უბრალოდ, Sex and the City

მოგესალმებით ყველას, მე zurriuss ვარ და ვინც არ მიცნობთ, ეგებ ახლა მაინც გეშველოთ :) ხუმრობა იქით იყოს და ძალიან მიხარია, რომ ამ ბლოგზე მოწვეული ბლოგერის სტატუსით ვსარგებლობ. ვნერვიულობ და თუ რაიმე ისე არ გამოვა, მომიტევეთ ;)

kinopoisk_ru-Sex-the-City-21851

მოკლედ, იყო და არა იყო რა. იყო მანჰეტენი, იყო პროგრამა СТС და მასზე გადიოდა სერიალი ზემოაღნიშნული სახელწოდებით. რა დროს სექსია–მეთქი, ვფიქრობდი :) ისე, ქართველების გადმოსახედიდან, ამ სერიალს კიდევ კარგა ხანს ეროტიკულად აღქმა უწერია. ასე იყო ჩემ გარშემოც, როცა აბიტურიენტობის პერიოდში ღამის 1 საათამდე ვიცდიდი, რომ “სექსი დიდ ქალაქში” მენახა.

მაშინ ახალი გადაწყვეტილი მქონდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება (იმ დროს ჯერ კიდევ ფაკულტეტი ერქვა) და აზრზე არ ვიყავი, რა უნდა მექნა, როგორ უნდა მეაზროვნა. ჰოდა ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად, საკუთარ თავში  სტერეოტიპებს გადავაბიჯე და პულტის #14–ს დავაჭირე.

  • პირველი შთაბეჭდილება: აუჰ, რამდენს ლაპარაკობს ეს ვიღაც (ვგულისხმობ კერი ბრედშოუს თხრობას)!..
  • მეორე შთაბეჭდილება: სად არის სექსი?
  • მესამე შთაბეჭდილება, უკვე სერიის ბოლოს: ისე, სწორს კი ამბობს, რას ვერჩი… :)

ასე და ამგვარად გავხდი ამ სამყაროს წევრი. სამყაროსა, რომელიც ნელ–ნელა იხვეწებოდა. სულ პირველი სერია რომ მახსენდება, კერის თმის ვარცხნილობა და, მაკინტოშის ლეპ–ტოპის ნაცვლად, დიდი “ბრახვი” კომპიუტერი, მეცინება. ყველაფერი ლაგდება და იწმინდება მესამე სეზონიდან. ზედმეტი ადამიანები ქრება, ტიპაჟებიცა და ვიზუალური სტანდარტებიც ჩამოყალიბებულია და უკვე მანამ ხვდები, რომელი გმირი მოსეირნობს ბროდვეიზე, სანამ კადრში ჯერ კიდევ მისი კაბა ან ფეხსაცმელები ჩანს.  ჰეჰ… Manolo Blahnik :)

დრამა და რომანტიკა. თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ ზოგ მომენტში მაინც მძიმე საკითხები და თემები ამოტივტივდება. ადამიანი, რომელიც გიყვარს, უყვარხარ და თქვენს ურთიერთობას იდეალურს უწოდებ, მორიგი სერიოზული ჩხუბის შემდეგ, მოდის შენთან. მის მკლავებში თავს ისევ ისე დაცულად და ბედნიერად გრძნობ, როგორც ეს თავიდან, სიყვარულის ვარდისფერ პერიოდში იყო. თითქოს, ახლაც ყველაფერი ვარდისფერია: ვარდისფერი ტონალობა, ვარდისფერი მიხაკები, ვარდისფერი ზეწრები, ვარდისფერი იმედები. აი, ასეთ ვარდისფერ დილას იღვიძებ. უფრო სწორედ, იღვიძებს შენი ერთ-ერთი ხელი, რომელიც ლოგინის ცარიელ მხარეს ხელს აფათურებს. გაკვირვებული წამოდგები. ჯერ ხომ ასე ადრეა… ან, რა მოხდა საერთოდ?… ლეპ-ტოპის ეკრანზე კი ყვითელი სტიკერი. სტიკერზე შავი მარკერით ნაჩქარევად მოხაზული ასოები:  I’m sorry I cant. Don’t hate me…  ყველაფერი წამის მეასედებში იმსხვრევა, ქრება ისე, როგორც მაგიდაზე ვარდისფერი მიხაკებით სავსე ლარნაკის გამოსახულება – ერთი ხელის მოქნევით. ყველაფერი ახლა გადამხმარი ვარდისფერია…

კიდევ ერთი, უფრო სწორედ ბევრი, რითაც სერიალი უცხო და მიმზიდველია ქართული აზროვნებისათვის, არის ცხოვრება სამუშაოსა და პირადი ცხოვრების შეთავსებით. ოთხი ქალი, რომელსაც ტიპური ქართველი ოთხ “ბოზს” (ბოდიში გამოთქმაზე) უწოდებს, ცხოვრობს ისე, როგორც მას უნდა და არა ისე, როგორც მის მეზობელს. ამასთან ერთად, საინტერესოა, რომ, მეძავების კვალობაზე, ძალიან განათლებულები, კრეატიულები და გემოვნებიანები არიან. უი, ჰო… სიყვარულიც შეუძლიათ.

სამანტა: აღიარებს, რომ სიყვარულზე მეტად სექსი უყვარს, მაგრამ მასაც ყვარებია და კიდევ შეუყვარდება. ამასთან ერთად იგი ბრწყინვალე პიარ–მენეჯერია.

მირანდა: თვლის/თვლიდა, რომ სამუშაო დღისით აცოცხლებს ადამიანს, სექსი კი – ღამით, თუმცა სიყვარულის გაჩენას არასდროს ეწინააღმდეგება. ცნობისთვის, იგი ძვირადღირებული ადვოკატია.

შარლოტა: სიყვარული, სიყვარული, სექსი? რატომაც არა, მაგრამ ეთიკის ფარგლებში :) ხელოვნებასა და ესთეტიკას, ისევე, როგორც დახვეწილ გარდერობს, მის ცხოვრებაში წამყვანი ადგილი უჭირავს.

და ბოლოს, კერი ბრედშოუ, იგივე კენდეს ბუშნელი: ავტორმა თავისი სათქმელი ამ არც–თუ ისე ლამაზი, მაგრამ საოცრად ქალური, გემოვნებიანი და გონებაგახსნილი ადამიანის პირით თქვა. სამი სეზონი დამჭირდა სარა ჯესიკა პარკერის ფიზიონომიისათვის შესაგუებლად, სამიოდე წუთი კი მისი აზრების გასაზიარებლად.

ასეა, ესეც ქართული სტერეოტიპია… ჰოდა, კიდევ ერთი ადგილია ძალიან მაგარი: სამანტა დაურეკავს კერის, კერი – შარლოტას, შარლოტა კი მირანდას. არა, კერი – მირანდას და ეს უკანასკნელი – შარლოტას. ნუ, რა მნიშვნელობა აქვს… მოკლედ კადრში ოთხი კადრია და მათში ეს ჩვენი გმირები თავიანთ სიტუაციებში. და, აი, რა იდეა მოსდით 40 წელს მიკაკუნებულ ქალებს ღამე მარტო ყოფნის განსაქარვებლად: სუპერ გაჯაზება გეი–კლუბში :) არ დაგავიწყდეთ, რომ მირანდა ორსულადაა! ხომ იდიოტობაა, მაგრამ რამხელა თავისუფლებაა! :P წახვიდ იქ, სადაც გინდა. იგიჟო ისე, რომ ამის გამო არავინ გაგლანძღოს. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ იდიოტობას ჩადიხარ, შეგნებულად აკეთებ, რადგან უნდა ხვდებოდე იმას, რომ შენ ამის უფლება გაქვს! :)  

დამატება: ძალიან არ მომწონს ფილმი “სექსი დიდ ქალაქში”. რა იბოდიალეს! ესაო და სამანტას სექსი უყვარსო და ამაზე დახამებულ ქალად გამოიყვანეს. თვითონ კიმ კეტრელს კი დიდი მადლობა, რომ მაინც მაგრად შეასრულა თავისი როლი. ისე მოდები და ფეშენ რაღაცები მართლა უმაღლეს დონეზ იყო და მაგიტომაც გაქაჩა. სიუჟეტიც გამარტივებულია, რომ ვინც სერიალს კარგად არ იცნობდა (მეეჭვება, მაგრამ მაინც), ადვილად გაეგო, ვინ ვინ იყო.

ბოლოს, საიდუმლოც გავამხილოთ: ყოველი სერიის დამთავრებისას, როდესაც ზამთრის ბნელ და გაყინულ ღამეებში ტელევიზორთან ვიყავი მიყუჟული, ამ მუსიკის გაგონების თანავე, ეგრევე ფეხზე წამოვხტებოდი და ცეკვას ვიწყებდი. :)  ეს არის ერთადერთი სერიალი, რომელიც დაწყების პირველი წამებიდან ბოლო წამების ჩათვლით მიყვარს. მოშიშინე ეკრანის ჩართვიდან – გამორთვამდე ;)

დიდი მადლობა, sweet ;)

ep54_carrie_girls

About zurriuss

რა გითხრათ, ვიზუალურად ადამიანს ვგავარ. პირველი 10 წუთი ჩემთან ლაივში ურთიერთობისა სამოთხეა, დანარჩენზე პასუხს არ ვაგებ :))) არ ვეწევი, არ ვსვამ, მიყვარს სილამაზე. მიყვარს ყველა, ვისაც სიყვარული ოდნავ მაინც შეუძლია. ვოტ :)

51 Comments

  1. ვაუ! ისე მომეწონა რა ვთქვა აღარ ვიცი.

    ძალიან მაგრად წერ!!!!!!!!! <3

  2. ჩემი უსაყვარლესი სერიალი
    ვაფასებ მამაკაცს, რომელიც აფასებს ამ სერიალს;;)

  3. ძალიან მომეწონა პოსტი. ნუ ამ ფენომენზე რო ვგიჟდები ეს ხო….
    It’s coolest movie on women ever.

  4. სერიალი არ მევასება პოსტმა გაამართლა საკაიფოდ იკითხება და დაჟე დამაინტრიგებელიცა ნანახი რომ არ მქონდეს ეხლავე ჩავუჯდებოდი ამ სერიალს : )

  5. ჯერ წერა არ დამისრულებია და უკვე 4 კომენტარი. აი, სანამდე წავიდა ტეხნიკა :D :D

  6. ზურ საინტერესო პოსტი იყო :) მე ამ სერიალის დიდი ფანი არ ვარ.ალბათ იმიტომ, რომ არ ვუყურებდი ხშირად. ისე რასაც ვუყურე, მომეწონა ძალიან :)
    ერთი მანახა როგორ ცეკვავდი იმ მუსიკის გაგონებაზე:D:D:D

  7. რა არის ეს, რა პოსტია, რას გავს… :)) ნუუ, მინდოდა განსხვავებული აზრი დამეფიქსირებინა, მეტი არაფერი:D ისე, მეც მომეწონა, ზურიუს, შენი წერის სტილი, თავისუფლად იკითხება და სააინტერესოოოააა:))

  8. კაი პოსტი იყო მარტლაც, ეს სერიალი არ მინახია და სურვილიც არ გამჩენია, ხოდა ეხლა ცოტათი მომინდა თუ არ გადამიარა უნდა ვუყურო :)

  9. ეე, დამაინტერესა მე ამ სერიალმა, მეორედ უკვე. პირველად რომ დამაინტერესა, ავოედან გადმოვწერე, საშინელი ხარისიხი იყო და წავშალე.

    ახლა მეორედ მაინტერესებს და რა ვქნა, არ ვიცი :D

    პ.ს ზურიუს,ეხლა მეორედაც ხომ არ გეტყვი რომ შენი პოსტები მიყვარს? ამიტომ ხმას არ ვიღებ :D

  10. ამ პოსტს მხოლოდ იმიტომ გადავხედე,რომ დასაწყისში ზურიუსის სახელი ამოვიკითხე,მაგრამ ჩემი მისდამი დიდი პატივისცემისა მაინც მიმაჩნია,რომ ეს სერიალი ”ცხოველური ინსტინქტებზე” და აღვირახსნილ ადამიანთა ცხოვრების წესზე გვიკითხავს ლექციას(ეს არ არის თავისუფლება!)ეს სერიალი ნათლად ასახავს ევროპაში და ამერიკაში რიგითი ადამიანების ცხოვრების წესზე,რითაც ამტკიცებენ ,რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა!(ამაზე დიდი გადაგვარება რა უნდა იყოს).სკოლის პერიოდიდან მინდოდა ჟურნალისტობა,მაგრამ არაფრის გადაფასებას არ ვაპირებ,რადგან ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას ეროვნული ფასეულობები და რწმენა.,,თავისუფლების”სახელით არ შეიძლება უზნეობა ზნეობრივ ჩარჩოებში ჩასვა.

  11. ვაიმე, მშვენიერაძის კომენტარი რა მაგარია :D.
    ის გამახსენდა, მარხვაში ჩასახული ბავშვის დედას რძე არ მოუვაო და ა.შ. :D

    კაია, ზუ. მე მომეწონა :) სერიალი არა, მარა მხ. ფილმი დამევასა ამათი :)

  12. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. ასე თუ გამიხარდებოდა, არ მეგონა :)

  13. ეს სერიალი ზუსტად გამოხატავს იმ ცხოვრებას რაც იქ ხდება. მხ. ფილმიც ძაიან კაია. ძალიან კაია ყოჩაღ

  14. ყველა სერია ზეპირად ვიცი, ყველა დიალოგი და ა.შ. :д უდედესი სერიალია :)

  15. შარლოტა: სიყვარული, სიყვარული, სექსი? რატომაც არა, მაგრამ ეთიკის ფარგლებში

    რაის ეთიკა :))))))))))))))) ეგ არ იყო ტრეის რომ რიმინგს უკეთებდა? :D :D :D :D

  16. უუუუმ! ძალიან მიყვარს… ბევრჯერ დამაფიქრა და შემაცვლევინა რაღაც-რაღაცებზე აზრი..
    სამწუხაროდ, ბოლო სეზონი ვერ ვიპოვე ინტერნეტში :( იქნებ დამეხმაროთ :”>

  17. ბოლო ანუ მეექვსე სეზონი ტორენტებიდან გადმოვწერე
    http://download.cnet.com/1770-20_4-0.html?query=iTorrent&tag=404&searchtype=downloads აქედან გადმოწერე საინსტალაციო და დააინსტალირე.

    http://isohunt.com/torrent_details/121577733/sex+and+the+city+6?tab=summary
    ამ გვერდიდან კი გადმოწერე ფაილი.
    შემდეგ გახსენი დაინსტალირებული პროგრამა და მარცხენა ზედა კუთხეში +ფურცელი ეხატება. იმას დააწვები, ფანჯარაში აირჩევ შენ მიერ გადმოწერილ ფაილს და ეგაა, რა ;)
    ჩემზე უკეთ sweet გეტყვის. ეგ ხომ მაგათი მასტერია :D

  18. თუ რუსული ვარიანტი უნდა ვინმეს ქართულ საიტებზეც დევს, ამდენი რომ არ იწვალონ :))

  19. ყველა სეზონს ვერ მივაგენი და რავი. პრინციპში კარგა ხანს არ შევსულვარ. მოკლედ, გადაამოწმეთ:
    avoe.ge; offline.ge; hey.ge; hop.ge; fresh.ge; file.ge მეტი არ მგონია, სხვაგან იყოს.

    1. serialebi.ge-დანაც შეგიძლია და მალე აქაც დავამატებ ისევ :)

  20. მინიმუმ სამჯერ მაინც მაქვს ნანახი ამ სერიალის სულ ყველა სეზონი და კიდე დიდი სიამოვნებით უყურებ.მიხარია რომ მარტო მე არ მაქვს გარეკილი ამ სერიალზე

  21. ra amis pasuxia magram ukve gavizarde da damainteresa mamachemi da dedachemi game rato medaxian da rato meubnebian daweqio,karebi kargad dagviketeo da pardac chamogvipareo .ukve didi var sakmaod da unda xvdebodnen rom vxvdebi…tkveni azrit rasac me vpiqrob is martalia ?

    1. vaimeee, didi imistvisac xar, rom aseti piradulebi da mit umetes, sxvisi piradulebi ar cero da pardis ukan rac xdeba, eg aravis sakme araa ;)

  22. მაგრამ მგონი მაგ საქმის ცოდნისტვის პატარა აგარ ვარ …ისე დზალიან მომწონს შენი საიტი ყბა ჩამომივარდა რომ ვნახე.როგორი ნიჩიერი უნდა იყოს ადამიანი ე რომ გააკეტოს

  23. გაიხარეეეეეეეეე…..ძალიან საინტერესო გოგო ხარ…რაც წეხან დავწერე იმის მერე დედაცჰემს ვეგარ ვეპერები და რაგაცნაირად ცუდატ ვარ რომ ვუყურებ მცხვენია იმის მაგივრად

  24. საყვარელო მინდა გითხრა რომ დიდად არ გამოირჩევი წერის ნიჭით და უამრავ გრამატიკულ შეცდომას უსშვებ, რაც მეტად უსვამს ხაზს შენს არაპროფესიონალიზმს, ისე თხრობის მანერას არაუშავს,მაგრამ არც მანდ გაქვს რამე ინდივიდუალური. გული მაინც არ გაიტეხო თუ იშრომებ იქნებ რამე გამოგივიდეს ;)

    1. ოჰოჰოოომ, ვატყობ ვიღაც ტაქტით არ გამოირჩევააა
      p.s. no offense

    2. ქართველებმა თავზე გადახურვა მაგარი ვიცით. თუ ეგეთი ყოვლისშემძლე ხარ, წამამეცადინე. სრული სერიოზულობით გეუბნები.

  25. zurriuss, ici ra sheni sakme raaa da gamaxsenda, gamocdaze ertad rom agmovchndit gipa-shi da rom ar vicodi ra damecera, da rom shemomxede da cereo mitxari. axalc ar vicir a davcere da arc vinmem icis, vinc caikitxa, amgram shen chamabarebine. ram gamaxsena, magram ra damavickebs :*

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.