I’m Blessed

ალბათ იცით iTV Conference-ს რომ ატარებს Singular ჯგუფი. გადავყევი ამ კონფერენციას, ბლოგისთვისაც ვერ ვიცლი,  მაგრამ ვხედავ, რომ შრომა მიფასდება და ძალიან ვამაყობ.

პირველად მაქვს ისეთი სამსახური, სადაც დილით რომ ვიღვიძებ, წასვლა არ მეზარება, იქ როცა ვარ, მუშაობა მეხალისება და სამუშაო დღე როცა მთავრდება, ეგრევე სახლში გამოქცევა არ მინდება.

საუკეთესო გუნდი ვართ! ყველა თავის საქმის 10000000% პროფესიონალი და ნიჭიერია. ბედნიერი ვარ, მათთან ერთად რომ მიწევს ყოველდღე მუშაობა…

რაც შეეხება კონფერენციას, უამრავი საქმეა პიარის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჩემი პრეზენტაციისთვისაც უნდა მოვემზადო და კონფერენციასაც სიტყვით მე ვხსნი ორივე დღეს. მომიწევს უამრავი ინტერვიუს და სიუჟეტის ჩაწერა, როგორც ორგანიზატორს და როგორც ერთ-ერთ სპიკერს. ძალიან ვღელავ, მაგრამ ვიცი, თავს გავართმევ ყველაფერს!

ყველაზე მეტად სიაშუესთან შეხვედრაზე ვნერვიულობ…

ზუსტად ერთ კვირაში აქ იქნება! ისე ვარ ღონისძიების ორგანიზებაზე კონცენტრირებული, ჯერ კარგად ვერც გავიაზრე, რომ მართლა ჩამოდის.

კონფერენციაზე დარეგისტრირებული სტუმრების რიცხვმა უკვე გადააჭარბა დაშვებული მოსაწვევების რაოდენობას და ძალიან ბევრი შეიძლება სამწუხაროდ ვერ მოხვდეს პრეზენტაციებზე (მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგისტრაცია დამთავრდა, ჯერ კიდევ შეგიძლიათ დარეგისტრირება – itvc.ge-ზე!). ამიტომ მინდა, რომ ბლოგერებისთვის ცალკე სადმე მყუდრო გარემოში პატარა შეხვედრა მოვაწყო ვენდისთან.  ვიცი, რომ ბევრი მის სანახავად დარეგისტრირდა iTVC-ს საიტზე. ასე რომ გული არ გაიტეხოთ, ვისაც ვენდის ნახვა გინდოდათ, მაგრამ კონფერენციაზე ვერ მოხვდებით. რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ!

და კიდევ ერთი და ჩემთვის ყველაზე სასიხარულო…

როგორც იცით, ვენდისთან ერთად სინგაპურიდან ჩამოდის მისი მენეჯერი და Clicknetwork.tv-ს დამფუძნებელი – ჯილიან ტენი. მისი გადაღებულია Xiaxue’s Guide to Life-იც (რომლის თითოეულ სერიას 100’000-მდე მნახველი ჰყავს) და ყველა სხვა შოუ clicknetwork-ზე.

დღეს ჯილიანისგან მივიღე წერილი, სადაც იტყობინება, რომ სურს აქ ყოფნისას გადაიღოს Xiaxue’s Guide to Life-ის მორიგი სერია – Xiaxue’s Guide to Georgia, რომელშიც ვენდი გაეცნობა ქართულ კულტურას და სამზარეულოს.

ჯილიანმა წერილში ახსენა:

“თუ არ იქნები წინააღმდეგი, შენც გადაგიღებ ვენდისთან ერთად ამ სერიაში, როგორც არაფორმალურ გიდსო.”

ჰო, ვიცი, ვიცი… I am blessed! :)

25 Comments

  1. გილოცავ მარ ძალიან მაგარია წარმომიდგენია როგორ გახარებს ეს ფაქტი. ოო მსგავსი სამსახური ნამდვილად დიდი ბედნიერებაა . მოვიწყინე მეც რაც ჩემს საგიჟეთში აღარ ვარ :(

  2. Not only blessed, you deserve it. ამ ბოლო დროს უფრო გაკვირდები და შენს პოსტებსაც ვკითხულობ, იმდენს მუშაობ და ისეთი ენთუზიაზმით ხარ სავსე, I admire you.
    (ძალიან მაინტერესებს, როგორი ფორუმი იქნება an ორგანიზება როგორ დონეზე, აი, მერე უკეთესად გეტყვი, if you’re blessed)

  3. მაგარი პოზოტოვ წამოვიდა პოსტიდან!!! აი ისეთი ვიღაც რომ ძალიან ბედნიერია რაღაცით და გულით რო ამბობს – ბედნიერი ვარ და რაღაც მიხარიაო!!! ,კითხველსაც რაღაც კარგ ხასიათზე აყენებს :)

    P.S. ძალიან გამიხარდა იმ დღეს რომ დამირეკე ,,Singular”-იდან და მესიამოვნა შენი ხმის გაგონება :) დიდი მადლობა და შეხვედრამდე… :)

    1. ვაიმე რა ,,პოზოტოვ” მინდოდა? :D პოზიტივი უნდა დამეწერა… :)

    2. არაფრის, ეგრე თუ გაგიხარდა, კიდევ დაგირეკავ თუ გინდა… :)))

  4. ნაის, ძალიან მიხარია რომ ხარ იქ სადაც გინდა, ხარ ისე როგორც გინდა და მოკლედ…

    დანარჩენი წვრილმანებია…

    მიხარია რომ ისეთი ადამიანებიც არიან ჩემს გარშემო, ვისაც ფრაზები life sucks და ჟიზნ ეტა ბოლ’ არც ისე ხშირად ახსენდება

    2kiss

    1. მე საკუთარი თავი მსგავსად გაღიმებული და მხრებში გაშლილი დიდი ხანია არ მინახავს :)

  5. გილოცავ ამ წარმატებას. თუ ვიმსჯელებ შენი ბლოგის მიხედვით, მგონია, რომ ყველაფერს თავს გაართმევ ;)

  6. “კონფერენციაზე დარეგისტრირებული სტუმრების რიცხვმა უკვე გადააჭარბა დაშვებული მოსაწვევების რაოდენობას და ძალიან ბევრი შეიძლება სამწუხაროდ ვერ მოხვდეს პრეზენტაციებზე”

    მინდა მინდა მინდააააა
    16ში მინდა მოსაწვევი :(

    წარმატებებიიი, გაასწორებს ფილმში გადაღება

    1. შენ შეგიძლია ფეისბუქზე მომწერო პირადი მესიჯი? საქმე მქონდა და ვერ მოგძებნე…

  7. მე სამწუხაროდ 12-16 აპრილს მხოლოდ საღამოს 6 საათიდან მცალია. ეს ერთი კვირა სამსახურში ვარ.
    აუ არადა როგორ მინდოდა და მაინტერესებდა დასწრება :((((((((((

  8. ლოლ გენიალურია კონფერენციაა, როდესაც იმეილზე მოგდის წერილი და უარს გეუბნება რეგისტრაციის მერე :D
    feels soo Gurjistan!

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.