მოწვეული ბლოგერი

დღეს არჩვეულებრივი იდეა მოგვივიდა მე და თინის. და ორივე ვაპირებთ განვახორციელოთ ჩვენს ბლოგებზე. კონკრეტულად ჩემს ბლოგზე რა იქნება ამას ახლა მოგახსენებთ და მერე თინიც დაწერს, როგორ სახეს მისცემს ამ იდეას თავის ბლოგზე.

გთავაზობთ ასეთ თამაშს:

  • ყოველი თვის ბოლო დღეს ამ ბლოგზე დაიდება მოწვეული ბლოგერის პოსტი.
  • მოწვეულ ბლოგერს ექნება თავისი ექაუნთი და პაროლი და დაწერს ერთ პოსტს რაზეც მოესურვება, თუნდაც ერთ ჩვეულებრივ პოსტს, როგორსაც დაწერდა თავის საკუთარ ბლოგზე.
  • მოწვეულ ბლოგერს შეუძლია დაწეროს ნებისმიერი, შინაარსიანი პოსტი, და გააფორმოს იგი ნებისმიერი მედია-მასალით(ფოტო-აუდიო-ვიდეო), შეუძლია პოსტში დაურთოს თავის ბლოგის ლინკი. გააკეთოს პოდკასტი, ვოდკასტი.
  • აკრძალულია რეკლამა, პორნოგრაფია და გულისამრევი სანახაობის შემცველი მასალა.
  • თუ პოსტი წარმატებით გაივლის მოდერაციას, სტილი იქნება აბსოლუტურად დაცული.
  • მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ბლოგერს.
  • მსურველებმა საკუთარი თავი და ბლოგი წარადგინეთ კომენტარებში.
  • მოწვეული ბლოგერის ვინაობა პოსტის გამოქვეყნებამდე საიდუმლოდ დარჩება.
  • მოწვეული ბლოგერის შერჩევა მოხდება ჩემი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე.
  • მოწვეულ ბლოგერად არჩეულ პირს ვთხოვ არ გაამჟღავნოს საკუთარი თავი პოსტის დადებამდე. ;)

რაც შეეხება თინის, მის ბლოგზე პირველი მიწვეული ბლოგერი მე გახლავართ და ჩემი პოსტი უკვე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ოპერაცია კოდური სახელწოდებით: Landish vs. MysteryX

ზემოთ აღწერილი წესები ეხება მხოლოდ ჩემს ბლოგს რადგან თინი ალბათ თავის წესებს მოიფიქრებს.

თუ იდეას აიტაცებთ და გამხიარულდებით, ძალიან მაგარი გამოვა.

მოწვეული ბლოგერის პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს საზღვარგარეთ. ძირითადად ბლოგერები თავის ბოიფრენდებს/გელფრენდებს იწვევენ ხოლმე და კვირაში ერთხელ მაინც აწერინებენ პოსტებს.

მე კიდევ გადავწყვიტე ყველა მკითხველი ჩავრთო ამ ამბავში…

აბა, როგორი იდეაა? ვინ იქნება პირველი?

28 Comments

    1. რატო კაცო “ყველაში” შენც იგულისხმები ავტომატურად.
      ;)

  1. ვაჰ შენა და კაი დღე გამთენებია დღესა ხო იცი? =)))
    კაი იდეა.. მაგრად მომეწონა..
    ეს განსაკუთრებით ჩემი ბლოგის ტიპის ბლოგებს წაადგებათ..:P
    ასე რომ ვნახოთ.. როგორ ჩაივლის 1-2 მოწნვეული ბლოგერის პოსტის წარმატება და შემდგომშიც შესაძლლოა მეც ვცადო ბედი… საკუთარ ბლოგზე :D
    გუდ ლაქ მარი, თიინ.. და ვინც ხელს მოკიდებთ ამას.. :*

  2. მშვენიერი იდეაა
    მზად ვარ სტუმრობისთვის :)

    ესე იგი ორიოდე სიტყვა ჩემს შესახებ:
    ო.შ.მ._ების გარეშე, გავიცნობდი ახალგაზრდა სიმპატიურ სპონსორს, რომელიც უანგაროდ აანაზღაურებდა ყოველ ზაფხულს ჩემი და ჩემი საყვარელი მეუღლის გასაოცარ საზაფხულო ტრიპებს, ისეთ ადგილებში როგორებიცაა:ტაიტი, ბორა-ბორა, მალდივები, ჰავაები, მალაიზია და ასე შემდეგ.
    აუცილებელი მოთხოვნები: მოგზაურობა მინიმუმ 2 კვირა, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სა ვსემი უდობსტვამი…………. (მათ შორის ძიძა ჩემი მომავალი ბაიასთვის რომელიც მალე დაიბადება)
    ხოოო, კიდევ რა დავწერო,
    დანარჩენი მერე, სტუმრად რომ მოვალ შოკოლადის მაფინზე და სტარბაქსის ყავაზე
    ესეც ბლოგის ლინკი :
    http://tatushka55.wordpress.com

  3. და მოწვეულ ბლოგს რა მაგით?
    მე არასდროს მიოცნებია შენს ბლოგზე რამის დაწერა
    ან საერთოდ ვინმეს ბლოგზე
    თუ წერა მინდა ჩემს ბლოგზე დავწერ
    არ ვარ მართალი?

    1. o_O არც არაფერი კაცო გავერთობით o_O

      ძალით ვინ დაგაწერინებს რამეს :D

  4. ვაააააააა, რა ხალხი ხართ რააა
    სულ არ იცით გართობაი :P

    ბავშვობაში მეგობრობის დღიური არ შეგივსიათ ვინმესთვის?
    იგივე კაიფი აქვს, წერ რასაც გინდა და ვიზეც გინდა ოღონდ სხვის რვეულში
    რაღაც პონტში საინტერესოა

    1. ხო რაღაც ისეთი გრძნობა მაქვს ყველას ერთი სული აქვს რამეში გამაკრიტიკონ… :spy:

      ვისაც არ მოსწონს, რა პრობლემაა კაცო, აი, ეს გვერდი მოინახულეთ:

      http://lleo.aha.ru/na/ge/

  5. მე და ჩემი კლავიატურა მზად ვართ :გაღიმებული სმაილი, კიკინების გარეშე:

  6. ჰეჰეჰე! მე მომეწონა ეგ იდეა, ორიგინალურიცაა და ყველაფერიც, სიამოვნებით “მიგეწვევინებით” და მეც მოვიწვევ მსურველს “დასაბლოგად”. (პ.ს. აი, თაზოს ბლოგზე დავწერდი მე სიამოვნებით ;) )

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.