ახალი მედიის ფორუმი – განახლება

დღეს გახდა ცნობილი პრეზენტაციების და სემინარების განრიგი და ასევე წამომსვლელთა ვინაობა.

ჩემი პრეზენტაციები ჩატარდება:

ორშაბათს, ამფითეატრში, 11:30 —12:30

პირადი ბლოგების ძალა ~ გაიგე რით სჯობს პირადი ბლოგები თემატურს, რა ძალას ფლობენ პირადი ბლოგების ავტორები, როგორ შევქმნათ საუკეთესო პირადი ბლოგი. დაესწარი საქართველოში ყველაზე პოპულარული პირადი ბლოგის ავტორის პრეზენტაციას და გაიგე მეტი ე.წ. ”პერსონალკებზე”.

სამშაბათს, ამფითეატრში, 10:00 —11:00

WordPress – საუკეთესო ბლოგპლატფორმა ~ ვორდპრესის ძრავი მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მოწონებადია პროფესიონალ ბლოგერებს შორის. გაიგე ტექნიკური დეტალები და ვორდპრესის შესაძლებლობები.

სამშაბათს, მწვანე პავილიონში, 15:30 —16:30

ის, რაც ყველა ბლოგერმა უნდა იცოდეს ~ გინდა პოპულარული ბლოგი გქონდეს? მკითხველების რიცხვი ერთი ათად გაგეზარდოს? მაშინ დაესწარი ამ პრეზენტაციას და შეიძინე ყველა ის აუცილებელი უნარ-ჩვევა, რაც ყველა ბლოგერს უნდა გააჩნდეს. ყველაზე პრაქტიკული რჩევები და ხერხები დამწყები ბლოგერის წარმატებისთვის!

მოსაწვევები უკვე დაგზავნილია. შეამოწმეთ იმეილები.

მთაწმინდის პარკში შევხვდებით!

11 Comments

  1. მაგრად გამიტყდა რო ყველა პრეზენტაციაზე დასწრება შეუძლებელია.. :user:

  2. მეც მაგრად გამიტყდა, რომ ყველა პრეზენტაციაზე დასწრება აბსოლუტურად შეუძლებელია.

  3. ამიტომ წინასწარ შეარჩიეთ და ისე დაესწარით.

    მე რომ ვატარებ პრეზენტაციებს მაგ დროს აქვთ უცხოელ სპიკერებსაც და მინდოდა დასწრება მაგრამ საკუთარს ხომ არ გავაცდენ? :S

  4. ეგ მეც გამიტყდა მაგრად :(
    და იქ პროგრამას დაარიგებენ თუ ჩემი სიით მოვიდე? :D

  5. ეეე მე საერთოდ არაფერი მომსვლია :(

    არადა საინტერესო ტემატიკაა ძაან მაინტერესებს

  6. “დიდი მადლობა, რომ გამოხატეთ ინტერესი ახალი მედიის ფორუმის მიმართ.
    სამწუხაროდ, თქვენი რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის, მონაწილეთა რიცხვმა გათვალისწინებულ რაოდენობას გადააჭარბა. იმედი გვაქვს, მონაწილეობას მიიღებთ მომავალ ფორუმებსა და შეხვედრებში ახალი მედიის თემაზე.”
    :(

  7. მოსაწვევი მივიღეეეეეეეეე! ჰოდა, ერთი-ორიც შევიკუნტრუშე სიხარულით! :)

Leave a Reply to DAVID Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.