ჩემი ოთახის დრაკონი

ოთახის ყვავილი

მჯერა, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს გარესამყაროს.

ბავშვობაში ალბათ თქვენც დაგინახავთ შპალერის არშიებზე და მოხატულობებზე სხვადასხვა ცხოველები, ჯუჯები, მფრინავი ცხენები.

საერთოდაც, ერთი დიდი ფანტასტიკური საყაროს მცხოვრები ვარ.

საკმარისია ავადმყოფობისას ცოტა მაღალმა სიცხემ ამიწიოს (ან ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზა მივიღო) და მაშინვე ზღაპრული არსებები მეცხადებიან.

ცოტათი მჯერა კიდევაც, რომ არაფერი არ მელანდება და რაღაც ასეთი სამყარო მართლა არსებობს, ელფებით, ტროლებით, ჯუჯებით, მფრინავი და ცალქრიანი ცხენებით, მზეთუნახავებით, კეთილი და ბოროტი დევებით, ნახევარღმერთებით და უფლისწულებით.

გიჟი კი არ ვარ!

უბრალოდ, ოცნება მიყვარს!

და სულ მაინტერესებს, როგორ აღიქვამენ სხვა ადამიანები ზუსტად იმავე სამყაროს, სადაც ერთად გვიწევს ცხოვრება.

სამყარო სტატიკური, ბნელი და ერთფეროვანია.

სამყაროს ფერადოვნება დამოკიდებულია ჩვენზე.

ჩვენი ხედვა დამოკიდებულია ჩვენს რწმენაზე.

მე ვხედავ იმას, რისიც მჯერა!

დრაკონი

ოთახის დრაკონი

9 Comments

  1. მეც დღემდე ვხედავ ეგეთ რამეებს, უსიცხო-უალკოჰოლოდაც :D
    აუ ადრე მახსოვს,სკოლაშიც არ ვიქნებოდი ჯერ შესული, მაღალი სიცხე მქონდა და ერთი ქალის სახე მომელანდა ფარდაზე და აი იმ ქალის სახე მახსოვს დღემდე. არადა მაგ ასაკის არაფერი არ მახსოვს საერთოდ, მარტო მაგ ქალის სახე :D

  2. ნახევარღმერთები რა არის ღონდ ვერ გავიგე

    მე ღრუბლებში ვხედავ ხოლმე გამოსახულებებს

  3. ეჰ მეც მახსოვს მელოტი კაცი გრძელი კბილებით და მეჯღანებოდა :D (ზედმეტად არაფხიზელ მდოგამრეობაში ვიყავი ) და მეორე დღეს აღმოჩნდა , რომ ის მელოი გრძელ კბილებიანი დრაკონი კედლის საათი ყოფილა :) ასე , რომ მაგ რაღაცა სამყაროსი მეც მჯერა ;)

  4. ეჰ მეც მახსოვს მელოტი კაცი გრძელი კბილებით და მეჯღანებოდა :D (ზედმეტად არაფხიზელ მდოგამრეობაში ვიყავი ) და მეორე დღეს აღმოჩნდა , რომ ის მელოტი გრძელ კბილებიანი დრაკონი კედლის საათი ყოფილა :) ასე , რომ მაგ რაღაცა სამყაროსი მეც მჯერა ;)

  5. ეჰ მეც მახსოვს მელოტი კაცი გრძელი კბილებით და მეჯღანებოდა :D (ზედმეტად არაფხიზელ მდოგამრეობაში ვიყავი ) და მეორე დღეს აღმოჩნდა , რომ ის მელოტი გრძელ კბილებიანი კაცი კედლის საათი ყოფილა :) ასე , რომ მაგ რაღაცა სამყაროსი მეც მჯერა ;)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.