ლოჯიქსი მეკაიფება :|

Email Conversation

Sweet → Logix

63 ლარი გადავიხადე ტრანსპორტირების. 2 ცალ ფეხსაცმელში.
და რა მაინტერესებს, რომ მოვიწერე, ქაღალდების ამოღებაზე, ამოიღეთ? :)

Logix → Sweet

Hello Sweet,

დიდი მადლობა.

ქაღალდები კი ამოვიღეთ, მაგრამ მათ მაგივრად ორი აგური ჩავდეთ.  :)

Sweet → Logix

ხო, დაეტყო საფასურს. მადლობა, რომ გაისარჯეთ.

* * *

რა ენაღვლებათ რა, ეგენი კი არ იხდიან 63 ლარს 2 ფეხსაცმელში. :D

ერთი არ მოუტანიათ ორი აგური… :braz:

20 Comments

  1. აუ, სახეს ავაძრობდი, ეგეთი მაილი რომ მოეწერა რომელიმე სერიოზულ ფირმას.

    დაქალს კი არ ეჭორავება, მლიაჰ. რა პასუხია ესა

    :mad:

  2. ლოოოოოოლ გენიალურიააა, რა კითხვაც იყო ის იყო პასუხიიც!!!
    : ))))))))))))) საღოლ დამევასნენ :)))) ნუ აი რას შეცვლიდა 10 დაკუჭული ქაღალდი? :D ვერაფრით ვერ იქნებოდა 2 კილოგრამი :D დაჟე ჩვენი მარკეტინგის ციგნი არაა მაგდენი და დაფიქრდი რა : ))

    1. არა ფეხსაცმელი იყო 2 კილო აბა რა.

      რა ატარებს მაგ სიმძიმე ფეხსაცმელებს :(

  3. შენ ადგილას მაგ წერილს მაგათ მენეჯერს ვაჩვენებდი.
    უბრალოდ ძალიან დიდი უპატივისმცემლობაა კლიენტის მიმართ. Fულს იხდი,დ ა ასეთ პასუხებს გწერენ? სრულიად წარმოუდგენელი რამაა ჩემთვის.

    1. დავაკვირდი, რომ მარტო მე და შენ გავაპროტესტეთ ასე.

      :D

      გადავჯიშდით მოკლედ რა :D

    1. ახლა მაქვს მაგათი საშუალებითაც გამოწერილი და ვნახოთ როგორ ივარგებენ…

      1. მოცულობითი წონა დაგითვალეს და მაგიტომ გამოვიდა 4 კგ არიან ფირმები რომლებსას რეალური წონით ჩამოაქვს და არა მოცულობითი.

  4. ერთის მხრივ, რა პონტია ეგეთი წერილი ოფიციალური წარმომადგენლობისაგან. მეორეს მხრივ, ვიხალისე :D მესამეს მხირვ, აუცილებლად დაწერე რას იზამენ :)

  5. მოკლედ :) მე ვარ ის სახეასაძრობი ვინც მარის ასეთი წერილი მიწერა. ვინაიდან ჩვენი დიდი ხნის კლიენტია და კარგი ურთიერთობა გვაქვს (მეგობრებიც ვართ ფეისბუკში:)) თავს მივეცი იმის უფლება რომ ასეთი სახით მეპასუხა. რათქმაუნდა ხუმრობით.

    არც ვიფიქრებდი რომ ასე ეწყინებოდა ;)

    ისე კი რაც შეეხება ამანათს. ეს აქ გასარჩევნი ალბათ არ არის მაგრამ ზედმეტი იქ არაფერი არ ყოფილა :) ზომა ქონდა ასეთი.

Leave a Reply to clockwork Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.