No Good Men Exist

პირადი გამოცდილებით დავასკვენი: კარგი კაცები არ არსებობენ.

მითი იდეალური კაცების შესახებ როდის შეიქმნა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ”კაცი” და ”კარგი” შეუთავსებელი ცნებებია და ეს მითიც უკვე საუკუნეებია, მხოლოდ და მხოლოდ ზეპირ-სიტყვიერად გადმოეცემა სუსტი სქესის წარმომადგენლობას.

პირად ისტორიას გადავხედე და 6 ტიპის ტიპის კაცი გამოვყავი:

  1. კაცი რომელსაც შეიყვარებ, მაგრამ არასდროს შეგიყვარებს;
  2. კაცი რომელსაც შეიყვარებ, მაგრამ ვერ დაუმეგობრდები;
  3. კაცი რომელსაც დაუმეგობრდები, მაგრამ ვერ შეიყვარებ;
  4. კაცი რომელსაც შეიყვარებ, მაგრამ გიღალატებს;
  5. კაცი რომელიც გკიდია;
  6. და კაცი რომელიც ლინიჯს თამაშობს.

თითოეულის გარჩევას არ დავიწყებ, ყველას ყველაფერი კარგად მოეხსენება, ასე რომ…

 

 

ვაცხადებ იდეალური ქალის ვაკანსიას!

(ცე-კავშირის შენობა, ოთახი 307, შერჩევა ფოტოსურათებით ან ნატურაში :D )

12 Comments

  1. მასკულინფობი ხარ შენ :P
    რამოდენიმე პირად მაგალითზე დაყრდნობით მთელ ”სახეობაზე” ასეთი დასკვნის გაკეთება, არ შეიძლება! :D

    კაცები ვითხოვთ კიდევ ერთ შანსს!

  2. იმიტო რო მე ავტორი ვარ ამ ბლოგის და მარტო ჩემი გამოჩნდება, რა ფერიც მინდა, ის ფერი :D

    გგგგ

  3. უჰ კაი კაცო შენც შეგიძლია შენს ბლოგზე ეგ დააყენო, სხვათაშორის ;)

    ახალი დომენი არაა საჭირო. :D

    იმ ბლოგზეც მქონდა ერთი-ორი დღე, მერე ის დიზაინი დავკარგე და თავიდან დაყენება დამეზარა :(

  4. ჭირი შენ! ეგეთები ვართ ვითომ კაცები?:D
    და ვაბშე შენი გამოცდილებით კი არა, საერთოდ უნდა დაგეყო კატეგორიებად კაცები (ანუ შენ ვინ გიყვარდა-უყვარდი არა, ზოგადად ქალების გადმოსახედიდან) და უფრო საინტერესო იქნებოდა, აბა აქ რა შეგეკამათო? ჩემი კატეგორია ვერ მოვძებნე, მაქსიმომ N3-ზე გავქაჩო:D

Leave a Reply to Kate Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.