ჰელოუინი 2009

ჰელოუინი 2009 Sweet.ge-ს ორგანიზატორობით სამზადისს შეუდგა.

მაშ ასე!

31 ოქტომბერს, შაბათს, საღამოს 7 საათზე, გაიმართება ბლოგოსფეროს ჰელოუინი.

ადგილი ჯერ უცნობია და საჭიროებს განსჯასა და შერჩევას. მაქვს რამდენიმე იდეა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბების მეპატრონეებთან.

უმთავრესი კრიტერიუმი მისი შერჩევისას იქნება კარაოკე-მუსიკალური-აპარატურის ქონა და დაახლოებით 50-60 ადამიანის დატევის შესაძლებლობა…

(ვინმეს თუ რაიმე იდეა გაგაჩნიათ გადმოყარეთ კომენტარებში)

გაითვალისწინეთ რომ ბლოგოსფეროში 500-ზე მეტი ბლოგერია, ხოლო ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ბილეთები დაიჯავშნება 15 ოქტომბრამდე და გაიყიდება 20  ოქტომბრიდან.

ბილეთების დასაჯავშნად მომწერეთ e-mail-ზე sweet[at]sweet[dot]ge ან ქვევით კომენტარებში.

ბილეთებს ჯავშანი ეხსნება 20 ოქტომბერს და სიაში ავტომატურად  ხვდება მომდევნო დამჯავშნელი.

საკარნავალო კოსტუმი აუცილებელია!

მის გარეშე დღესასწაულზე არ დაიშვებით! ამიტომ აქედანვე იზრუნეთ მასზე.

შეგიძლიათ გადახედოთ ჩემს შარშანდელ პოსტს: სად ვიშოვოთ კარგი საკარნავალო კოსტუმი?

ასევე ძალიან მინდა ტრადიციულად წინა დღეებში ჩავატაროთ ”დიდი გოგრის ჭრა”. ეს საკმაოდ გასაიდუმლოებული და მისტიკური ღონისძიებაა, ამიტომ ვისაც მონაწილეობის მიღება გსურთ, წინასწარ შემითანხმდით.

აქვე გთხოვთ უპასუხოთ გამოკითხვას გასართობების შესახებ:
[polldaddy poll=2074247]

P.S. ყველა ბლოგერს შეუძლია +1 საწინააღმდეგო სქესის ადამიანის წამოყვანა. (არატრადიციული ორიენტაციის მქონეთ შეუძლიათ წამოიყვანონ თავის სქესის. ამ შემთხვევაში დისკრიმინაციას ადგილი არ ექნება გპირდებით! :D ბოდიში ყველას, ვისაც სიტყვა “საწინააღმდეგო” გულზე მოხვდა!)

P.P.S. ეს ღონისძიება არის მკაცრად მხოლოდ ბლოგერებისთვის! არა-ბლოგერებს ძალიან გთხოვთ, ნუ ეცდებით დეიდა სვითის გადაბირებას. ჯერ ამდენი ბლოგერისთვის ვერ მომივლია და ახლა კიდევ არა ბლოგერები… არამც და არამც! მაგას ჯობია იპოვოთ ვინმე ვინც +1-ად წამოგიყვანთ და ბილეთის ფასის 50% აუნაზღაუროთ! ^_^ ყველა ბლოგერმა მიხედოს თავის არაბლოგერს…

21 Comments

  1. ყველაფერს მოველოდი, მაგრამ ასეთ დისკრიმინაციას არ მოველოდი ნამდვილად…. რაც არ უნდა იყოს “ჰელოუინია”, ბერიკაობა ხომ არა, და რომელი ჰელოუინის კანონებში წერია, რომ მაინც და მაინც საწინააღმდეგო სქესის ადამიანი წამოიყვანეთო… Sweety შენგან ამას ნამდვილად არ მოველოდი… ჯერ შარშანდელზეც სასწორზე ვიდექი და ლამის ჩავეწერე სიაში და ლამის წამოვედი, მაგრამ ახლა უკვე ყოყმანის საშუალებაც კი არ დამიტოვე… რა პონტია, ჰელოუინიც გაქართულდა?… თუ ლესელიძეზე წავიდე და ისევ ბაბუაწვერებს დაველოდო, იქნებ ნება იბოძონ და ხის სიმბოლოები მირტყან თავში… მოკლედ არჩევანი დიდი მაქვს რა…

    1. ალეექს დონთ ბრაზ :D ბლოგოსფეროში არ ხდება დისკრიმინაცია ვიღაც არნოები ხომ არ ვართ :))))

  2. კარგი იდეაა ჰელოუინ ფართი მარი. მეც მინდა წამოსვლა . პლიუს ერთზე კონკურსს გამოვაცხადებ :)

  3. ეეე, კომენტარები გამოვიწერე და არ მომივიდა :(:(:(
    ვიცი ჩემო კარგებო, რომ ბლოგერები, ჭეშმარიტი ბლოგერები ლოიალური ხალხია და პრობლემა არ იქნება რა თქმა უნდა, თუმცა მაინც არ ვართ იმ დონეზე, რომ ასე ვინავარდო, როგორც მომეხალისება :):) არა და მინდოდასავით… არა უშავს, ან ისე იქნება, ან ასე :) იმედია ფოტოებს მაინც ვიხილავ :)

  4. მეც ვაკეთებ ჰელოვინს :D და უუუძალიანმაგრესი ადგილიც მაქვს შერჩეული, სამწუხაროდ ამ ჰელოვინს არ დავესწრები :3

  5. არ ვიცი რამდენად მოვახერხებ მოსვლას, მაგრამ თუ რამეთი შემიძლია დაგეხმაროთ ნო პრობ :)
    ერთი გოგრა მაქვს პლასტმასის

  6. რეფერატი მაქვს ჰელოუინზე დასაწერი და თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ მასალების მოძიებაში…მაინტერესებს მისი ისტორია,როდის ჩაეყარა საფუძველი და სად… მოკლედ ყველაფერი.. იმედი მაქვს დამეხმარებით… =))))))))

  7. ჰელოუინი არის სატანისტური დგესასწაული ღმერთმა დაგიფაროთ რომ მაგ სატანისტურ რიტუალში მიიღოთ მონაწილეობა ხალხნო რა გემართებათ რა ჰელოუინი.არ ქონია ბელიართან ზიარება ქრისტეს.ეშმაკი ბოროტია.ქრისტე ღმერთია დიდება უფალს.ვინც ნამდვოლად მართმადიდებელიქრისტიანია ამ სატანისტურ რიტუალში მონაცილეობას არ მიიღებს და მინდა გითხრათ რომ ესეთ რამეს ჩვენ არ ვაცლით სატანის მსახურთ და არ ჩავატარებინებთ ამ რიტუალს ღმრთისმშობლის წილხვედრ მიწაზე გაიგეეთ.ბლოგერები კიარა ილოცეთ და იფხიზლეთ იქნებ გადარჩეთ ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო ამინ.

  8. ძირს ჰელოუინი დაწყევლილია ეს ამერიკა და ნებისმიერი ქვეყანა სადაც ეს რიტუალი ტარდება ეს დეიდა სვითი ვინააააა ეგ აწყობს არაა მოვალ 31 ოქტომბერს და ვასწავლით როგორ უნდა მოიქცეს დეეეეეეეეეეეეეეეიდაააააააააააა……………………სვითიიიიიიიი კარგი დეიდა სვითი ხო კაი მაგრამ ქართველი ხალხი ვინ გამოგაშტერად რა არიცით რო სატანას ემსახურებიით?ოდესღაც ხო წახვალთ ამქვეყნიდან სამსჯავროზე რას იტყვით ამიტომ სანამ ცოცხლები ხართ და ღმერთმა დიდხანს ცოცხალი გამყოფოდ წადით და შეინანეთ ჯობია გახსოვთ რა თქვა მამა გაბრიელმა ეს სახუმარო თემა არაა თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს გამეფებასოო და კიდევ ასე თქვა ჩიპებზე ყველა დაინახავთო მხარში როგორ ჩაუდგამენო ადამიანებს და ფულადსაკრედიტო სისტემა იქნება ჩიპზე ასევე პასპორტიც ჩიპზე ეს დრო დადგა

  9. ბოლო ჟამის ნიშნებია ასე რომ ჭკვიანათ იყავიით იცოდეთ ეს გაფრთხილებაა ვიღაც დეიდა სვითს ნუ უსმენთ თავს იღუპავს და თქვენც გღუპავთ.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.