გადავწყვიტე დავხარჯო! – ანუ 3 ფეხსაცმელი 190 ლარად

როგორც იქნა გადავწყვიტე რომ ჩემი ამ ხნის მანძილზე ბლოგინგიდან მიღებული და დაგროვილი შემოსავლები რაღაცეებში დავხარჯო.

როცა დავიწყე ბიუჯეტის დათვლა, აღმოჩნდა, რომ ნაწილი უკვე დამიხარჯავს, მაგრამ შემომრჩა რაღაც 300-მდე დოლარი, რომელსაც ლეკვის საყიდლად მქონდა შენახული.

თუმცა, რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ ტყუილად ვინახავდი:

  1. ჯერ ერთი ისეთი ლეკვი, როგორიც მე მინდა თბილისში არ იშოვება.
  2. რომც ვიშოვო, 300 დოლარი არ მეყოფა.
  3. რომც ვიშოვო და რომც მეყოს, სამსახურის გამო ვერ მოვუვლი.

ამიტომაც გადავდე ძაღლის ყიდვა უახლოესი მომავლისთვის და ჩავიძირე ონლაინ შოპინგის მაცდურ ტალღებში.

საერთოდ ყიდვისას ძალიან დიდი ხანი ვარჩევ რაღაცას.

ჯერ ყველაფერს რაც ოდნავ მაინც მომეწონება ვყრი სავაჭრო კალათაში, მერე დღეების განმავლობაში ვცხრილავ და ვზომავ, ნამდვილად მინდა თუ არა, მემეტება ფული თუ არა, იგივეს თბილისში უფრო იაფად ვიშოვი თუ არა და ა.შ.

მაქვს რამდენიმე საყვარელი ონლაინ მაღაზია, რომლებსაც ძალიან ხშირად ვათვალიერებ:

  • Forever21.com – ძალიან მიყვარს! ყველაზე დაბალი ფასებია, კარგი სეილები და ისეთი ტანსაცმლის პოვნაც შესაძლებელია, როგორიც მომწონს.
  • Urbanog.com – ტანსაცმელი არ უვარგათ, ყოველ შემთხვევაში მე ვერაფერს ვარჩევ, მაგრამ ფეხსაცმელებზე ვითიშები! მართალია, იაფფასიანებია და შესაბამისად ალბათ ხარისხიც დიდად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ძალიან მაგარი მოდელებია და როცა ბევრი ფულის დახარჯვა არ გინდა მშვენიერი საშუალებაა ბაზრობაზე სიარულისგან თავის დასაძვრენად. თანაც აქ შემიძლია პირდაპირ Paypal-ით გადავიხადო.
  • Cutesygirl.com – ფეხსაცმელების დიდი არჩევანია. შეგიძლია გადახდა ფეიფალით. ძალიან ბევრი იგივე პროდუქციაა რაც Urbanog-ზე. ერთი ფეხსაცმელი მომეწონა იქ მაგრამ ზომა არ ჰქონდათ და მერე Cutesy-ზე ვიპოვე ზუსტად იგივე ჩემი ზომის.

ერთი დიდი რჩევა!

როდესაც გადაწყვეტთ რაიმეს ონლაინ მაღაზიაში შეძენას, აუცილებლად დაგუგლეთ პროდუქტის სახელწოდება და დააჭირეთ Shopping Results.

ეს გჩვენებთ სხვა საიტებიც ყიდიან თუ არა იგივეს და რა ფასებში.

shoppingresults

საბოლოოდ აი ესენი ვიყიდე ჯერ-ჯერობით (Urbanog.com-დან):

Bamboo Jester-22 Knee High Boots - $26.99

Bamboo Jester-22 Knee High Boots - $26.99

Bamboo Jojo-28 Knee High Boot - $27.90

Bamboo Jojo-28 Knee High Boot - $27.90

Soda Sku-H Fur Mid-Calf Boot - $26.99

Soda Sku-H Fur Mid-Calf Boot - $26.99

ჯამში გამოვიდა 140 ლარი. მაგას დავუმატოთ დაახლოებით 50 ლარი – ჩამოტანის.

ჰოდა, აბა მითხარით 190 ლარად 3 ასეთ ფეხსაცმელს იყიდიდით თბილისში? ;)

53 Comments

  1. სამივე მომწონს ძალიან მე. მე ხომ ნანახი მაქვს დანარჩენები,რომლებიდანაც
    ვარჩევდით და ესენი საუკეთესოა მართლა :love:
    მომავალ ხელფასს ონლაინ შოპინგში დავხარჯავ, პროსტა ეხლა ვერ მოვითმენდი ჩამოტანამდე :D

    1. გოგო, ამ ბოლო Fluffy boot-ზე ძაან ისტორიები შემემთხვა.

      ხო მინდოდა ამდენი ხანი და როცა გადავწყვიტე ყიდვა, urbanog-ზე ჩემი ზომა აღარ იყო დარჩენილი.

      გადავიფიქრე, მაგრამ 2 დღის მერე აღმოვაჩინე cutesy-ზე და დღეს დილით ვაპირებდი ყიდვას…. მაგრამ კოტემ ამაგდო კომპიუტერიდან.
      ბაზრობაზე წავედით.

      სახლში რომ მოვედი cutesy-ზეც აღარ იყო ჩემი ზომები. კინაღამ ტირილი დავიწყე.

      და მერე ჯინაზე ერთი ზომით დიდი გამოვიწერე ისევ urbanog-იდან. :D

  2. ძაააან საყვარელია სამივე, მაგრამ მე მაინც მეორით ვარ აღფრთოვანებული :D

  3. მესამე მომწონს ძაან. ეგეთი მინდა შავი ან ნაცრისფერი, მარა რომ გამოვიწერო ვიცი ზომა მაინც არ მომერგება :(

  4. რა საყვარლებია!!!! სხვებიც ძალიან მომეწონა urbanog-ზე… მეც მინდა გამოწერა, ოღონდ რა მაინტერესებს იციი? ზომას როგორ ხვდები (wasntme) ანუ, როგორ გავიგო რომელია ჩემი ზომა :s ჩემი თბილისში ნაყიდი ფეხსაცმელები ზოგადად 37-39 ზომებში მერყეობს :) ანუ ჩემი ფეხის ზუსტი ზომა მაინც ვერ გავიგე, თან იქ რაღაც 5, 6 და ეგეთი ზომებია :დაბნეულ:

  5. აუუუ მომინდა ეხლა მესამეეეეე. დიდი ხანია მაგაზე თვალი მაქვს დადგმული Cutesygirl.com-ზე. როგორ გამოვიწერო არ ვიცი ოღონდ. არასდროს არაფერი გამომიწერია ონლაინში.

    1. thanks :))

      I so appreciate your comments!!!

      I mean, the posts are all in Georgian and anyway you come every now and then and try to read and leave a comment.

      You are awesome! Thanks Sandra!!

      I check your blog every day! :*

  6. auu, me kide 190 larad maikeb vyidulob. raghar mgoni unda shevicvalo. cheqmis fuls kide 3 tvea vagroveb da ravici aiaiaiai!

    chamitare ra masterklasi.

    1. მმ… შენ გენაცვალე ძალიან ბრენდებზე ხარ გადაყოლილი :D

      P.S. ჩაგიტარებ, ჩაგიტარებ :* ჯერ გნახო როდესმე :(

  7. მესამე ძალიან საყვარელია. მომეწონა.. მეც ვაპირებ ჩექმების ყიდვას და ვერ მოვახერხე :|
    უი… სვიით ჩემი ბლოგი ნახე აბა… შევცვალე რაღაცეები და შემიფასე :*:* :)

  8. მე არც ერთი არ მომეწონა, არ გეწყინება იმედია
    ანუ იმის თქმა მინდა, რომ იც ნათ მაი სთაილ : )

    1. რა ლეკვის? ხელოვნურია… :S

      ვაიმე ლეკვის რამე რომ ჰქონდეს გავაფრენ… :(((

      დავიგრუზე…

  9. ძალაინ კარგია ყველა და შენსავით საყვარელია.და როგორ გამოვიწეროთ გვასწავლე რაააა

  10. მშვენიერი არჩევანია!!! ზუსტად ახლა ვაპირებდი მაღალქუსლიანი ჩექმის ყიდვას და ვერსად ვერ ვნახე რამე ნორმალური. ინტერნეტ-მაღაზია კარგი შეხსენება იყო ;) ადრე ჩემი მეგობარი იწერდა ხოლმე cutesygirl-დან და მეც ვაპირებდი, მაგრამ რატომღაც ვეღარ მოვახერხე. ახლა ნამდვილად ჭკუაში დამიჯდა გამოწერა. კარგი იქნება მარი, ერთი პოსტი რომ მიუძღვნა გამოწერის პროცესის აღწერას. მიჭირს ასეთ რაღაც-რუღაცებში გარკვევა. :( წინასწარ მადლობა :) :იმედიანისმაილი:

  11. მეორე და მესამე ვარიანტი მომეწონა… მაგარია… მაგ ფასად ერთს თუ იყიდიდი მაგრამ ისიც ნაგავთან ახლოს მყოფს… კარგი საშუალებაა ეგ გამოწერა… :)

  12. აუ მესამე როგორ მომწოოოონს :(:(:(

    ისე მართლა დაწერე რა დაწვრილებით როგორ ხდება გამოწერა

  13. აი სამივე ძალიან მაგარი ჩექმებიაა! მაგრად მომეწონაა…
    და ისა ნაღდად 190 ლარიიი?
    არ გინდა მასწავლო როგორ მოახდინე ეგ სასწაულიი? 190 ლარად მე მანტო ვერ ვიშოვეე :(

  14. Sweet გეხვეწები მასწავლე როგორ უნდა გამოვიწერო СytesyGirl-დან?

  15. აუუ მასწავლეთ რა გამოწერა ინტერნეტიდააააან (((((((((((

  16. პირველიც მომეწონა და მეორეც,გამოწერა რომ მინდოდეს და შენ დაგიკავშირდეთ,ზომა და ფერი გითხრა და შენ რომ გამოგვიწერო?ორივე(1 და 2) რა დაჯდება თავის ჩამოტანიანად?თანხას შენ მოგცემ და სადაც უნდა გადარიცხო და როგორც კი გეცოდინება.ისე პირველი ნაჭერია თუ ტყავი?

      1. გწერ მაგრამ ასეთი მისამართი არ არსებობსო ასე მეუბნება

  17. მარი როგორ იწერ ინტერნეტიდან? რამე კომპანიის მეშვეობით თუ პირდაპირ? გვასწავლე რაააა :)

  18. ამიტომ იჩუქე დედალი კატა – არც შენი სამსახურის დარდი ექნება, არც შენი მოვლა უნდა და არც დაბანა-გასეირნება. დაუყრი საჭმელს დილით და თვითონ იცის თავისი საქმე :D
    თან უფასოა და თან მაგარი თბილი :)))

  19. ვაიმე მეც მასცავლე რაააა როგორ უნდა გამოვიცერო ან საიდააან….პლზ ყველა დზალიან მომეცონა კარგი გემოვნება გაქ

  20. gamarjoba… ძალიან მომეწონა ეს საიტი და მაინტერესებს მაგ საიტიდან როგორ გამოიწერე ეს ჩექმა… ჩემი სკაიპის ID არის aleksa125 … ძალიან გთხოვ გამომეხმაურე :* :* წინასწარ მადლობაა… :*

  21. ძალიან გთხოვთ მასწავლეთ როგორ უნდა გამოვიწერო მეც ჩექმები…. ძალიან მაგარი ჩექმებია…გთხოვთ რა

  22. აუ ძაან Mოომწოონს და მეც მინდა გამოწერა და როგორ უნდა გამოვწეროო ? ??

  23. ”როგორ უნდა გამოვიწეროთ” რას ნიშნავს? :D

    პლასტიკური ბარათი გინდათ, მეტი არაფერი.

  24. au sweety gexvecebi ra mascavle ra da rogor unda vknaa.. skypes id -i nunuka_14 pllzz. gamomexmauree.. dzalian minda gamovceroo..

  25. გეხვეწები რა sweety სკაიპის იდი დატოვე რააა პპპლლლზზზ/////.. დზააან მინდა გამოვცეროოო 3 წეილი მინდა მაგრამ ვერავინ ვიპოვე ისეტი ვინც იციიისს.. პლლლზზზ. გტხოოოვ დზააანნნ….. გეხვეცეებიიი ამიხსენიი რაა როგორრრ და რანაიიირაადდ… გტხოოოოოვვვ დზააანნნნ! ტუ სკყპეს არ დატოვებ მე დამამატეე… ნუნუკა_14 გტხოოოოვვვ დზააანნნ!!!! სჰენიი იმეედიიი მააააკ :love:

  26. აუ მეც მომეწონა სამივე და მაგ საიტზე უკვე ავარჩიე რაღაცეები და Alertpay დან და paypal-დან რო გადარიცხო ეგრე არ შეიძლებაა? ბუხ ტოზე მაქ ფული და ისე ვერ გავაკეთებ რო მანდედან გადავიხადოო? ერთი 3 ფეხსაცმლის ფული მაქ და არ ვიცი როგორ გამოვიტანო და მიპასუხე რა თუ შეგიძლია?

  27. ტუ სჰეგიდზლია რომ დაწერო როგორ იწერ ამ საიტებიდან???

  28. ძალიან გთხოვთ რა, ძალიან დიდი ხნის კია არის თქვენი პოსტი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე ერთი რამ და თუ შეგიძლიათ გამარკვიეთ. ანუ სადაც უკვე თანხის გადასახდელად ჩემი ბარათის ნომერს და ა.შ. ვწერ, მანდ საქართველოს არ მიგდებს და ვერ გავიგე რა უნდა ვქნა :(((( დამეხმარეთ რააა :(

Leave a Reply to iBok Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.