მასონი

ერთხელ ინსტიტუტში მასონობა დამწამეს.
ჩემი გამოთქმული იდეა იყო მხოლოდ ის რომ რელიგია და ტრადიციები ხელს უშლის კაცობრიობის განვითარებას მეთქი.
მხარს ვუჭერ საზღვრების წაშლას და დედამიწის ერთ ქვეყანად გარდაქმნას, რათა ყვ ელამ ერთი მიზნისთვის – გადარჩენისთვის და განვითარებისთვის იღვაწოს და არა სულელური ტრადიციების და ადგილობრივი კულტურის შენარჩუნებისთვის და საკუთარ ნაჭუჭში შეკეტვისთვის-მეთქი.

ამაზე დამაყარეს, სატანისტი მიწოდეს და მასონთა ლოჟაში გამისტუმრეს.

თქვენ როგორ ფიქრობთ, განა რელიგია და ტრადიციები არ ამუხრუჭებს ტექნოლოგიურ განვითარებას, მეცნიერების განვითარებას, თუნდაც მარსზე ახალი საცხოვრებელი მიკროსამყაროს შექმნას დედამიწელების მიერ, ანდაც რაღაც ისეთი პროექტის განვითარებას რაც მე არ ვიცი.
განა არ მეთანხმებით რომ საქართველოს ისტორიაშიც მეფენი ჩვენნი მხოლოდ იმიტომ აღიარებდნენ ქრისტიანულ მრწამსს, რომ იგი გლეხს ბატონის მორჩილებისკენ მოუწოდებდა, ხოლო ტრადიციების შენარჩუნება თავისუფალ აზრს კლავდა ერში.

განა ცუდი იქნება რომ ამჟამინდელი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეგეძლოს უვიზოდ და უპასპორტოდ მოგზაურობა, ცხოვრება, მუშაობა და ა.შ.? განა ცუდი იქნება რომ თქვა: ”მე დედამიწის მოქალაქე ვარ” და არა ”მე ზიმბაბვეს მოქალაქე ვარ”…
განა ცუდი იქნება რომ ყველა ადამიანმა იგრძნოს არა ადგილობრივი პასუხისმგებლობა დედამიწის მიმართ არამედ გლობალური.
განა ცუდი იქნება რომ ყველამ ხელი მოჰკიდოს ბუნების დაცვას და მეტი იფიქროს ოზონის ხვრელებზე. და არა ისე, როგორც ახლა ხდება, ყველა ფიქრობს: ”ამას ამერიკელები მოაგვარებენ”.
ამერიკელები არაფერსაც არ მოაგვარებენ!!! სჯობს ყველაფერი ერთად მოვაგვაროთ!

ვიცი, რომ დედამიწა მაინც აქეთკენ მიდის, და ხალხი მხოლოდ ხელს უშლის ამას.
ისიც ვიცი, რომ სანამ ეს მოხდება ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. მაგალითად განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში ცხორების დონის გათანაბრება, რაც ტითქმის შეუძლებელია მაგრამ სანამ არ მოგვარდება საზღვრების გახსნას უამრავი გაუნათლებელი და არაკვალიფიციური სამუშაო ძალის და კრიმინალური ჯგუფების გადადინება მოჰყვება განვითარებულ ქვეყნებში.
გარდა ამისა წარმოიქმნება ენობრივი ბარიერები…
და იმასაც ვეთანხმები, რომ ყველაფერი ეტაპობრივად უნდა განვითარდეს… მაგრამ როგორ მოხდება ეს, როცა ყველა ხელის შეშლისკენაა მომართული და არა დახმარებისკენ…

ერთადერთი გზა იმისკენაა რომ ყველამ ერთი მიზნით იმუშაოს.. სამყარო დაყოფილია 193 განსხვავებულ ნაწილაკად… ხომ შეიძლება ეს გაერთიანდეს და უზარმაზარი ძალა წარმოიქმენა სამყაროში, რომელსაც უკვე ყველაფერი შეეძლება.

ამ ყველაფერთან ერთად, იმასაც ვგრძნობ, რომ მე მეტად პატარა და განუვითარებელი ქვეყნიდან ვარ იმისთვის, რომ ამ საკითხზე რაიმე აზრი მქონდეს საერთოდ…
წუხილი ჩემი ამაოა…

Dream of a Red Baloon by *AdoC

25 Comments

  1. ლოლ ჩვენ აქ ერთმანეთს დავდევთ და ვეომებით რაღაც უაზრობებზე, როდესაც შეგვიძლია იმდენი რამე ვაკეთოთ გაერთიანებით : ) ბოლოს დ აბოლოს, კოსმოსი შევისწავლოთ და მსოფლიოს უდიდესი ტვინები იარაღის გამოგონებაზე კი არა, სფეის შიფების გამოგონებაზე მუშაობდნენ ერთობლივად.

    მოკლედ, მე მსოფლიო მოქალაქე ვარ რაც ჭკუა მომეკითხება მას შემდეგ, ზოგადად ქართველად თავს არ აღვიქვამ. ანუ დოკუმენტაციაში კი ვწერ ქართველს, მაგრამ რავიცი, ძალიან შემთხვევითობაა რა ეს მონაცემი ჩემთვის, დაახლოებით იმავე ემოციური დატვირთვის მქონე, რაც ზიპ/პოსტალ კოდი

    : )

  2. შენ როგორ წარმოგიდგენია მარსზე ადამიანის ცხორება ატმოსფეროს გარეშე? :)
    არანაირად არ გეთანხმები, არც ერთ პუნქტში შენი ნაწერის.
    ქართველებს ყოველთვის გვაბრალებენ, რომ წარსულით ვცხოვრობთ და ეს ასეცაა და ცუდია, თუმცა არ მინდა მომავალი, სადაც არ მეცოდინება ვინ ვარ და საიდან მოვდივარ, ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ ასეა … რელიგიისადმი ჩემი დამოკიდებულება არ არის ერთგვაროვანი,თუმცა ვაღიარებ მის უდიდეს როლს ერის ცხპვრებაში … გლობალური აზროვნება ზოგადად კარგია, მაგრამ ჩემი აზრით მხოლოდ მაშინ, როდესქაც გლობალური ჭრილიდან განიხილავ საკუთარი ქვეყნის საკითხებს …
    ლოკალური აზროვნება ღუპავს ადამიანსაც და ახელმწიფოსაც …
    არ მინდა მე და ზიმბაბვე ერთ ქვაბში ვიხარშებოდეთ …
    თქვენ შეიძლებ აგეცინებათ, მაგრამ ია დარაჟუ სვაიეი კულტურაი , მე მიხარია, რომ პირველი ევრაზიელი საქართველოშია აღმოჩენილი, მიხარია რომ ქართული ჩაკრულო კოსმოსშია გაგზავნილი სხვა ცივილიზაციებთამ ( თუ რა თქმა უნდა ასეთი არსებობს).
    სარწმუნოება კი მეფეებს მხოლოდ გლეხთა მორჩილებისთვის არ სჭირდებოდათ … ძალიან ხშირად ის ერთადერთი საშუალება იყო ერის კონსოლიდაციისთვის , რაც შეეხდება ტრადიციებს, არ ფიქრობ, რომ ისინი თანდათანობით ყალიბდება, ანუ ერთი ბრძენი ან ნაკლებად ბრძენი კაცი არ დამჯდარა და დავთრად არ ჩამოუწერია, რომ აი ეს იქნება ჩემი შთამომავლობისთვის ტრადიცია და აადათი, მას ხომ ხალხი ქმნის, აი ადექი შენ და რამე დღე ან წესი, რომლიც მიგაჩნია, რომ ღირებულია შეასრულე ერთ დღეს ყოველი წლისას, მერე მეგობრები შემოიკრიბე, მეობრები ვიღაცას შემოიკრებენ და დროთა განმავლობაში , თუ იდეა ღირებული იქნება, გახდება ტრადიცია და ვინ იცის საერთო სახელმწიფოებრივი მასშტაბისაც კი ,,,
    და ის, რომ ადამიანმა დედამიწის მიმართ გლობალური პასუხისმგებლობა იგრძნოს დამიჯერე ინდივიდუალურად ადამიანის შეგნებაზეა დამოკიდებული, ანუ რომც გახდეს ერთი სახელმწიფო დედამიწა არც არაფერი არ შეიცვლება, ან შენ როგორ წარმოგიდგენია ვინ უნდა იყოს ამ ე.წ. ” სახელმწიფოს” სათავეში, უბრალოდ წარმოიდგინე რა ამბები იქნება, როგორ ფიქრობ ირანი და ამერიკა ერთ სახელმწიფოში რა ტიპის თანაცხოვრებას გააგრძელებენ, ან რუსეთს რას ვუშვრებით …
    მსოფლიოში აბსოლიტურად ყველა ქვეყანას აქვს იმპერიალისტური ზრახვები, საქართველოსაც კი

    კატას და თაგვს ერთად მშვიდობაშ ვერ ვაცხოვრებთ და სიმართლე თუ გინდა არც მინდა …

  3. ჰმ… გეთანხმები
    ანუ ვფიქრობ ხოლმე რომ ეგ კარგი იდეაა, მაგრამ მერე იმაზე ვიწყებ ფიქრს რა პრობლემები შეიძლება შექმნას
    მარტო კარგი და ვარდისფერი არაფერი არ არის
    მარა მაგ შემთხვევაში მაინც იქნება რაღაც პრობლემა
    და ეს ადამიანებთან იქნება დაკავშირებული
    ადამიანები ხომ ძალიან ბოროტები არიან
    ერთობლივად უბრალოდ მეტს გააფუჭებენ, გაკეთებულის რაოდენობა კიდევ იგივე დარჩება :(
    ხო, იდეაში კარგი არის მთელი მსოფლიო, მეგობრულად, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს და ერთად მუშაობს რომ დედამიწისთვის კარგი რაღაცეები გააკეთოს
    მაგრამ თუნდაც გამოვიდეს ეს ყველაფერი (ადამიანების წინააღმდეგობის და სხვა სირთულეების გამო) ჩვენ არ ვიცით რამდენად წარმატებული იქნება ეს იდეა პრაქტიკაში :)
    ადამიანები იდეინები და ბოროტები არიან, ყოველთვის ყოფნით ძალა რომ ყველაფერი გააფუჭონ
    პირველობისთვის ბრძოლა ხომ მაინც დარჩება, ამისთვის ბრძოლაც იქნება (აკრძალული საშუალებებითაც), ერთმანეთის შუღლი და მტრობა
    და საბოლოოდ იდეა, რომელიც შეიძლება თეორიულად ძალიან ლამაზი და მომგებიანია, შეიძლება უარესი პრობლემების შემქმნელი გახდეს…

  4. ”მასონ” პირადად შენ მოგმართავ იცი რას გეტყვი ჩემო კარგო? ხო რაო მსოფლიოს გაერთიანება გინდა და სათავეში ანტიქრისე უნდა იუოს? ა!! რა სისულეებს წერ თუ უფიქრდები საერთოდ…..

  5. რაც შეეხება მსოფლიო მმართველობას და დედამიწაზე ერთიანი მმართველობის ჩამოყალიბებას ილუზიას უფრო გავს ვიდრე რეალობას ,ყოველ შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდება მანამ სანამ არსებობენ ძლიერი სახელმწიფოები და რაც მთავარია წმინდა ეროვნული თვითშეგნებით ,რათქმაუნდა არსებობენ მსოფლიოში ძალები რომელნიც ამ იდეას ემხრობიან და იღწვიან კიდევაც მსოფლიოს ერთ მმართველობის ქვეშ მოსაქცევად ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ნატო ,ევროკავშირი ,გაერო, მსოფლიო ბანკი , და ა,შ ამ ყველაფერს კი თავისებურად გლობალიზაციაც უწყობს ხელს .
    თეორიულად თუ დავუშვებთ მსოფლიო მმართველობის შესაძლებლობას მაშინ უნდა მოხდეს ყველა ქვეყანაში ტრადიციების და სარწმუნოების ჩამოშლა და გაუფასურება ქვეყნებს შორის სასაძღვრო კონტროლის გამარტივება შემდგომში კი საერთოდ გაუქმება , ვინაიდან ადამიანები ძალიან გამრავლდნენ დედამიწაძე და ქმნიან ბუნებასთან დისბალანსს ცოტა ხანში ვერც საკვები რესურსები ეყოფა ადამიანთა უზომოდ გაზრდილ მოდგმას . ისმის კითხვა მაშ როგორ უნდა მოხდეს სამოთხისებური ქვეყნის შექმნა სადაც ყველა ბედნიერია და უპრობლემო ცხოვრებაა? მაშინ უნდა მოხდეს ადამიანების 80% მოცილება გაქრობა ,რაც გინდა ის დავარქვათ რომ აღდგეს ბალანსი გადარჩენილი ადამიანების უმეტესობა ასევე უნდა დაზომბირდეს რათა მსოფლიო მმართველობა რეალური გახდეს…
    ადამიანების ზომმბირება დაწყებულია . მოდი დავფიქრდეთ ადამიანის ინდივიდუალიზმი და დემოკრატია არ არის უდიდესი ილუზია რომელსაც თავს გვახვევენ? თავისუფალი ხარ რაც გინდა ის აკეთე მაგრამ ამავდროულად არაფერი შეგიძლია …

  6. რაც შეეხება მსოფლიო მმართველობას და დედამიწაზე ერთიანი მმართველობის ჩამოყალიბებას ილუზიას უფრო გავს ვიდრე რეალობას ,ყოველ შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდება მანამ სანამ არსებობენ ძლიერი სახელმწიფოები და რაც მთავარია წმინდა ეროვნული თვითშეგნებით ,რათქმაუნდა არსებობენ მსოფლიოში ძალები რომელნიც ამ იდეას ემხრობიან და იღწვიან კიდევაც მსოფლიოს ერთ მმართველობის ქვეშ მოსაქცევად ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ნატო ,ევროკავშირი ,გაერო, მსოფლიო ბანკი , და ა,შ ამ ყველაფერს კი თავისებურად გლობალიზაციაც უწყობს ხელს .
    თეორიულად თუ დავუშვებთ მსოფლიო მმართველობის შესაძლებლობას მაშინ უნდა მოხდეს ყველა ქვეყანაში ტრადიციების და სარწმუნოების ჩამოშლა და გაუფასურება ქვეყნებს შორის სასაძღვრო კონტროლის გამარტივება შემდგომში კი საერთოდ გაუქმება , ვინაიდან ადამიანები ძალიან გამრავლდნენ დედამიწაძე და ქმნიან ბუნებასთან დისბალანსს ცოტა ხანში ვერც საკვები რესურსები ეყოფა ადამიანთა უზომოდ გაზრდილ მოდგმას . ისმის კითხვა მაშ როგორ უნდა მოხდეს სამოთხისებური ქვეყნის შექმნა სადაც ყველა ბედნიერია და უპრობლემო ცხოვრებაა? მაშინ უნდა მოხდეს ადამიანების 80% მოცილება გაქრობა ,რაც გინდა ის დავარქვათ რომ აღდგეს ბალანსი გადარჩენილი ადამიანების უმეტესობა ასევე უნდა დაზომბირდეს რათა მსოფლიო მმართველობა რეალური გახდეს…
    ადამიანების ზომმბირება დაწყებულია . მოდი დავფიქრდეთ ადამიანის ინდივიდუალიზმი და დემოკრატია არ არის უდიდესი ილუზია რომელსაც თავს გვახვევენ? თავისუფალი ხარ რაც გინდა ის აკეთე მაგრამ ამავდროულად არაფერი შეგიძლია…

  7. მერე რა გინდა ტო? სწორი უთქვიათ მასონობა ზუსტად ისაა შენ რაც ზემოთ დაწერე

  8. ამ ყველაფერს აქვს მიზანი, მიზანია გართობა. კიდევ ადამიანებს სჭირდებათ რომ თავი რაიმე ჯგუფს მიაკუთვნონ რომ თვითიდენტიფიკაცია მოახდინონ.

  9. მერე რელიგია იმიტომ ბოჭავს(და) ამ ყველაფერს რომ ადამიანობამ უზნეო სახე არ მიიღოს.. ზუსტად ისეთი როგორც ნოეს დროს იყო, მაგრამ უკვე აზრი აღარ აქვს.. ცუდად არ გამიგო, მაგრამ იმდენია შენნაირი და ასე თავისუფლად მოაზროვნე, რომ უკვე ყველა საზღვარი გადალახულია და რაც არაა, ისიც მალე გაქრება და ასე გაგრძელდება მეორედ მოსვლამდე(ამისი ალბათ გჯერა)!..
    კი მართალი ხარ რელიგია ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა და გამოიყენება კიდევაც ‘გლეხის’ თუ ადამიანის დასამორჩილებლად, მაგრამ რელიაგია მხოლოდ ამისთვის არაა და ამით არ შემოიფარგლება.. რელიგიის სახელით მიმდინარეობს ე.წ. ‘ჯიჰადი’- საღვთო ომი, მაგრამ ეს ხომ დამახინჯებული გაგებაა რელიგიის?? ქართველი მეფეების დროსაც და ახლაც, როგორც ვხედავთ, ხშირად რელიგია არაადმიანური მიზნების მისაღწევად გამოიყენება და ამის მაგალითად მოყვანა არაა, ჩემი აზრით, მართებული.. დასახლებები მარსზე?! მაგრამ განა შენ არ ამბობ რომ ბევრი ცხოვრებისეული პრობლემაა მოსაგვარებელი?! მართალია ყველა ქვეყანაში ერთი დონე ვერ იქნება, მაგრამ არ ჯობს მარსზე გაწეული უნაყოფო შრომა და დანახარჯი გაჭირვებული ქვეყნებისთვის დაიხარჯოს?
    შენც და მეც პატარა და არცთუ ისე ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მარსზე და ტექნოლოგიებზე მეტად ის უნდა გვაღელვებდეს, რომ დღევანდელი ქართველობა არაფრით ჩამოუვარდება აფრიკის განუვითარებელ ხალხებს, რომლებიც ერთმანეთს პურისთვის ებრძვიან, თუ უფრო მეტად დაკნინებული არაა… ქართველს ადამიანობა აღარ აქვს და ამ დროს მარსზე ფიქრი ცოტა არ იყოს ძნელია..

  10. აი იმის ავტორს მინდა ვუთხრა მასონი მიწოდესო რომ ლაპარაკობს მართლაც რომ მასონი ხარ,როგორ კადრულობ და რელიგიაზე ეგეთებს ლაპარაკობ შენ საერთოდ ქრისტიანულ სამყაროში გასაჩერებელიც არ ხარ რა გინდა საქართველოში წადი სადმე სადაც გაიცნობ მასონებს,მუსლიმებს.ისე შეიძლება მასონს იცნობ ვინმეს გვითხარი არ დაგვიმალო ჩვენც გაგვაცანი და მერე ერთად მოვხსნათ საზღვრები

    1. მასონები ცდილობენ თავაანთი აზრები და იდეები მოგვახვიონ ტავზე დაგვაკარგინონ ჩვენი ტრადიციები შეგვიცვალონ წეს-ჩვეულებები და საერთოდ მოსპონ ყველაპერი ქართული რასაც აკეთებენ კიდეც…

  11. საერთოდ მასონების პირველი მტერი მართმადიდებლობაა და ცდილობენ მოსპონ საერთოდ მთელი მართმადიდებლობა…

  12. ნეტა მასონი ვიყო და ამ სულელებს ვინ კტხავს.. შენი აზრი მომეწონა, მართალი ხარ..

  13. არ მოგბეზრდათ საცოდავ ქვეყანაში ცხოვრება?! ხელი უნდა გავანძრიოთ და აზრზე მოვიყვანოთ ხალხი.. ეს დიდი თემა, თუ ვინმეს აინტერესებს მომწეროს..

  14. ხო გავანადგუროთ ტრადიციები,რელიგია ქვეყანა და ვიქცეთ ერთ რიგით ცხოველად :D

    კაი აზრია, ნაკლები წინააღმდეგობა, სულიერი განვითარება

    სამაგიეროდ ბევრი ჭამა და ღორობა კარგია მეგობრებო კარგი

  15. რა გითხრა, საუბარი იმაზე, რომ თითქოს რელიგია აფერხებს კაცობრიობის პროგრესს აფსურდად მიმაჩნია. ავიღოთ თუნდაც ბიოლოგია, ლუი პასტერმა მხოლოდ მე-19 საუკუნეში “აღმოაჩინა” რომ სიცოცხლე გაჩნდა წყალში, რაც იმავე “ბიბლიაში”, კერძოდ “დაბადებაში” 26 საუკუნით ადრე იყო ახსნილი და აღმოჩენილი. იგივე შეიძლება ითქვას გეოლოგიაზეც, რომლებიც დედამიწის ფორმირების 6 პერიოდს გამოყოფენ, მაშინ როცა ბიბლია სამყაროს შექმნის 6 დღეზე საუბრობს. ამდენად თავის დროზე ეს ჭეშმარიტება რომ ერწმუნათ რიგ მეცნიერებს, გაცილებით დიდი დრო დარჩებოდათ სხვა უფრო მნიშვნელოვანის აღმოსაჩენად და აღარ აღმოაჩენდნენ იმას, რაც ისედაც ცხადი იყო კაცობრიობის რელიგიური ნაწილისთვის. თავი, რომ დავანებოთ ბიბლიას, იუდაიზმსა და ქრისტიანობას, ავიღოთ ისლამი. ყურანში წავაწყდებით ასეთ ფრაზას: “მეცნიერის მელანი, შაჰიდის (მეომრის) სისხლზე ძვირფასია”. ამ შემთხვევაში რელიგია არათუ აფერხებს პროგრესს, არამედ პირდაპირ მოუწოდებს მეცნიერების განვითარებისკენ. შესაბამისად მტკიცება იმისა, რომ რელიგია აფერხებს კაცობრიობის განვითარებას, უფრო უმეცრების შედეგია, ვიდრე აზროვნების, რადგან არ არსებობს რელიგია, რომელიც მოუწოდებს ომების, მკვლელობის, ძალადობისკენ, სამაგიეროდ ყველა აღმსარებლობა მიმართულია უზენაესი გონების, ღმერთის ძიებისკენ და სწორედ ეს ძიების პროცესი წარმოადგენს კაცობრიობის განვითარების ქვაკუთხედს, იმას, რამაც გამოქვაბულიდან გამოიყვანა ადამიანი და მოიყვანა დღემდე, რასაც ბევრი თუნდაც ევოლუციას უწოდებს.

  16. ვაი შე უბედუროოო შენ მასონებში ვერასოდეს ვერ მოხვდები ვაბშე არაპრის აზრზე არ ხარ….. ერთი ის იცი რო ერთიანი უნდა იყოს ყველაფერიიი…. ვაი ვაიიიი .. მეცოდებიან შენნაირებიიიი თან ძაააან… ის კი არ იცი 500000 ადამიანის მოკვლას რო აპირებენ რომ დანარჩენები კარგად იყვნენ… და შენი აზრით შენნაირ ადამიან დაიტოვებენნნ…. თავი მასონი გგონია შე საწყალოო…. შენნაირი ადამიანები არ ფიქრობენ შედეგებზეე.. მთელი ცხოვრება გაჭირვებული იქნები რადგან ფიქრის და შეგნების უნდარი არ გაქვს… აზრზე არ ხარ ვინ არიან მასონები მთლიანობაში რა უნდათ… :D და შენ თავს მასონს ეძახიიი… მასონი ის არის რომელიც ოკულტურ რიტუალს ჩაატარებს რომელშიც ძალიან დიდი ფილოსოფია დევს…. POსტის დადება დამაგვიანდა მაგრამ იმედია ვინმე წაიკიტხავს……..

  17. ცოტა კი არა მგონი ძაან გვიან ვდებ პოსტს მაგრამ იმ ვითომ მასონელს მინდა რო ვურჩიო რაც არ იცის იმის ჯლუყუნს შეეშვას. მსოფლიო გაერთიანება იცი რას ნიშნავს? და ქვისმთლელი თუ გაგიგია? და მასონი რომ ტრადიციის მიმდევარი გაერთიანებაა ეგ თუ იცი? და შენთვის ვინმეს არ აუხსნია რომ ტრადიციით ვცოცხლობთ და ვსულდგმულობთ? წარსული და ტრადიცია იცი რა არის __ესაა ის საძირკველი რაზეც ჩვენ ვდგავართ, რა ცოდნასაც ცოდნას ვამატებთ რათა შენი სანაყვანებელი ტექნოლოგიები შეიქმნას. შენ რომ გგონია ყველაფერი ისე ხდება როგორც ჩანს ძაან ცდები, თან სტუდენტიც ყოფილხარ, თან რა მაგარი განათლებული კურსელები გყოლია. ერთიანი დედამიწის შემთხვევაში შენ შეგიძლია მითხრა რა დონეზე დავარდება კონკურენციის კოეფიციენტი თუ ეგეც არ გაგიგია, კაროჩე რა კიდევ კარგი შენნაირები ბევრი არ არიან დედამიწაზე. და მეორე სტატიის ავტორი მისტიკაში გადავიდა ჩემი აზრით.

    1. აღარ ვარ სტუდენტი კაი ხანია :)) რაც შეეხება მსოფლიოს გაერთიანებას, ისევ მინდა და დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს ოდესმე ეგ მოხდება.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.