როგორ შევიძინოთ წიგნები ამაზონზე იაფად?

მას შემდეგ რაც პროსპეროს წიგნების მაღაზიაში Sex and the City-ს შესახებ გამოშვებული წიგნი 35 ლარიი დამიფასეს, ხოლო ამაზონზე 1 ცენტად ვიყიდე და თავის ჩამოტანიანად 15 ლარიც არ დამხარჯვია, ონლაინ მაღაზიებისა საბოლოოდ ვირწმუნე.

ჩემი ონლაინ შოპერობის განმავლობაში 8 წიგნი მაქვს ამაზონზე შეძენილი. ძირითადად ისეთები რაც აქ არ იშოვება (მაგალითად Sex and the City-ს წიგნები)  ან თუ იშოვება მხოლოდ პროსპეროში და ისიც ძალიან ძვირი ღირს.

სანამ წიგნების გამოწერას გადაწყვეტთ თქვენთვის მაქვს ძალიან კარგი ამბავი –

წიგნების გამოწერაზე საბაჟოს ლიმიტი არ მოქმედებს!

რა ღირებულების წიგნებიც არ უნდა გამოიწეროთ, საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდებით!

ნაბიჯი #1: წიგნის ფორმატის შერჩევა

ამაზონზე ყოველი წიგნის რამოდენიმე ვერსია იყიდება –

  • Hardcover – სქელყდიანი წიგნი.
  • Paperback – თხელყდიანი წიგნი.
  • Kindle Edition – ამაზონის სპეციალური მოწყობილობის (device), Kindle-ისთვის გამოცემული ვერსია
  • Audio, CD, Audiobook, Unabridiged – აუდიო წიგნი.

ამიტომ წიგნის ყიდვის პროცესში ყურადღება მიაქციეთ თუ რომელი ფორმატია არჩეული. ხშირად Hardcover-ს და Paperback-ს სრულიად სხვადასხვანაირი ყდა, გაფორმება და ზომა აქვს.

ნაბიჯი #2: წიგნის ფასის/ხარისხის შერჩევა

წიგნის ფორმატების ჩამონათვალის გვერდით შენიშნავთ სხვადასხვა ფასების ცხრილს.

  • Amazon Price – არის ის ფასი რამდენადაც იყიდება ეს წიგნი ოფიციალურ ამაზონის მაღაზიაში (ამაზონზე სხვა მაღაზიებიც/სელერებიც ყიდიან ნივთებს)
  • New from – გიჩვენებთ მინიმალურ ფასს, რითაც შეგიძლიათ ახალი წიგნის შეძენა არა-ამაზონის სელერისგან
  • Used from – გიჩვენებთ მინიმალურ ფასს, რითაც შეგიძლიათ ნახმარი წიგნის შეძენა არა-ამაზონის სელერისგან
  • Collectible – გიჩვენებთ მინიმალურ ფასს, რითაც შეგიძლიათ საკოლექციო წიგნის შეძენა არა-ამაზონის სელერისგან

აღსანიშნავია, რომ ამ მინიმალურ ფასებში არ იგულისხმება ტრანსპორტირების საფასური, რაც ხანდახან იმდენია, რომ 1 ცენტიანი ნახმარი წიგნის ყიდვას ჯობს 5 დოლარიანი ამაზონის ახალი წიგნი იყიდოთ, რომელსაც ტრანსპორტირება უფასო აქვს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს უფასო ტრანსპორტირება რამოდენიმე დღით უფრო იწელება ვიდრე – სტანდარტული 2 დღიანი ფასიანი.

აირჩიეთ ახალი, ნახმარი ან საკოლექციო ეგზემპლიარი

ნაბიჯი #3: ყველაზე სარფიანი გარიგების არჩევა

აჭერთ რომელიმე ფასს და გადართავთ All-ზე სადაც ჩამოიყრება როგორც ნახმარი, ისე ახალი წიგნები (იგივე წარმატებით შეგიძლიათ დააკლიკოთ New-ს და Used-ს იმის მიხედვით თუ როგორ წიგნს ეძებთ – ახალს თუ ნახმარს):

აირჩიეთ ყველა წარმოდგენილი ფასის ჩამონათვალი

შემდეგ დაალაგეთ სია Price + Shipping-ის მიხედვით:

დაალაგეთ ფასის მიხედვით და აირჩიეთ ყველაზე იაფი/ხარისხიანი

სიის თავში აღმოჩნდება ყველაზე იაფი ვარიანტები. დააკვირდით იმ შემოთავაზებებს, რომლებიც აღნიშნულია სპეციალური ნიშნით:

ეს ნიშნავს რომ 25$-ზე მეტი ღირებულების ნივთებს თუ გამოიწერთ, უფასო ტრანსპორტირება გეკუთვნით.

თუ 25 დოლარზე ნაკლებს იწერთ მაშინ ჯობია Prime-ს გარეშე გაყიდული ნივთები დაამატოთ კალათაში, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ რომ Prime-ით აღნიშნული საქონელი პირდაპირ ამაზონისგან იგზავნება და უფრო სანდოა.

ასევე თუ გეჩქარებათ ჯობია Prime-ის გარეშე გაყიდული წიგნები შეიძინოთ, რადგან Prime-ის უფასო ტრანსპორტირება 4- დღით აგვიანებს.

ნახმარ წიგნებში არსებობს რამოდენიმე Condition-ი:

  • Like New – ახლისგან ვერ გაარჩევ
  • Very Good – კარგ მდგომარეობაშია
  • Good – ნორმალურ მდგომარეობაშია
  • Acceptable – თუ ძალიან არ გიჭირს, ჯობს არ იყიდო.

ნაბიჯი #4: კალათში დამატება და ტრანსპორტირება

თუ შეაგროვებთ 25+ დოლარის Prime-იან წიგნებს მაშინ კალათაში მარჯვენა მხარეს გამოჩნდება ასეთი წარწერა:

დააკლიკეთ ყვითელ Proceed to Checkout ღილაკს

ამის შემდეგ მოდის ტრანსპორტირება და მისამართის ველების შევსება.

ამაზონი საქართველოში წიგნებს პირდაპირაც აგზავნის USPS-ით, მაგრამ სამი მიზეზის გამო მე გადამზიდის მომსახურებით ვსარგებლობ:

  • USPS-ი ძვირია, ნებისმიერი გადამზიდით ტრანსპორტირება ბევრად იაფი დაგიჯდებათ.
  • USPS-ით ტრანსპორტირება ძალიან იწელება
  • გარდა ამისა თბილისის და ბათუმის გარდა USPS-ის მომსახურება სხვა ქალაქებზე არ ვრცელდება.
  • საქართველოს ფოსტამ შეიძლება საქონელი დაკარგოს, ან დროულად არ შეგატყობინოთ მისი ჩამოსვლის შესახებ და დამატებითი შენახვისთვის ფულიც კი გადაგახდევინოთ. (ზუსტად ის, რაც დაემართა ჩემს ძმას, როდესაც გერმანიიდან გამოიწერა საფრენი აპარატის ნაწილები.)
მე ყოველთვის USA2Georgia-ს მომსახურებით ვსარგებლობ (რომელიც უკვე საქართველოს 7 ქალაქში ჩავიდა :love: ). (იხილეთ ჩემი პოსტი გადამზიდების შედარებასთან დაკავშირებით)

ამისათვის საჭიროა უბრალოდ დარეგისტრირდეთ მათ საიტზე და ამაზონის Shipping Address-ისთვის გამოყოფილი ველები შეავსოთ USA2Georgia-ს საიტზე მიღებული მისამართით ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. (იხილეთ დეტალური ტუტორიალი თინის ბლოგზე)

ამის შემდეგ აჭერთ Ship to this Address ღილაკს

ამის შემდეგ აჭერთ Ship to this Address ღილაკს

ამის შემდეგ უნდა აირჩიოთ ტრანსპორტირების პარამეტრები.

არ დაგავიწყდეთ ტრანსპორტირების სისწრაფეში აირჩიოთ FREE Super Saver Shipping რაც უფასო ტრანსპორტირებას ნიშნავს.

თუ ავტომატურად მონიშნულ Standard Shipping-ს დატოვებთ, ტრანსპორტირებაში ამაზონი ცალკე ფულს ჩამოგაჭრით.

დააკლიკეთ ღილაკს Continue

შემდეგ გვერდზე შეგყავთ თქვენი ვიზა ბარათის მონაცემები და გადადიხართ საბოლოო გვერდზე, რომელზეც შეგიძლიათ საბოლოოდ გადახედოთ თქვენს შეძენილ ნივთებს, ტრანსპორტირების მეთოდებს და თუ კმაყოფილი ხართ შედეგით აკლიკავთ Place the Order.

შემდეგ ელოდებით როდის დაიშიპება თქვენი წიგნები.

მათი ამერიკაში ტრანსპორტირების დასრულებისთანავე USA2Georgia-სგან იმეილით შეტყობინება მოგივათ. USA2Georgia-ს მეშვეობით წიგნების საბოლოოდ თბილისში ჩამოსვლას დაახლოებით 1 კვირა დასჭირდება.

38 Comments

    1. ამაზონიდან როცა იწერთ პირდაპირ სახლში მოდის ეს წიგნები. სულაც არ არის საჭირო რომ დამატებით ტრანსპორტირების კომპანიებს უხადოთ თანხა მაგალითად USA2 GEorgia როგორც აქ წერია

  1. ამაზონზე იაფადო – სათაური რომ წავიკითხე მე მეგონა ამაზონზე კიდევ უფრო იაფად-ს გულისხმობდი. :)

    სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ოპტიმალური 2 გზას მივაგენი:
    გადმოვქაჩოთ ციფრულ ფორმატში ქინდლისთვის.
    ან B&N-იდან ვინათხოვროთ ციფრულ ფორმატშივე 2 კვირით.
    ახლა ისღა დამრჩენია ქინდლი ვიყიდო. :)
    ნუ წლის ბოლომდე ეგეც იქნება.

    1. ქინდლის ყიდვა ძაან საორჭოფო საკითხია.
      ძალიან ამერიკაზე-მორგებული პროდუქტია.
      როგორც მაგალიტად აიფონი.
      არ მიყვარს ეგეთები… :|

      1. პირველი ქინდლი – კი.
        მეორე – საშუალოდ.
        მესამე – სრულად ინტერნაციონალურია.
        ფეისბუქზე მაქვს ჩემი ქინდლის ფოტოები სხვადასხვა წიგნებით – ინგლისურით, რუსულით და ქართულით. ჩინური არ ვიცი, თორემ ქინდლი ჩინურსაც კითხულობს. :)
        უნიკოდ ფონტები აქვს – ასე რომ, ეგ პრობლემა აღარაა. ქართულ Wi-Fi-თიც მუშაობს და შენს ბლოგზეც მშვენივრად შემიძლია შემოსვლა ანტრედან ან ასიდ ბარიდან და წაკითხვა. :)
        ერთადერთი, ჯერ-ჯერობით აქაურ 3G-ზე არ მუშაობს, მაგრამ ეგ ჩვენს ოპერატორებს, ამაზონსა და AT&T შორის შეთანხმების საქმეა. იმედია, ჩვენც დავემატებით იმ 100 ქვეყანას სადაც ქინდლის 3G მუშაობს.

        გარდა მაგისა, სულ მალე ამაზონზე ქართული ელექტრონული წიგნებიც გამოჩნდება ქინდლისთვის.

  2. არსდროს არ გამხარებია ტუტორიალი ასე ძალიან :*:*:*
    ახლა ვაპირებ რამდენიმე წიგნის გამოწერას და მჭირდებოდა ძალიან :)

  3. ერთი წიგნი მინდა ვიყიდო რომელიც დაახლოებით 300 დოლარამდე ღირს,მაგრამ იმედი მაქვს ამაზონზე შედარებით იაფად ვიშოვი განსაკუთრებით like new-ს :) ან უფრო ნორმალურად ნახმარს,მაგრამ ვერ ვერკვევი კარგად ამ ონლაინ შოპინგებში და….

  4. http://www.amazon.com/Braunwalds-Heart-Disease-e-dition-Continually/dp/1416041044/ref=sr_1_4?s=books&ie=UTF8&qid=1284491062&sr=1-4
    აი ამ წიგნის ყიდვა მინდა 255 აწერია და შევედი used-ში მეთქი ნახმარი მეტი იაფი ეღირებათქო და 546 დოლარი აწერია, ვერ ვხვდები რა ხდება… სვით ვერ გამარკვევ?თან თუ არ ვცდები ამ ღირებულების ნივთი არ ჩამოაქვს იმ კომპანიას შენ რომ ახსენე

      1. საინტერესო რატომ უნდა გადავიხადო მაგ საიტიდან 280 დოლარი როცა 255 ღირს ახალი ამაზონზე? ბრაუნვალდის საიტზე 268 ევრო აწერია გამაგიჟეს რა!

        1. ეგ საიტი ფასისს შესადარებლად დაგიდე (მეეჭვება თბილისში აგზავნიდნენ), იმიტომ რომ ამაზონზე არც ისე ძვირია.

          268 – ევრო რატომ ღირს არ ვიცი. მაგრამ ხშირად არის ხოლმე მასეთი დიდი განსხვავებები ფასში.

    1. ეგ წიგნი ახალი აქ ღირს 280.386 USD, ახალი. კარგი ფასია ღმერთმანი.
      აგერ ბმულიც http://www.adlibris.com/se/product.aspx?isbn=1416041044

      კიდევ ახალი წიგნი ღირს მაგდენი
      $255.20 + $3.99shipping New

      In Stock.
      Domestic shipping rates and return policy.

      ჩამოტანა არ ვიცი რამდენი დაგიჯდება იმიტომ რომ ძალიან მძიმე წიგნია.

    1. ეგ კიდევ უფრო ძვირი დაგიჯდება. ევროშია ფასი მითითებული. თან მაგ საიტიდან არ ვიცი როგორ უნდა გამოიწერო…

  5. ამაზონზე არა მაგრამ წიგნებს მხოლოდ ონლაინ ვყიდულლობ , ძირითადად ადგილობრივ ონლაინ მარაზიებში და ძირითადად პროფესიულ ლიტერატურას. მხატვრულ ლიტერატურას ან არ ავყიდულობ ან კიდევ დიდი სეილები რომაა მაშინ. ეს სეილები პფოფესიულ ლიტერატურაზე არასდროს ვრცელდება.

    ბევრად იაფი ჯდება და გამოგზავნაზე ფულსაც კი არ ვიხდი. ხოდა რატომ უნდა გადავიხადო მინიმუმ 30% მეტი წიგნის მაღაზიაში?!

    1. თუ სამედიცინო სფეროში მოღვაწეობ დამიტოვე თუ შეიძლება შენი სკაიპი რაღაც მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით! წინასწარ მადლობა

      1. ოკუპაციური თერაპია არ ვიცი რამდენად “წმინდა სამედიცინო” სფეროა.

        TomushkaToma არის ჩემი სკაიპი.

        1. ოკ! ამ დღეებში დაგეკონტაქტები ეს ორი დღე გადამბული მიწევს მორიგეობა და.. :)

  6. მე გამოვიწერე The official Michael Jackson Opus 12 კილოგრამიანი წიგნი,300$ ღირდა მგონი, ზუსტად აღარ მახსოვს, და განმიბაჟეს.ნეტა მაშინაც ყოფილიყო ეგ გამონაკლისი წიგნებზე…

  7. მეეჭვება რომ ეგ წიგნის 223 დოლარზე იაფად იშოვო სადმე.

    და კინდლი რატომ არის ამერიკაზე მორგებული პროდუქცია მაინც არ მესმის :D

  8. inetshi bevri vedzebe romeli baratit jobia sargebloba amazonze bolo bolo gadavckvite prokreditis visa clasiki shevidzino tkven ras mirchevt

  9. mikhvars amazoni. Tan transportireba iseti iapi akvt sul rghats $20 dagijdeba. Ganbajeba didi didi 100 lari. magram ghirs ra, rotsa itsi amazonidanaa

  10. ყველამ ხელი შევუწყოთ ამაზონის გავითარებას საქართველოში. დაე ქართული წიგნის ბიზნესი აღარ გვენახოს ამ ქვეყანაში, აღარც სამუშაო ადგილები იშოვებოდეს, ფულიც ციდან ცვიოდეს და ელექტრონული ვარიანტით ამაზონის ვებ საიტზე იტვირთებოდეს :))) ყველა ქართველის ვალია სახლში, “სერვანდში” ერთი ამაზონის წიგნი მაინც ედოს

    1. რა აუცილებლობა მოითხოვს ყველა ქართველის სახლში აუცილებლად ამაზონის წიგნის ქონა?! ამაზონიდან კიგ-ბოქსინგის ინვენტარი მაქვს “სახლსი” და არ წავა? მაინდამაინც წიგნი უნდა იყოს?

  11. ეგ ყველაფერი კარგით, ან ამაზონთან თანამშრომლობთ ან USA2Georgia სთან.
    Dა პროსპერო რა შუაში იყო?:)))))))) კარგი ნამუშევარი კი არის. ყოჩაღთ!:))))))))

  12. კიდევ ერთი ინფორმაცია- ამაზონიდან როცა იწერთ პირდაპირ სახლში მოდის ეს წიგნები. სულაც არ არის საჭირო რომ დამატებით ტრანსპორტირების კომპანიებს უხადოთ თანხა.

Leave a Reply to Father Brown Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.