რა საინტერესოა…

როდესაც გაქვს ბლოგი ადამიანს და შენი სულის რაღაც ნაწილს უზიარებ “არარსებულ” სივრცეს და გგონია, რომ ვინც ამას წაიკითხავს ის ადამიანებიც არარსებულები არიან…

და მერე მარშუტკიდან დაგინახავს ის შენი “არარსებული” მეგობარი, გაეღიმება და გაახსენდება, რომ გუშინ შენ დაბადების დღე გქონდა, ან ექსკურსიაზე იყავი ქვათახევში, ანდა შეყვარებულმა შოკოლადის ტორტი გაჩუქა…
და შენ აზრზეც არა ხარ, რომ ეს არარსებული ადამიანები შენს გასაჭირზე ფიქრობენ…
თუმცა შენი ნამდვილი მიზანი და სიღრმისეული სურვილი სწორედ ეგ იყო…
“არარსებულთათვის” ხმა მიგეწვდინა და მათი არსებობა დაგემტკიცებინა…

გეგრძნო ერთი მარტივი ჭეშმარიტება:
ეს სამყარო ძალიან პატარაა იმისთვის, რომ საკუთარ ბლოგებს დავუყენოთ ფუნქცია “Read only by Me”… ;)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.