ბარემ ზღვის ნაპირზე გავირუჯები :D

  8. გავიხსენოთ 08 08 08

    გულისცემა შეწყდა…
    ომი სიკვდილით იწყება და სიკვდილით მთავრდება!
    არასოდეს ყოფილა იმაზე მეტი სიბნელე, ვიდრე იმ ღამეს. არასოდეს ყოფილა გზა თბილისისკენ ისეთი ძნელად სავალი, როგორც მაშინ. ცოცხალ–მკვდარი ადამიანი ამ გზას მიუყვებოდა, სხეული დამძიმებოდა და ახლა მხოლოდ ფიქრებიღა ემსუბუქებოდა…

    მაშინ ჯერ კიდევ დატყვევებული იყო და მანქანის უკანა სავარძელზე ბორკილებდადებული იჯდა. ჯარისკაცებმა სახლის კარი შეამტვრიეს, დედ–მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარეთ გამოყარეს. კაცს ესროლეს. როგორც ჩანს ქალი ოსი იყო; უყვიროდნენ, ქართველ კაცთან რა გინდა, აქ რა დაგრჩენიაო. მგლოვიარე დედას კაბა შემოახიეს და მანქანაში შეაგდეს. სუნთქვაშეკრულ და გაფითრებულ ბავშვს კი ცეცხლმოკიდებულ სახლში შეუძახეს. ალი დაუმწიფებელი ყურძნის მტევანს მოედო, მწვანე მარცვლები ცრემლებად იღვრებოდნენ…

    გაგრძელება:http://ipiqre.blogspot.com/2010/08/080808.html

  9. დიდი ხანია მინდა ამ აუზზე წასვლა და ვერ მოვაბი ტავი :(

  10. აუ რაღაც მომეწონა ეს აუზი. რაღაც კარგი სჩანს, თან ხალხი არ არის ბევრი.

    მარ, 2 აგვისტოს რომ იყო ტვიტ.ჯის რაღაც ახალი პროდუქტის პრეზენტაცია, მითხარი რა რა ხდებოდა და რა დაინერგა.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.