Need people to hire

ყურადღება! ყურადღება!

ვიწყებ ძალიან საინტერესო ბლოგ-პროექტის განხორციელებას და მჭირდება კრეატიული გუნდი, რომლებთანაც გრძელვადიან თანამშრომლობას დავამყარებ და სამომავლოდ გარკვეულ ბენეფიტებსაც შევთავაზებ.

ყველა თქვენს შეუძლია ამ პროექტში დაინახოს საკუთარი თავი. მთავარია დაინტერესდეთ თემატიკით!

პროექტის აღწერილობა:

ეს იქნება ქართული gossip-ბლოგი / ონლაინ-ჟურნალი / community, რომელიც მიეძღვნება ჰოლივუდურ თემებს. თუმცა აქვე განიხილება ქართული შოუ ბიზნესის სიახლეები და ჭორებიც.

ვინაიდან ამ ტიპის საიტი ქართულ ვებ-სივრცეში არ შემხვედრია, ვგონებ საკმაოდ პოპულარული გახდება.

ეს საიტი, ბლოგის გარდა იდეაში შეიცავს ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს და შესაძლოა სკანდალური ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროც გახდეს.

ამ წუთას მესაჭიროება:

  • 3 ბლოგერი
  • Community Manager – რომელიც მოდერაციას გაუწევს კომენტარებს, იმეილებს და მოკლე ხანში ფორუმსაც.
  • Web-Surfer – რომელიც ინტერნეტში მოძებნის დავალებულ მასალას (ფოტოსურათებს, ვიდეოფაილებს, სტატიებს)

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა მალე დამჭირდება WordPress-ის მცოდნე ვებ-დეველოპერი და/ან დიზაინერი, მაგრამ ვინაიდან ჯერ-ჯერობით არ მაქვს იმედი, რომ ამათ ვიპოვი, ან თუ ვიპოვი – საკმარის ბენეფიტებს შევთავაზებ, ამიტომ ორივეს ფუნქციას მე შევითავსებ. :D თუმცა, მსურველებს მაინც შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ საკუთარი თავისუფალი დრო!

მოკლედ:

თუ ხარ კრეატიული, გეხერხება წერა, გიყვარს ხალხთან ურთიერთობა და ეს თემატიკაც გაინტერესებს, შემოგვიერთდი მარტივად!

უპასუხე ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს და გამოაგზავნე მისამართზე:

sweet@[ამ ბლოგის მისამართი]

შენი სახელი

შენი ბლოგის მისამართი (ან ვებგვერდის სადაც შეიძლება გავეცნო შენს ნაწერებს)

Subject-ში მიუთითე: “განმიხილე […]-ის კანდიდატურაზე” წერტილების ნაცვლად ფრჩხილებში ჩაწერე სასურველი პოზიციის დასახელება.

უპასუხე შეკითხვებს:

  • გაინტერესებს თუ არა ჰოლივუდის თემატიკა?
  • რით შეგიძლია დაეხმარო პროექტს?
  • დაახლოებით რამდენი თავისუფალი საათი გაქვს კვირაში, რომელიც შეგიძლია დაუთმო ამ საქმეს?
  • გაქვს თუ არა რაიმე სახის სამუშაო გამოცდილება?

წარმატებებს გისურვებ!

16 Comments

  1. მაგარი იდეაა. ვინაიდან და რადგანაც, უკვე რეალური სამსახურის პერსპექტივა გამოჩნდა(თან ორი ერთად), თავს ვიკავებ დახმარების შემოთავაზებისაგან. ისე, სულიერად(თუ იდეურად) შენს გვერდით ვარ :) .

    დარწმუნებული ვარ, მაგრა გაიქაჩება ეგ პროექტი

  2. tematika ar momwons tore siamovnebit : ) პროსტა არ ჯდება ჩემ შეხედულებებში მე ვფიქრობ ის რასაც შენ ამბობ სიტყვებიდან გამომდინარე არის ჟურნალ სარკის ინტერნეტ ვერსია რომელიც ხადავოი იქნება უდავოდ ამ ქვეყანაში უყვართ ეგეთი რაღაცეები

  3. კრეატიული გუნდი არ სჭირდება ამ საქმეს, ჭორიკანა გუნდი უნდა :)

  4. ქართულ რეალობას უნდა მოარგო და გაქაჩავს (მაგ. ვინ არის საქართველოში პოპულარული, რა საკითხებში არის ხალხი დაინტერესებული და ა.შ. :) ).

    წარმატებები.

  5. ჰოლივუდის თემატიკას არც ვეკარები, ამიტომ სავარაუდოდ არაა ეგ საჩემო საქმე ))

  6. me minda : ) da aramgonia Tavi cudat gavartva : )

    გაინტერესებს თუ არა ჰოლივუდის თემატიკა?
    maitneresebs ratkmaunda tanac dzalian : )

    რით შეგიძლია დაეხმარო პროექტს?
    yvelafrit rac sachiro agxdeba : )

    დაახლოებით რამდენი თავისუფალი საათი გაქვს კვირაში, რომელიც შეგიძლია დაუთმო ამ საქმეს?
    Tu sachiro gaxdeba shemidzlia mteli dge vijde : ) magis shesadzlebloba sheuzgudavi makvs : )

    გაქვს თუ არა რაიმე სახის სამუშაო გამოცდილება?

    inglisuridan vtargmni fashion statiebs ? ) sxva ravici jerjerobita raferi radgan asakit patara var : )

  7. შენი ბლოგის მისამართი (ან ვებგვერდის სადაც შეიძლება გავეცნო შენს ნაწერებს)

    blogi samwuxardo ar makvs : ) forum.angel.ge shegidzlia modzebno administratori – Miss coraline da Temebi mand naxo : )

    1. არადა რამხელა ასოებით უწერია :)
      უპასუხე ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს და გამოაგზავნე მისამართზე:
      sweet@[ამ ბლოგის მისამართი]

  8. dzalian didi xania 4you.ge aris adre ra bazac kondat isini agar uweriat eტყობა დიზაინს ცვლიან

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.