Jayden’s Birthday

ჯეიდენი არის ყველაზე Cool სინგაპურელი ბლოგერი ბიჭი. მისი ბლოგი არის შავ ფონზე და ძალიან ბანძი URL აქვს და წესით არ უნდა იყოს ეგრე განთქმული მაგრამ უბრალოდ სხვანაირად ვერ იქნება. უზომოდ საყვარელია. <3

ეს ვიდეო დღეს დაპოსტა თავის ბლოგზე. ახლახანს შეუსრულდა 21 წელი და აღსანიშნავად მეგობარი ბლოგერები დაპატიჟა ფართიზე, რისთვისაც სასტუმროში დაიქირავა სპეციალურად ნომერი ერთი ღამით.

უყურეთ ვიდეოს, სულ რაღაც 2 წუთიანია. ცრემლები მომადგა ლამის… სულ მინდა რომ ხელახლა და ხელახლა ვუყურო. რა მაგარი ხალხია. :D მანდ ვინც არიან 50%-ის ბლოგებს ვკითხულობ და უცებ ყველა ერთად შეყრილი… ძალიან გულის ამაჩუყებელია. თან ყველას რაღაც სულ ფერადი ტანსაცმელი აცვია და ძალიან ინდივიდუალური ხალხია. ის გოგო ძალიან დიდი სათვალეებით როა, ესთერია, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბლოგერი, და ყვითელკაბიანი, ნადია, ძალიან მაგარი ქალი, ან აი ის კოპლებიანი მაისური რო აცვია, რა მაგარი კაცია. ქართველი ბლოგერებიდან რომელი ჩაიცვამს ეგეთ მაისურს? :D

ეხლა წარმოვიდგინე, რომ ვინმე ჩვენს ბლოგოსფეროზე ასე იყოს შეყვარებული, როგორც მე – სინგაპურულზე და ჩვენს სურათებს და ვიდეოებს ასე გულაჩუყებული ათვალიერებდეს ხოლმე ჩვენს ბლოგებზე… მიყვარხარ, ვინც არ უნდა იყო <3 :love:

ჯეიდენის დაბადების დღე:

24 Comments

    1. ის კადრი მევასა პოლაროიდის სურათები რომ ყრია და ნიავი რომ უბერავს და ფერად ქაგალდებს მიყრი მოყრის – 01:10 წამზეა… :love:

  1. vaime axla vnaxe pirvelad Seni saiti, ra lamazia da rogor uxdeba vardisferi. marTla Zalian sasiamovnoa, yvelaferi davaTvaliere da aRfrTovanebuli var. ulamazesia, albaT Senc Zalian sayvareli da Tbili adamiani iqnebi

  2. აუ რა მაგარიაააააა… ნეტა ასეთი ჩვენთან რამე იქნება… აუ სიამოვნებით გავაკეთებდი ასეთ დაბდგეს… ძაან მინდა… სვითი ნელნელა თბება და ბუნებაში რამე პიკნიკის ვარიანტი რომ გავაკეთოთ ცუდი იქნება??? აი რაღაც უცებ ამ ვიდეოს მერე ისეთი მომივიდა თავში რაც შეიძლება რომ ახდეს არა?… :(

  3. კააააააააააიიიიიიიიიიიიიიიიიიი… უკვე მიხარია…მანამდე იმედია არ გავგიჯდები… :D :*

Leave a Reply to Jayden Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.