როგორ ატყუებს PSP საგადასახადოს!!!

ალბათ ყველას გიყიდიათ წამალი PSP-ს სააფთიაქო ქსელში და ყველამ კარგად იცით მათი არამრგვალი საფასო პოლიტიკის შესახებ.

ადვილად რომ მიხვდეთ რაზე ვსაუბრობ, შეგახსენებთ, წამალი რომელიც 45 თეთრი უნდა ღირსეს პე-ეს-პე-ში იყიდება 42 თეთრად. ლარიანი წამალი 96 თეთრად და ა.შ.

ის მყიდველები ვინც წამლებს “ოპტომ” ყიდულობენ გარკვეულწილად შეღავათს იღებენ ამ საფასო პოლიტიკით.

მაგალითად, თუ მე ვყიდულობ 10 ცალ 45 თეთრიან წამალს, სხვა აფთიაქში დამიჯდება 4 ლარი და 50 თეთრი, ხოლო პე-ეს-პეში – 4 ლარი და 20 თეთრი.

მაგრამ რამდენი ადამიანი იცით ვინც წამალს “ოპტომ” ყიდულობს????

პირიქით ყველა ცდილობს რაც შეიძლება ცოტა იყიდოს და ამის გამო “ლისტებსაც” კი აჭრევინებს ფარმაცევტს.

მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ფსიქოლოგიურად წამქეზებელი ფაქტორია, რომლის გამოც ზოგიერთი მომხმარებელი სწორედ პე-ეს-პეში ყიდულობს წამალს.

მოდით ამ საკითხს შევხედოთ საგადასახადოს კუთხით.

თუკი ჩეკზე პე-ეს-პე წერს რომ მომხმარებლისგან მიიღო 0,42 ლარი. 1000 სხვადასხვა მომხმარებლისგან ის ოფიციალურად მიიღებს 420 ლარს. საიდანაც საგადასახადო წაიღებს – 84 ლარს (20%-იანი ბაჟის შემთხვევაში).
ხოლო პე-ეს-პე-ს უნდა დარჩეს – 336 ლარი.

სინამდვილეში კი ასე არ ხდება!!!

ვინაიდან მომხმარებელი ვერ გადაიხდის არა-მრგვალ რიცხვს, მოუწევს 3,40-ის გადახდა. შესაბამისად 1000 მომხმარებელი გადაიხდის 450 ლარს, აქედან საგადასახადო წაიღებს კვლავინდებურად 84 ლარს (იმიტომ რომ სხვაობა არ აისახება ჩეკებზე!) და პე-ეს-პე-ს დარჩება – 366 ლარი.

პე-ეს-პე ამ აფიორიდან +30 ლარის მოგებას იღებს!!!

ეს არის 45 თეთრიანი მაგალითი, მაგრამ მსხვილ მასშტაბებში მილიონებს აარტყამს!

აბა იმართლეთ თავი! :D

მზე ყველაფერს სააშკარაოზე გამოიტანს! მზე თუ ვერა – სვითი მაინც ;)

25 Comments

  1. ეგეთი დაუმრგვალებელი ფასები ბევრ წამალსა და პროდუქტზეა. მაგ. ავერსში სამედიციონო ნიღაბი ღირს 27 თეთრი, სინამდვილეში კი, იღებენ 30 თეთრს.

  2. მაგათი მოგებაც ეგაა… ისე შეუძლია ადამიანს , რომ 1 თეთრიანები და 2 თეთრიანები თუ აქვს აღკვეთოს ეგ ის… :)
    მაგრამ მაგის ნერვი ვისააქ და პეესპეც მაგაში იგებს, ეს 2-3 თეთრი არის პეესპესადმი ჩვენი გაუაზრებელი შენაწირი …:D ალბათ :D

  3. თჲ არ მოგწონს, გაიარე…
    კიარადა მე მანდ აღარ შევალ.
    ერთელ კონკრეტული წამალი მინდოდა შევედი და შვიდნაირი შმეცვლელი ჩამომითვალეს, არა მადლობა თქო და დავიძარი კარისკენ
    ააააა მოიცადე ვიპოვეთო
    ხოდა ეგრე :)
    სამაგიეროდ აგერ ჩემთან პატარა არაბრენდ აფთიაქში იმას მაძლევენ რასაც ვითხოვ.

    1. რა თქმა უნდა გავივლი! მაგრამ სხვებმაც უნდა გაიარონ და იმიტომაც დავწერე ეს პოსტი ^_^

  4. აფთიაქები არ ვიცი მარა ჩემთან თემქაზე როა გახსნილი უნივერსამი 1 და 2 თეთრიანებსააც გაძლევს და ზსუტად გიხდის ხურდას მარა იცით როგორააა მაგალითად ვთქვათ ჩაი სადღაც 7 თეთრით იაფია იქ ვიდრე სხვა მაღაზიებში მარა მაგალითად ავიღოთ სხვა პროდუქტი თუნდაც არაჟანი ღის ამდენითვე მეტი მოკლედ ესენი არეგულირებენ რაა უნდა იცოდე ზუსტად რიის ყიდვა ღირს და რისი არა სხვა მაღაზიებთან შედარებით ბევრი რამაა იაფი ბევრიც ძვირი

  5. ტყუილად გიხარია შენი აღმოჩენის, 1 და 2 თეთრიანებსაც აბრუნებენ ხურდაში ამიტომ შენი თეორია მცდარია. ჯერ კარგი კვლევა ჩაატარე და მერე “გახეთქე” ბომბი :)

    1. არაფერს არ აბრუნებენ.
      საკუთარი გამოცდილებით დავწერე რაც დავწერე.
      არამრგვალი გადავიხადე და არანაირი 1-2 თეთრიანი არ მოუციათ!!!!!

  6. საერთოდ საქართველოში ამ მხრივ ცუდი სიტუაცია რომ გვაქვს ყველა სავაჭრო წერტილში ამას მტკიცება არ უნდა. მომსახურეობის ხარისხზე უკვე აღარაფერს ვლაპარაკობ. აქეთ უხდი ფულს, აქეთ ჩვენით ქონებას იკეთებენ და ისე გვექცევიან, თითქოს კიდევ ჩვენ გვქონდეს ვინმეს ვალი. ეს პრობლემა სულაც არ მგონია, რომ სასაცილო იყოს და ჩემი ნება რო იყოს, კარგად დავფერთხავდი ყველას მაგათ. ცუდია, რომ სახელმწიფო ორგანოები არ იჩენენ სათანადო ყურადღებას და მომხმნარებელზეც არავინ ზრუნავს. თუკი სადმე რამე ორგანიზაცია არსებობს მომხმარებელთა დაცვის, უმაქნისია და არაფერი არ გამოაქვს სააშკარაოზე. მომხრე ვარ, რომ მთელი სიმკაცრით იქნას ეს საკითხები შესწავლილი და ცუდი სიტყვები რო არ ვთქვა დროულად თავს შევიკავებ, თორემ მემგონი ძალიან შევყევი…

  7. მაგ ხერხს ძალიან ბეეევრი მაღაზია თუ აფთიაქი და სასაჭმელე დაწესებულება იყენებს და მე პირადად ვამართლებ, ვთვლი რომ არ ტეხავს. არსად არ ტეხავს ეგ და ეგ ხერხი მარტო პსპ-ში და სხვა რომელიმე ერთ მაღაზიაში კი არ არის, სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება ეგ ხერხი.
    რატომ ვამართლებ? იმიტომ რომ როცა გაქვს ბიზნესი და მთავრობა მთლიანად გიჭამს შენს შემოსავალს, ბიზნესის არსებობას აზრი ეკარგება. მაგდენს ჯახირს და მერე შემოსავლის ნახევრის დაკარგვას ჯობია ვინმეზე იმუშაო ხო?
    მოტყუების ეგ ხერხი საკმაოდ ცნობილია, რომელზეც საგადასახადო ვერ შეედავება ვერანაირად. და ფსიქოლოგიური ფაქტორი ტუტ ნე პრი ჩომ. ყველაზე ბოლო რიგშია მანდ ფსიქოლოგია

    პსპ კიდევ ყველა სხვა აფთიაქს მირჩევნია მე მარტო იმიტომ რომ დამატებით კითხვაზე არ შემაგინებენ და აქეთ მადლობას მეტყვიან რომ შევიარე, თუნდაც არაფერი არ ვიყიდო

    აუ რამდენი ვწერე…

    1. ჯერ ერთი მთვარობა შემოსავალს მთლიანად არ გიჭამს. მხოლოდ პროცენტს გახდევინებს.

      მეორეც ეგ გადასახადები იმიტომ არსებობს რომ ხალხის კეთილდღებას უნდა მოხმარდეს.

      და მესამეც, რა “ხერხზე” საუბრობ მაინტერესებს? ხურდის არ დაბრუნება ხერხია?

      1. კი, ძალიან კარგი ხერხია )))
        რეალურად იხდი იგივეს, სადაც სხვაგან, უბრალოდ შემოსავალი ამითი მათ მაინც ეზრდებათ
        ნუ ის სხვა საკითხია, რომ დამრგვალების აზრზე არ არიან და რომ შეედავო მოიგებ, საკუთარი გამოცდილებით ვამბობ
        ანუ როცა რაღაც ღირს, სიტყვაზე, 21 თეთრი ის უნდა დამრგვალდეს 20ად (მათემატიკის პონტში რა) და დედაჩემი რომ ეგრე რაღაცას ყიდულობდა და შეედავა, შიგ ხომ არ გაქვს, ეგრე არ მრგვალდებაო (ანუ 21 როცა ღირს ნუ მახდევინებ 25, 20 გამოდისო) ძალიან კი გაუტყდათ, მაგრამ აიღეს 20 თეთრი და არა 25. თუ ამაზეა ლაპარაკი, მაშინ კი, უნამუსოები არიან, მარა 99 თეთრის და 59 თეთრის მეთოდს ყველა იყენებს და ვერ ვხვდები რით არის ეგ კარგი
        მითუმეტეს რომ საგადასახადოში რომ შევა ეგ ფული, მხოლოდ ვიღაცის ჯიბეს მოხმარდება და არა ხალხს ;)

        პ.ს. ყველა გადასახადი რომ გადაიხადო მთლიანი შემოსავლის 50%ზე ნაკლები დაგრჩება, ამიტომ ყველა დიდი კომპანია სხვადასხვა ხერხებით “ატყუებს” საგადასახადოს და არის ხერხები, რომელზეც საგადასახადო ვერ შეედავება კომპანიას, დაჟე ღიად რომ გააკეთოს რაღაცა. ჩემი ბუღალტერი (ანუ ვისთან ერთადაც ვმუშაობდი) სულ მაგაზე კაიფობდა )))

        1. საკუთარი კომპანია რომ გექნება მე არ მოვალ შენთან სავაჭროდ.

          თუ გექნება……

    2. :no: ყველა ქვეყანაში აბრუნებენ ცენტებს. აი, 1,99 ფულის ერთეული რომ ღირს რაღაც და 2-ს მისცემ იმ 0,1 ფულის ერთეულს გიბრუნებენ, იმჰო… შენი საქმეა, დაუტოვებ თუ არა ამ ხურდას, რისთვისაც, ან თავიდან ეუბნები, რომ დაგიმრგვალოს და ან ყულაბა უდგათ და იქ ჩაყრი.
      ანუ, ელემენტარულად, შენი არჩევანია, დაუტოვო თუ არა ხურდა.

      ძალიან არ მომწონს ეს “1,2 და 5 თეთრი ხო ფული არაა” მიდგომა.
      უბრალოდ, რომ ადგეს ადამიანი და დათვალოს, რამდენი ეგეთი 1 და 2 თეთრი გადაიხადა დღეში, კვირაში და თვეში, იმჰო, რომ არის განსხვავება.

  8. ვინ არის ლილი?? აღშფოტებული სმაილიკი??
    ხოდა აც შეეხება პსპ ა აბრუნებენ ხურდას ზუსტად ნუ თავიდან აბრუნებდნენ ახლა აღარ თიმცა უცხოთში სადაც ფეხსაცმელი ან კაბა 9.99 $ ღირს იქც იგებენ დაარავნ გაძლევს 1 ცენტს ხურდას :) ხოდა ეგრე

    1. რომელ უცხოეთში იყავი და არ მოგცეს, არ ვიცი, მაგრამ აბრუნებენ ნახევარ ცენტსაც, სიტყვაზე. მე ისეთი შემთხვევაც მქონია სუპერმარკეტში, რომ თუ 2-3 ცენტი დაგაკლდა, ისიც უპატიებიათ, ათენში მაგალითად.

  9. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პეესპე მაინც ჯობია ავერსსაც და ჯიპისი_საც

  10. მე გადამიხდია პოპულში 49 თეთრი თან სულ(!) ერთ თეთრიანებით.

  11. შენ გაიხარე, რომ ამაზე დაწერე.
    ერთხელ ჩხუბი მომივიდა ამის გამო გამყიდველთან. ერთი, რომ არ იცოდა, რა არის “პლასტირი” :| “სანტავიკი” უნდა გეთქვაო, მეორე, 96 თეთრი თუ რაღაც ღირდა და რა თქმა უნდა, 1 ლარი გადამახდევინა. იმის მერე ვცდილობ პეესპეში აღარ შევიდე. თქვენც ნუ დაგაჭირვოთ ღმერთმა, როგორც იტყვიან :D სამაგიეროდ ჩემს სახლთან არის ერთი საკაიფო სუპერმარკეტი “უნივერსამი”, სადაც სწორედ ასეთი ფასები ადევს პროდუქტებს: 49, 56, 34 თეთრი, მაგრამ ყოველთვის აბრუნებენ პატარა 1-2 თეთრიან ხურდიკოებს და მერე ისევ იქ მივდივარ, იმიტომ, რომ საკმაოდ იაფი მიჯდება და იმავე ხურდიკოებს ვუბრუნებ :)

  12. არც ხურდას გიბრუნებენ და მაგათ რო დაუჯერო რაც არ გჭირდება ისეთ წამალსაც შეგტენიან. ყველას არ ეხება რა თქმაუნდა

  13. თავი პროფესორი გგონიაა? არასოდეს გსმენია ფსიქოლოგიური ფასის შესახებ-რო9მელსაც მთელი მსოფლიო წარმატეით იყენებს? როცა პროდუქტი ღირს არა 10 დოლარი, არამედ 9.98 დოლარი. ამას ქვია ფსიქოლოგიური ფასი და პსპ ამას იყენებს , რაც შენს მოსაზრებასთან არანაირ კავშირში არ არის:)

  14. მდა, ამ პოსტს ახლა მოვაგენი და ზოგიერთმა კომენტარმა გამაოცა. მეგონა პსპ–ს თანამშრომლები პოსტავდნენ, შეიძლება ასეცაა.

    კი, ფსიქოლოგიური ფაქტორია რომ 10 ევროს ნაცვლად 9.99 ვუყურებდი. კი ვიცოდი რომ 10 ევროა მაინც, და თან არითმეტიკაც და მათემატიკაც ბევრზე უკეთ ვიცი, მაგრამ როდესაც არჩევ ბევრ რამეს, რომელთა ფასიც არის 9.99, 4.99, 3.99, 11.99 ფსიქოლოგიურად სწრაფად აჯამებ 9+4+3+11=27 , სინამდვილეში კი თითქმის 31 ევროა.

    ეს მეთოდი გამოიყენება ყველგან და ძალიან ჭკვიანურიცაა, მაგრამ ევროპაში დიახ, აბრუნებენ ხურდას, 4 ცენტს. არ აიღებს და კარგადაც შემოგიღრინონ შეიძლება, შენი მათხოვარი ვინააო.
    იქ 4 ცენტი ფულია, შეაგროვებ და გაჭირვების ჟამს 4 ევრომდე ახვალ, რა თქმა უნდა ნებისმიერი მაღაზია მიიღებს.

    აბა აქ სცადეთ და იმავე პსპ–ს და მასეთი მაღაზია/აფთიაქების გარდა, რომელიმეს, პატარა მაღაზიას შესთავაზეთ. საუკეთესო შემთხვევაში პროდუქტს ვეღარ იყიდით, უარესში – შეიძლება კარგად მიგალანძღონ.

    სწორედ ამაზე გააკეთეს გათვლა პსპ–მ და სხვებმა. 1 თეთრიანი 1 ცალი კარგია საფულეში, 50 ცალი კი თითქმის არავის სჭირდება. 1000ჯერ 50 კი უკვე კარგი ფულია და მთელ ქსელში რამდენი ათასი ადამიანი შედის დღეში, მარტივად შეგიძლიათ ივარაუდოთ ;)

    ასე რომ,
    მე ვეთანხმები სვითის,
    ეს არის მომხმარებლის და საგადასახადოს მოტყუება.
    ერთადერთი გასათვალისწინებელი შენიშვნა შეიძლება იყოს ის, რომ ასე მარტო პეესპე არ იქცევა, არამედ ბევრი სხვაც :)

Leave a Reply to თაზო Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.