Life, Oh Life © Des’ree

3 დღეა გავრბი-გამოვრბივარ :D

ხან გასაუბრებებზე, ხან ბანკში, ხან მეგობრებთან, ხან გადასახადებს ვიხდი, ხან ბიზნეს გეგმას ვწერ, ხან პროექტს… მოკლედ… დაკავებული ვიყავი ძაან, მაგრამ 3 საათის წინ მოვრჩი ყველა საქმეს და დავჯექი კომპთან არაფრის საკეთებლად. საჩეტაოდ – რასაც ქვია. თათუკა მელაპარაკება ემესენში… ( :Love: ) და გამართო მთელი საღამო. არაფრის კეთება არ მინდა… კოტეს სძინავს ტკბილად…

მაღაზიის დიზაინიც გასაკეთებელი მაქვს მარა მეზარება დღეს! უნდა დავისვენო…

 

ფორუმზე რაღაც ექსპრეს-დიეტები ვნახე. მეორე დღეა დიეტაზე ვარ. შემდეგნაირი განრიგით:

9:00 1ც ვაშლი

11:00 უშაქრო ყავა

13:00 1ც მოხარშული კვერცხი

15:00 2ც მოხარშული სოსისი

17:00 25გ შავი შოკოლადი

19:00 ნახევარი ჭიქა მაწონი + ნახევარი ჭიქა წყალი

 

პახოდუ შემიძლია ჩაი, ყავა(უშაქროდ) და წყალი რამდენიც მინდა მივიღო.

კვირაში 6-7 კილოს იკლებო ამ დიეტით. მშიაა!

ვნახოთ კვირამდე თუ დავიკლებ რამეს. კვირას Graduation-ის საღამო გვაქვს! :))

უი კიდე თმა შევიღებე :bis: კაი ფერია…

 

 

80 ლარი მჭირდება ხვალ საღამოს 7 საათამდე…

ღმერთო, ჩამომიგდე რა ციდან :)

ან ვინმემ მასესხეთ :D

15 Comments

  1. ისა… ბოდიში რო ვეჩრები მაგრამ ეგრე უცებ დაკლება არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი :user: თან ცელულიტს უწევს პროვოცირებას :user:

  2. ხოო, მაგრამ Graduation-ზე მსუქანი ძროხასავით ხომ არ გამოვეკვეტები კაბაში :(

    :(

    ცელულიტს კიდევ მოვიშორებ მასაჟით მალე… :user:

    ობამა იყოს ჩემი მფარველი!

  3. უი ის თავზე მოსამართლის ქუდები რო ახურავთ და ზედ ჩოთქი რო უკიდიათ? :jump:

  4. აუ.. ახლა გახდა უცებ მსუქანი ძროხა :drug:

    და ცელულიტს ნუ ეხუმრები :sa:

  5. @Secrets, :yes: :jump:

    @iverson, ხოო… №სუქანი ძროხა ვარ :( როდის მნახე ბოლოს? :( შავი კაბა მაქვს და ფორმები კიდევ – ძალიან გამოკვეთილი :(
    რაც შეეხება ცელულიტს, ჩემ ქმარს უყვარს ჩემი ცელულიტი და სხვა მაინც ვერ ხედავს :D gggg

    @ჩორვენი, შიმშილი მართლა ძნელია გოგო :( დიეტა გექნა :(

  6. აი სულ სულ ყველას ვისაც შეუძლია დიეტაზე დაჯდომა მართლა ქედს ვუხრი რააა, წარმომიდგენია რა ნერვები უნდა, მე ალბათ ვერ შევძლებდი :მო:

  7. რავი მესამე დღე სრულდება დღეს და თავს კარგად ვგრძნობ გარდა იმისა რომ მშია :D

    ხოდა ისედაც სულ მშიოდა ხოლმე, საჭმლის გაკეთება მეზარებოდა :D

    და არ ჯობია მიზანმიმართულად მშიოდეს? :D

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.