freedom

აღარ მინდა! მომბეზრდა! ეს სახლი, ეს კედლები, ეს ოჯახი, ეს შეზღუდვები!

არ მაქვს უფლება პარასკევ საღამოს კლუბში წავიდე საცეკვაოდ? ან 10 საათს გადავაცილო სახლში მოსვლა ისე, რომ არავინ დამირეკოს და შემაწუხოს ყოველ 15 წუთში?

მარტო ყოფნა მინდა!!!

მომბეზრდა ყველა. მეზიზღება ყველა.

არ ესმით რომ მე ვარ 23 წლის ზრდასრული ადამიანი და მაქვს საკუთარი ცხოვრება, რომელსაც როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ და არა ისე როგორც სხვებს/მათ უნდათ!!! აქამდე რაც გამიფუჭეს, დამინგრიეს, არ მაცალეს ეგეც მეყოფა.

ყველა თავს რატომ არ დამანებებს?

ჯანდაბა რა.

110 Comments

      1. 22.. და საქმეც მაგაშია რო არ ვმუშაობ ჯერ არსად და რო ვმუშაობდე და ნორმალური ხელფასი მქონდეს არც დავფიქრდებოდი ისე გადავიდოდი ცალკე :| ნუ იმიტო კი არა რო ჩემები არ მიყვარს ან რამე.. პროსტა მართლა ვგრძნობ ამ ბოლო დროს რო აღარ შეიძლება ესე!!

  1. ერთი ლექცია ჩაატარე სახლში ამ თემაზე და გააგებინე რომ შენ უკვე ზრდასრული, დამოუკიდებელი ადამიანი ხარ. მითუმეტეს შენ უკვე შენი შემოსავალი გაქვს. დიდი პლიუსია

  2. რა ძაან მესმის შენიიი ((((((

    ესაა დებილური ქართული აზიატური ,,მზრუნველობა”

    მართლა ჯანდაბა! 20 წლიის ვარ და მარტო იმიტომ მინდა საზღვარგარეთ წასვლა რო ოჯახურ მარწუხებს მოვშორდე

    დამნნნნნნნნ

  3. ”20 წლიის ვარ და მარტო იმიტომ მინდა საზღვარგარეთ წასვლა რო ოჯახურ მარწუხებს მოვშორდე”

    კარგით, რა! წადი ერთი, საინტერესოა, რამდენ ხანს გაძლებ ოჯახური მზრუნველობის გარეშე :)

    კდემა შამაიცვით, დიაცნო!

    : – )

    1. ვააიმე, 2 წელი ვიყავი “ოჯახური მზრუნველობის გარეშე” და ისე კარგად ვძლებდი რომ ვერ წარმოიდგენ.
      ჩემს ხელფასს რა ვუთხარი თორე…

      1. სვითი, ”მარტო იმიტომ მინდა საზღვარგარეთ წასვლა რო ოჯახურ მარწუხებს მოვშორდე” – დამოკიდებულება, ჩემთვის მიუღებელია.
        შეიძლება ამ ქვეყნიდან აორთქლება თვითრეალიზებისთვის, განათლებისთვიის და ა.შ. უნდოდეს ადამიანს, ამაგრამ მარტო იმიტომ რომ ოჯახი დისიკომფორტს უქმნის, ეს არასერიოზული მიდგომაა, იმჰო… ოჯახისგან გაქცევა შვებას ვერავის მოუტანს, ვერც მამრს და ვერც მდედრს. ზოგჯერ ყველას ცხოვრებაში ხდება, რომ ოჯახის წევრები ძალიან გვაბეზრებენ თავს (ჩვენც ვაბეზრებთ, რეასაკვირველია :) ), თუმცა ეს ბუნებრივიცაა და მაში რამე ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ …
        ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ მოცემულობას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, თავადვე ვქმნით. ტაკ შტო, უმჯობესია ჩვენვე შევქმნათ ისეთი გარემოებები, რომ მერე კომფორტულად ვიგრძნოთ თავი და მერწმუნეთ, ეს ამ ოხერ ქვეყანაშიც კი სავსებით შესაძლებელია …

  4. გლობალურ პრობლემას შეეხე შენ ეხლა :) მე ის მიხარია ამ ბლოგზე ახალ პოსტს რომ ვხედავ…
    :*

  5. მარი მეც ასე ვარ გაქცევა მინდა საკუთარი თავისგანაც კი

  6. მე პირადად ვმუშაობ, ხელფასიც მაქ, თან ისეთი ბევრს, ჩემი ასაკის ანუ 24 წლის გოგოს რომ შეშურდება, მაგრამ არც მიფიქრია სახლიდან წასვლა და სხვაგან ცხოვრება… იცი რატომ? ვერასდროს ვერავინ გაბედავს და ვერ მეტყვის რატომ აგვიანებ სახლში მოსვლასო, შეიძლება დამირეკონ და მკითხონ დაგელოდოთ თუ არაო, მაგრამ არასდროს არ მეტყვიან სად ხარ, ვისთან ერთად ხარ და რატომ აგვიანებო… ასეა მას შემდეგ რაც 17 წლის გავხდი… ყველა შეეჩვია ამას და პრეტენზიაც არ აქვთ. ალბათ თავიდანვე უნდა გაიმყარო პოზიციებიი

      1. მაგარი არ ვარ, ალბათ ბავშვობიდანვე უნდა მიაჩვიო ოჯახი რომ შენ ხარ დამოუკიდებელი პიროვნება, შენი ცხოვრებით და ნებისმიერ ახლობელს უფლება აქ რჩევა მოგცეს და მაგით დაამთავროს, შენ იმ რჩევას გაითვალისწინებ თუ არა, ეს უკვე სხვა საკითხია

  7. ხო იმასაც გეტყვირომ ბონუსად უამრავი დედმამიშვილი მყავს, მათ შორის ორი ძალიან მკაცრი ძმა, მკაცრი მშობლები და ასე შემდეგ :)))

  8. მარწუხებს ერთი საინტერესო თვისება აქვთ. რაც უფრო მეტად ემორჩილები, მით უფრო მეტად გიჭერენ.

    16 წლის ასაკში 8 საათზე სახლში უნდა ვყოფილიყავი, ჩემი ბიძაშვილი (ბიჭი) კაიფობდა, ერთხელ მიხვალ სახლში 3-ზე, იჩხუბებენ, მეორედ, მესამედ, მეოთხედ მიეჩვევიან და მერე პირველზე რომ მიხვალ გაუხარდებათო. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი.

    18-19 წლის ასაკში, ერთი პერიოდი ღამე 11-ზე დავიწყე მოსვლა, თავდაცვის ყველაზე კარგი მეთოდი შეტევაა. ორი თვე ღამე 11-ზე სეირნობის შემდეგ, 9-ზე რომ დავიწყე მობრუნება, უკვე “კარგი გოგო ვიყავი” (როდესაც მანამდე 9-მდე გაშვებაზე ვიხვეწებოდი).

    ხოდა ასე, მოიქეცი ძალიან ცუდად, რომ უბრალოდ ცუდად მოქცევა კარგად ჩაითვალოს.

    ყველაზე ნაღდი კი ცალკე გადასვლაა, მაგრამ ეგ უკვე ფინანსებზეა დამოკიდებული.

    1. ძალიან ცუდად, რომ ვიქცეოდი ისეთი სკანდალი მოჰყვა მაგ ამბავს და გულის შეტევები და კაპლების სმა… ბრრრ…

      1. ხოდა აუხსენი, რომ თუ აღარ უნდათ მეტი გულის შეტევები და კაპლები, შეიგნონ რომ 23 წლის ქალი ხარ.
        შენ, თავის მხრივ კარგი გოგო იქნები და კლუბში თუ დარჩები ღამის 2 საათამდე, პერიოდულად დაუკავშირდები და ეტყვი, რომ ცოცხალი ხარ, ჯანსაღი და ფრიად კარგ ხასიათზე იმყოფები.

    2. 15 წლის ვარ მაგრამ მკაცრი და სასტიკი შეზღუდვა არასდროს არ მქონია,უბრალოდ მეთვითონ ვუწესებ საკუთარ თავს საზღვრებს და თან ჩემი ჩემს მშობლებს სჯერავთ.და უბრალოდ მენდობიან.და მეც ვცდილობ რომ ეს ნდობა გავამართლო,ასე უფრო ყველაფერი უკეთესადააა.შენ თავს შენვე უნდა დაუწესო საზღვრები ვიდრე სხვა დაგიწესებს და მაშინ ყველაფერი გაცილებით მარტივადაა.არ ვიცი 15 წლის გოგოს რჩევა რამდენად გამოსადეგია 20 წლის გოგოსთვის მაგრამ მაინც.

  9. ახურებთ რაა! მარწუხები არა კვატი კიდევ! დატანტანლებთ და დატლკინებთ თქვენ ჭკუაზე და აღარ იცით რა ქნათ! ქალი ქალს უნდა გავდეს გარეგნულადაც და ცხოვრების წესით!ერთ საკუთარ შვილს როგორ აბოდიალებთ მასე მის ჭკუაზე მაგასაც ვნახავ!არ მოუნდათ აგულავება!!!!! ……

      1. იცი რას გეტყვი? მასეთი ირონია არ არის საჭირო(ქუხნას სამზარეული ქვია ისე დემოკრატო..)

        1. ქუხნას სამზარეული ქვია ისე

          უი, მართლა?

          დემოკრატო..

          ))))))))))))))))))))))))))))))))))))))
          აი, ამაზე ვხალისობ, სიტყვა “დემოკრატი” და “ლიბერალი” რომ დასაცინი და ასაგდებია :)

          ტრადიციონალისტო :)

          1. ჰმმ!” დემოკრატი ” თვიტ სიტყვა რომ არ არის სასაცილო ეს თავისთავად ცხადია და შენ თუ ვერ გაიგე რა კონტექსტში ვიხმარე ეგ შენი აღქმის და გაგების პრობლემაა,მასე “ტრადიციონალისტობა” სასაცილო ყოფილა
            მაგრამ ეტყობა შენთვის სასაცილოა ისეთ პოტებს ვხედავ შენსას რომ….

            1. გადავხედე შენს კომენტარებს :)

              კულტურული შოკი არაა ადვილი გადასატანი, ვიცი :) ამიტომ დამშვიდდი და ღრმად ისუნთქე :)

    1. მე მშობელი არ გავხდები არასდროს.
      ჩემმა შვილმაც რომ ისეთივე აგრესია განიცადოს ჩემს მიმართ, რასაც მე ჩემი ოჯახის მიმართ განვიცდი, ალბათ გული გამისკდება…

      1. მაპატიეთ მაგრამ რა უკანასკნელი სისულელე მესმის ეს,დედობა რომელიც ქალისთვის ყველაზე აღმატებული რამ არის და ღვთისგან კურთხეული, შენ უარს ამბობ? რაც შეეხება აგრესიულობას და ვერ გაგებას,ყველას რომ აქეთ აბრალებ რაღაც რაღაცეებს იქნებ პრობლემა შენშია?
        პრობლემა ყოფილა თურმე რომ 16 წლის ასაკში იკითხავენ 11-12 სთ ზე სად არის მათი შვილი,პრობლმა ყოფილა თურმე რომ ინტერესდებიან მისი ცხოვრებით მასზე ზრუნავენ და ღელავენ და ნუ იტყვით ამ ყველაფრისგან თავის დახსნის საუკეთესო საშუალებაც მიუგნიათ ტვინიკოსებს… ცალკე გადასვლა საცხოვერებლად,საკუთარი ძალების შეცნობა და თავისუფლებით ტკობობა….. და მერე უძღები შვილივით……..
        ცალმხრივი საუბარი რომ არ გამომივიდეს იმასაც დავძენ რომ ბევრმა მშობელმა შვილი აღზრდა არ იცის,ამიტომ ფასობს განათლებული მშობელი,სხვათაშორის განათლება მარტო ერთ ან რამდენიმე სფეროში ინფორმატიულობას,ლინგვისტობას და ა.შ.შ არ ნიშნავს…….. + სულიერება,ურომლისოდაც ეს ყველაფერი ცალფეხა სკამია.აი ამის დეფიციტს რომ განიცდის უმრავლესობა მიტომ არის ასეთი პრობლემები…

        1. ხო, არ უნდა, რომ მშობელი გახდეს, მერე რა მოხდა?

          პრობლემა ყოფილა თურმე რომ 16 წლის ასაკში იკითხავენ 11-12 სთ ზე სად არის მათი შვილი

          არა, შვილის მოკითხვაში პრობლემა არაა. პრობლემა ისაა, 23 წლის ქალს რომ ნებართვის აღება სჭირდება, სახლში ღამის 10 საათზე არ დასაბრუნებლად. კი, ეს ნამდვილად პრობლემაა.

          ბევრ მშობელს არ ესმის, რომ შვილი მათი საკუთრება არაა, რომ ის დამოუკიდებელი ინდივიდია. მაგრამ რას გაიგებენ, როდესაც 40 წლამდე თვითონ ხარ დედის კალთაზე გამოკერებული (სვითის მშობლებს არ ვგულისმხობ ამ მომენტში).

          1. საერთოდ თუ გესმის “დამოუკიდებელი პიროვნების” -აი ამ მე ვიტყოდი და ცნების ფასი?! თქვენნაირებმა ნამდვილად არ უნდა გააჩინონ შვილი,რადგან მორალური მარაზმის და სულიერი სიღატაკის ახალგაზრდობა ისედაც ბევრია და ყოფნის ჩვენს ქვეყანას,კიდევ რომ არ მიუმატოთ

  10. აბა ახალგაზრდა გოგო რომ ღამის 3სთ-ზე არ იქნება შინ დარეკავს მშობელი აბა რა იქნება! მე კი ვიცი მასე მატრაკცვეცა ხალხს რაც შველის მაგრამ აქ არ დავპოსტავ ახლა…….

  11. მშობელს ის უფრო უნდა რომ თავისმა შვილმა არ დაუშვას ის შეცდომბი რაც თავად დაუშვეს ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ავიწყდება რომ თუ ასე არ იქნება შვილი ცხოვრებას ვერ ისწავლის!
    და საერთოდ, საქართველოში 30 წლის შვილსაც კი სახლში აჩერებენ(?). აქ დედის ძუძუს მარტო ირიბად წყდებიან ხალხი :)

    1. ხომ ცნობილია, რომ რაც უფრო მეტად იცავენ ახალშობილს მიკრობებისგან, უფრო აზიზი და ავადმყოფი გამოვა, იმუნური სისტემა განუვითარებელი ექნება და ოდესმე იმ მიკრობებს მაინც შეეჯახება, თანაც სრულიად მოუმზადებელი.

      ამ შემთხვევაშიც ასეა, რაც უფრო მიიკერავს მშობელი შვილს კალთაზე მით უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს შვილი.
      საკუთარი მაგალითი მალაპარაკებს. :|

      1. აუ სვით ძალიან ცალმხივად საუბრობ,მარტო ერთ მხარეს ითვალისწინებ და მეორეს არა! მე არ ვამბობ იმას რომ არიქა და დედის და მამის კალთას უნდა იყოს ადამიანი გამომბმული მეთქი,მშობელმა უნდა შესძლოს ასწავლოს შვილს დამოუკიდებლობა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მიუშვას სრულად თავის ნებაზე და ამით “იმუნიტეტი” გამოუმუშავოს და მა ყველაფერს უყუროს ისეთი თვალით რომ: “გაიგოს თვითონ და მიხვდება” აღზრდა ეს დიდი ხელოვნებაა და ვინც შვილის ღირსეულ აღზრდა შეძლებს ის მართლაც დიდი ადამიანია ჩემს თვალში. მშოველი შვილს სანთელივით უყურებს და როგორ უნდა დაუშვას ის რომ მანაც იგივე შეცდომები გაიმეოროს ცხვორებაში,თუმცა სულ მუდან აკრძალვის კრიტეირიუმი არ მოქმედებს… მოკლედ ეს ცოტა არ იყოს ფსიქოლოგიის თემაა უკვე….

    2. მეცინება შენს პოსტზე რაა! იმისათვის არის მშობელი( თორე ისე ცხოველთა სამყაროშიც მრალდებიან და მშობლები ხდებია თავიანთი მსაგვსის) რომ ის რაც მიიღო ცხოვრებისეული გამოცდილებით მის შვილს გადასცეს,აღზარდოს და პიროვნებად ჩამოყალიბებაში შეუწყოს ხელი.მაგრამ ამ ყველაფერს სათანადო ტაქტით,სიფრთხილით(განსაკუთრებით ადრეულ ასაკში) უნდა გადმოცემა,ანუ მშობელიც პიროვნება უნდა იყოს და ქონდეს უნარი და შეგნება ეს შეძლოს. მოკლედ ეს ისეთი თემაა მარტო აქ პოსტვით ვერც შემოიფარგლები და ვერ იტყვე ბოლომდე სათქმელს.მაგრამ ამ პოსტებს რომ ვხედავ თან მეცინება და თან..”ვაი უბედურო საქართველოვ………”

  12. პოსტის ბოლო წინადადება სამწუხარო რეალობაა, რომელიც სათავეს არქაული დროიდან იღებს :)
    ასე რომ საკუთარი ცხოვრების დაწყების ერთადერთი გზა უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნაშია :)))

    პოსტის დაწერის იდეა მომივიდა და თუ ოდესმე დავწერე საკუთარ თავზე ნუ მიიღებ ;))

  13. მშობელს ის უფრო უნდა რომ თავისმა შვილმა არ დაუშვას ის შეცდომბი რაც თავად დაუშვეს ცხოვრების მანძილზე,

    შეცდომებს ყველა უშვებს. იმ შეცდომებს თუ არა, რომლებიც მშობლებმა დაუშვეს, სხვებს და სახლში გამოკეტვა შეცდომებისგან დაცვის საშუალება არ არის.

    ისე, რა საინტერესო სტერეოტიპია, რომ თუ ადამიანი რამე “ცუდს” აპირებს ან რამე “შეცდომის დაშვებას”, ამას აუცილებლად ღამე გააკეთებს :lol:

    1. ეგ ყველაზე გენიალიალური მარაზმი ეგააა
      იმენა ხომ უნდა მოიფიქრო : ))) და ტან სულ რომ სახლი – სკოლა (მაგალიტად) იაროს ბავშვმა მაინც მოახერხებს მარაზმის მოხდენას :D

      1. აუ ეგ მაინტერესებდა მეც სულ :)
        რომ თუ რამე ცუდის ჩადენა უნდა ვინმეს რატომ არ შეუძლია ეს საღამოს 9 საათამდე გააკეთოს, მერე რომელიღაც ფსიქოლოგიურ წიგნში ამოვიკითხე, რომ ადამიანი ღამის საათებში გაცილებით უფრო გახსნილი, მიმდობი და თავისუფალი ხდება. ქვეცნობიერად ჰგონია, რომ ღამე დაფარავს მის საქციელსო და ბოლოს იყო დასმული ასეთი კითხვა დაფიქრდით როდესაც ღამით დაქალთან ერთად რჩებით, რაც უფრო ღამდება ხომ გიჩნდებათ სურვილი უფრო მეტი საიდუნლო მოუყვეთ ერთმანეთსო? ჰოდა რა ვიცი მე ამ თეორიას არ ვეთანხმები, მაგრამ იქნებ რომელიმე მშობელს გამოადგეს რამის დასამტკიცებლად :)

        1. ზოგადად ღამე ახდენს გავლენას ადამიანზე, ეგ ნამდვილად ასეა. მართლაც უფრო გახსნილი და ემოციური ხდები. მაგრამ, რამის გაკეთება თუ გინდა, ამისთვის ღამის 2 საათი არაა საჭირო.

          ცნობილი გამოთქმაა:
          “კარგი გოგოები საწოლში წვებიან 9-ზე, რომ 10-ზე სახლში იყვნენ”

          :D :D :D

    2. ჰო არ ვიცი…
      რისი ეშინიათ მაინც?
      რომ მოვკვდები?
      რომ სმას და მოწევას დავიწყებ?
      ან ნარკოტიკების გამოყენებას?
      ან სექსი მექნება და ვინმე გადამთიელისგან დავორსულდები?

      ღმერთო ჩემო :(

    3. შენ გეტყობა ძაან გენიალური იდეები გიტრეიალებს თავში! ჯერ ერთი კაგრად გაანალიზე ჩემი დაპოსტილი და მერე დაპოსტე შენი “ბრძნული” დასკვნები რააა! დასაცინის ლიბერალი და დემოკრატი არ არის უბრალოდ ეს რა ამპლუაში ვთქვი ის არის ირონიად მისაღები,რომ ცდილობს და არ გამოდის აი ეს! გეტყობა ან ძალიან პატარა ხარ ასაკით ანდა…… :)))უბრალოდ ნამდივლად სამწუხაროა რომ ასეთი თემა ასე მაღალაქტუალურია.ეს რატომ არის ასე წმინდა ფსქოლოგიური საფუძვლების საქმეა დამიჯერე!

  14. ნამდვილად არ მინდა 23–წლის ასაკში მქონდეს მსგავსი პრობლემები.
    18–ის ვარ, და იმიტომ ვიტან ჯერჯერობით მათ გამოხტომებს რომ “მათ კისერზე” ვარ.
    ვინმესთან ერთად ბინის ქირაობა ყველაზე კარგი გამოსავალია, რადგან არანაირი ლექცია, ჩხუბი,კამათი და ა.შ არ უშველის მსგავს სტერეოტიპს. ასეა ჩვენი მშობლების 90% მგონი.

    პ.ს ძლივს ახალი პოსტი!

  15. ყოველთვის გააკეთე ის რაც გინდა. თუ გეტყვიან არ წახვიდეო, ადექი და წადი, ისე რომ დაგინახონ და არა გაიპარო, რომ მოხვალ რას გეტყვიან? თუ კუთხეში დაგაყენებენ?

    P.S. თუ მსოვლის შემდეგ ე.წ. ჩხუბი გაიმართა, უბრალოდ ისე მოიექცი, რომ ყურადღებას არ აქევ და იმავე დღეს წადი ღამე სადმე.

  16. ერთ–ერთი კარგი ვარიანტია ეცადო ნაკლებად შეხვიდე სახლში და როცა შეხვალ მინიმალურად ეურთიერთო სასტავს… არ ვიცი ეს როგორ გამოგივა..მე ვცდილობ ხოლმე :))

    1. ვცადე ეგეც. მაგრამ მაგაზეც გაჭედეს, რატომ არ გვეკონტაქტებიო, ჩვენი ოჯახის წევრი არ ხარო? :|

  17. ღმერთო მადლობა, რომ ღამის 4 საათზე რომ მივიდე სახლში დედაჩემი მეკითხება “უკვე მოხვედი დედიკო?” :დ თუმცა ღამის 4 საათზე ხშირად არ მიწევს დაბრუნება სახლში სამწუხაროდ :დ

  18. ხო მეც სულ მაგაზე ვკამათობ სახლში რო თუ რამე “ცუდის” გაკეთება მინდა დღის საათებშიც მოვახერხებ და არგუმენტი ძირითადად ესეთია, რომ მე კი მენდობიან მაგრამ უბრალოდ ეშინიათ როცა გვიან ღამით გარეთ ვარ.. ნუ რამე არ დამემართოს ვითომ.. :|

    1. ნუ აი გეხვეწები რა უნდა დაგემართოს???
      აღარც ძარცვა-გლეჯაა ამ თბილისში და ყველა ქუჩა განათებულია, მითუმეტეს, არასდროს ისე არ ხდება, რომ მარტო დავბოდიალობდე მართლა და მართლა. გარეთ თუ ვარ მეგობრებთან ერთად ვარ, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სახლამდე მაცილებენ ხოლმე.
      აი, რა უნდა დამემართოს?

      1. ხო ხოო აი ზუსტად მაგას ვერ ვაგებინებ ჩემებს რო მარტო არ ვარ ამ დროს და არაფერი არ დამემართება.. ნუ მოკლედ რაა დაუსრულებელი პრობლემაა ეგ ჩემთვის მანამ, სანამ სამსახურს არ ვიშოვი და ცალკე არ გადავალ საცხოვრებლად.. :(

  19. სათქმელი უკვე ითქვა – ფინანსური დამოუკიდებლობა. დამოკიდებულების ფონზე ლაპარაკი, შეთანხმება და ა.შ. უშედეგოა.

    ერთი სახელწმიფო პროგრამა უნდა ამუშავდეს – კიბუცების ტიპის დასახლება ცალკე! ახალგაზრდების (მამენტ არა მარტო გოგონების) ემანსიპაციაზე გათვლილი პროექტები. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მთლად არ ვხუმრობ :დ

    1. დამოუკიდებლობაში რას გულისხმობ? ერთადერთი ბინის დასაქირავებლად არ მეყოფა ჩემი ხელფასი თორემ, ისე ჩემი სამყოფი ფული ყოველთვის მაქვს და არაფერს არ ვართმევ მშობლებს რამდენი წელია უკვე.

      აუ, რამე კიბერ სოფელი რომ გაიჩითოს, თუ არ გადავბარგდე კიდე რა!! სილიკონის ველი <3

  20. რეებს ყვებით, გადავირიე :))
    ნამდვილად არ მეგონა, რომ ეგ პრობლემები გქონდა შენ მარი :))

    მეც მშობლებთან ვცხოვრობ.
    არასოდეს ვითხოვ ნებართვას წასვლაზე სადმე,
    თუმცა ყოველთვის იციან სად ვარ და ვისთან ერთად :)
    ეს ჩემი სურვილია და არა მათი მოთხოვნა.

    ჰო, ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ :)

    1. ეს პრობლემები მას შემდეგ აღსდგა, რაც სახლში დავბრუნდი.
      და სამწუხაროდ ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც დაბრუნებას ვნანობ.

  21. მე ყველაზე კარგ ვარიანტათ ვთვლი უბრალოდ გაყრუებას და გატარებას.. დარეკონ თუნდაც რამდენჯერმე მოსვლაზე და შენც არ მიხვიდე და მშვიდად უთხარი, რომ ჯერ არ აპირებ მისვლას და გასაღები გაქვს – შენით გააღებ..
    იწუწუნონ უყურადღებობაზე.. რას იზამ :)

  22. პრობლემაა :)
    ასეთი მშობელი არასდროს ვიქნები.
    იმის მიუხედავად, რომ მსგავსი პრობლემა არასდროს მქონია და სულ პატარა ვიყავი, როცა მარტო დავიწყე ცხოვრება, მაინც მესმის შენი, ერთხელ თავისუფლების გემოს რომ გაიგებ, მერე ერთი “სად ხარ-იც” კი გაგიჟებს :))

  23. კაცო, გარეუბანშიც ვერ იქირავებ ერთ ოთახიან ბინას?

    ისე სხვაზე გადაბრალება ყოველთვის ყველაზე ადვილია. ყოველთვის ადვილია აღიარო რომ სხვა შენზე ძლიერი იყო და რამის გაკეთება გაიძულეს, ვიდრე თქვა რომ მე ვარ/ვიყავი ისეთი სუსტი რომ ვერ გავუძელი ზეწოლას.

    1. რომ შემეძლოს აქ პოსტებით და წუწუნით კი არ გავიყვანდი დროს, უკვე 25 60 60-ში მექნებოდა დარეკილი. :D

      1. 25 60 60 რა რის?

        ისე როგორც ვიცი გარეუბნებშI მართლა ძალიან იაფად შეიძლება ბინის შოვნა.
        კარგად გაიკითხე.
        ჯობია ცოტა ტანსაცმელი მოიკლო, ცოტა საჭმელი და ისე იყო როგორც გაგეხარდება.

  24. ხელფასი, ხელფასი, (გამომუშავებითი ანაზღაურების უპირატესობით ყელამდე ვარ) თორე აქამდე კი გადავიდოდი სადმე : )

    ერთი პერიოდი ბანკზეც ვფიქრობდი, იპოთეკური სესხით სადმე პატარა ბინა.. მაგრამ როგორც ავაწყვე გეგმა, ისეთივე სისხარტით ჩამომეფუშა :დ

  25. ყველას სალამი!
    საინტერესო თემას შეეხე მარი! ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ჩემს “ახლადშობილ” ბლოგზე თემა დავწერო. ახლა მომივიდა იდეა. ალბათ საინტერესო იქნება ჩემი გამოცდილება და დაკვირვება.
    მიხარია, რომ თემას რომ გადავხედე, უფრო სწორედ კომენტარებს, ახალგაზრდების უმრავლესობა დამოიკიდებლობისკენ მიისწრაფვის. ეს მართლაც კარგი ნიშანია, ჩემს დროს ამის ჯერ კიდევ სუსტი ნიშნები შეინიშნებოდა, როგორც ვხედავ დღემდე ვერ ვართ ბოლომდე განთავისუფლებულები.
    ვინც ოჯახურ პირობებში და ასეთი გარემოების შექმნას უჭერთ მხარს, მინდა გითხრათ რომ მარაზმია. ასე ბავშვი იზრდება არა პიროვნებად, არამედ სხვაზე დამოკიდებულ პიროვნებად, რაც იმას გულისხმობს, რომ როდესაც ეს ადამიანი გადაწყვეტილების მიღების წინაშე მარტო დარჩება, გაუჭირდება. ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე, და მახსოვს, სტუდენტური პროგრამით ამერიკაში წასულს რა ჯაფა დამადგა, ელემენტარული 20 წლის ასაკში პირველი ათი დღე ოჯახში ვერც დავრეკე.
    უბრალოდ ჩვენს მშობლებს არ ესმით, სხვანაირად როგორ უნდა აღზარდონ შვილი. ამიტომ ცალკე გასვლა, თუ მათ ვერ აგებინებთ თქვენს სურვილს, დისკომფორტს, საუკეთესო არჩევანია. მათ ეს უნდა გაიგონ.
    რაც შეეხება როგორ ვზრდი ამის შემდეგ ჩემს შვილს, დ არა მარტო მე, ჩემი ტაობის უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, რომ თაკო 6 წლისაა, მან იცის, რომ პრობლემებს თვითონ უნდა გაუმკლავდეს, გადაწყვიტოს რა უნდა და ისე აირჩიოს. მე მხოლოდ მრჩევლის როლს ვითავსებ, დანარჩენს მას ვუთანხმებ. ინიციატორი, რა ისწავლოს, სად წავიდეთ და ა.შ. ხან თვითონაა, ხანაც მე, მაგრამ მხოლოდ ერთად ვწვეტთ და პრიორიტეტი თაკოს აქვს, როცა მას ეხება. თუ პრობლემას წააწყდება ვაფრთხილებ, დაუჟუნებს?- პრობლემის გამოსწორებაც მასზეა. ჯობია ახლავე შეეჩვიოს დამოუკიდებლობას, და იმას, რომ ის პიროვნებაა, იმ წუთიდავნე რაც ფეხი აიდგა და საკუტარი სურვილებუი გაუჩნდა. ასევეა ანანოს შემტგხვევეაშიც.

  26. გამარჯობათ ყველას. პირველ რიგში სვითის პოსტი წავიკითხე მერე უამრავი კომენტარი.. რაც შეეხება ჩემს აზრს : სადაცააა 17 წლის გავხდები მაგრამ სულ მიყვარდა თავისუფალი ცხოვრებბა. მშობლებზე დავიჯერო ვინმეს რაიმე უკეთესია გაგაჩნიათ მაგრამ მათ სხვა დროს მოუწიათ ცხოვრება არ იციან ის რაც ჩვენ ვიცით. მაგრამ მიუხედავად ამ გაგებისუნარიანობისა მეც მომბეზრდა ყველაპაერი. მინდა წავიდე სადმე მარტო ავიწყო ჩემი ცხოვრება..

  27. მეგონა ჩემს თავზე ვკითხულობდი, სამსახურიც მაქვს, მაგრამ სულ ახლახანს შემომივარდნენ ოთახში დაწექი ადრე ხარ ასადგომიო :D

    1. ეგ ხო ცალკე თემაა. კაი რა დაძინებაზეა საუბარი, პატარა რომ ვიყავი, მამაჩემი ოთახში შემოდიოდა, კედლებიდან პლაკატებს მიხევდა და უსიტყვოდ გადიოდა.
      მაგრამ მაინც ვაკრავდი!

  28. მარი მეც მქონდა მზგავსი პრობლემა 10 წლის წინ დაახლოებით, შენი სიტუაციის ზალიან მსგავსი, სახლში დავბრუნდი იგივე მიზეზით და ყველაფერი კიდევ უარესად იყო ვიდრე მანამდე. ავდექი, სამსახური ვიშოვე და ცალკე გადავედი საცხოვრებლად, მერე მეხვეწებოდნენ ოღონდ დაბრუნდი და ხმას არ გაგცემთო, მაგრამ…

    ასეთივე დღეში იყო ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელიც მაშინ ჩემსავით 19 წლის იყო, მაგრამ ცალკე არ გადავიდა ახლა საკმარისი ფინანსები არ მაქვსო, მერე კიდევ არ ქონდა, მერე კიდევ და ახლა 27 წლისაა და ისევ მშობლებთან ცხოვრობს იმიტომ რომ არასდროს აქვს საკმარისი ფინანსები და საერთოდ ფიქრობს საქართველოდან წასვლაზე, იმიტომ რომ საშინლად უჭრის, სამსახურიდან სახლში მისვლას რომ აგვიანებს მაგაზეც უჭედავენ უკვე და ვინმე რომ კინოში დაპატიჟებს ტექსტებით გამოდიან “ან გაგვაცანი ან ნუ ხვდებიო”, ბოლოს რომ ვნახე საშინლად დათრგუნული იყო, უკვე ვეღარც ვუხსნი, დავიღალე აზრი არ აქვსო :(

    რა თქმა უნდა არ ვიცი რამდენი გაქვს ხელფასი, მაგრამ მე სულ 200 დოლარი მქონდა 2001 წელს მაგრამ 100 დოლარს აქედან ბინაში ვიხდიდი, ნუ მაშინ 1 ოთახიანი ბახტრიონზე ასე ღიდა, სამსახურში მეტროთი დავდიოდი, გაჭირვებით ვატანდი თავს თვიდან თვემდე და ბევრი რამე მაკლდა, მაგრამ თავისუფალი და ბედნიერი ვიყავი

    თუ იმას დაელოდები ჩემი მეგობარივით როდის გექნება იმდენი რომ ყველა შენი სურვილი დაიკმაყოფილო და თან ცალკე იცხოვრო არ ინანო ბოლოს, იმოქმედე :)

    1. ააააა!!!! შენმა კომენტარმა მგონი ცხოვრების ხალისი დამიბრუნა :love:
      მადლობა!!!

      p.s. სამსახურიდან დაგვიანებაზე გამახსენდა…

      ერთი პერიოდი იყო მარტში-აპრილში მართლა ბევრი საქმე გვქონდა. კომპანია ახალი დაარსებული იყო და თან რამდენიმე პროექტი ერთად მოგვეყარა, ოფისიდან 9-ზე 10-ზე გამოვდიოდი და ცხადია სახლამდე მისასვლელად 40 წუთი, 1 საათი მაინც მჭირდებოდა. ამაზე ახტნენ და დახტნენ!

      ასეთი რეჟიმებით თუ აპირებ ცხოვრებას, ჩვენ ამას ვერ ავიტანთო! 8-ზე გამოდი სამსახურიდან და 9-ზე სახლში იყავიო. სულ ამიცრუვდა ყველაფერზე გული… :(

  29. არასოდეს მქონია მსგავსი პრობლემა, მართალია, როცა ვაგვიანებდი, მირეკავდნენ და მკითხულობნენ, მაგრამ ეს არ მაღიზიანებდა.

    შენთვის ძალიან ძნელია თავიდან შეგუება, დამოუკიდებლობიდან ისევ მშობლებთან, მესმის შენი და ერთადერთი გამოსავალი კარგი სამსახურია, შენი ცხოვრება მართლა შენს ხელში იქნება, მოინდომე, შეძლებ ;)

    1. რომ მირეკავენ და მკითხულობენ მაგას აიტანს კაცი… მე თვითონაც დავურეკავ რომ არ ვიცოდე რაც მელოდება: “10 საათს არ გადააშორო!”, “მამაშენი მოვა და დაიწყებს ნერვიულობას!”, “ხომ იცი გელოდება!”, “მეორე ინფარქტი უნდა დამართო?”.

      ჩემი ძმა კიდე ცალკე ჭირია: “შენ უნდა დამიხოცო მშობლები!!!”

      რა ღვთის რისხვაა ეს??? :@

  30. მარი არ მეგონა ეგ პრობლემა მართლა შენც თუ გაწუხებდა.
    წარმატებული გოგო ხარ, ჭკვიანი. ნუთუ შენები ამას ვე ამჩნევენ და შენში ისევ პატარა გოგოს ხედავენ? ტეხავს რა. :შ მე კი მეუბნება მამაჩემი გახდები სრულსლოვან მერე 19-20 წლის სადაც გინდა იქ წახვალო. მაგას ვუმახსოვრებ რო მერე გავახსენო. ნეტაი ერთი არ გავუშვივარ სადმე. მაგას რო ვეკითხები შენ რო საზღვარგარეთ ძმაკაცებთან ერთად მიდიოდი და ერთი ამბავი გქონდა მეთქი მე არ მინდა მეთქი და მე 20 წლის ვიყავიო და რავი.. შენ მართლა დიდი გოგო ხარ უკვე რა.. არ შეიძლება მასეც. შენი მხრიდანაც უნდა შეხედონ სიტუაციას.. ან დედას ან მამას რომელსაც მეტი უპირატესობა აქვს ოჯახში და რომელიც უფრო გაგიგებს იმას დაელაპარაკე.. “მერამდენედ?” არაუშავს. ახლა შეეცადე აგრესიის და ყველაფრის გარეშე უბრალოდ დაუჯდე და როგორც მეგობარი მეგობარს დაელაპარაკე. ლაპარაკის დაწყებამდე სთხოვე რომ როგორც მეგობარს ისე გაგიგოს და მოგისმინოს . სთხოვე რომ რჩევები მოგცეს შენ ამ რჩევვებს მოისმენ და გადაწყვეტილება შენზე ქნება. უთხარი რომ არაფერი ისეთის გაკეთებას არ აპირებ რაც მათ ძალიან გააღიზიანებთ ან უღირსი იქნება. და ტრალალა ასეთები. დამიჯერე მარი გამოგივა რა.. სცადე.. :( :*

    1. მამაჩემთან მეგობრობა არ არსებობს.
      ეგრევე დამცირებაზე და შეურაცხყოფაზე გადმოდის… :|
      დედაჩემს კი მამაჩემის ეშინია/ერიდება თუ რაღაც და ვერ ეწინააღმდეგება.

      მაგრამ იმ დღეს მამაჩემი აქეთ ეჩხუბა დედაჩემს, დაანებე ამ ბავშვების კონტროლს თავი, მიხედონ თავის ცხოვრებას თვითონო. თორემ აგერ მარიამს ერთი სული აქვს როდის მოგვშორდება და წავა ამ სახლიდან და შენი ბრალია ეგო…

      რავიცი ვერ გავიგე რომელი უფრო მეტ გავლენას ახდენს ჩემს ასეთ ყოფაზე. ალბათ დედაჩემი. მამაჩემს ერთხელ არ დაურეკავს ჩემთვის და არ უკითხავს სად ხარო…

      1. ჰოდა მამას დაელაპარაკე
        ჩემთანაც მამა ახდენს გავლენას ოჯახს ეგ აკონტროლებს და მამა რასაც იტყვის დედა ძირითადად ეთანხმება მაგრამ ზოგჟერ მამაც მზღუდავს ამ დროს დედა წამეშველება ამიტომ სულ ორივეს ვეხვეწები.. მაინც სცადე რა მარი დალაპარაკება.. :შ

      2. მე რომ სტუდენტი ვიყავი მქონდა ასეთი რეჟიმი, დილით ვდგებოდი 8 საათზე და ფეხით მივდიოდი უნივერსიტეტში, 12 საათზე მივდიოდი უნივერსიტეტიდან სამსახურში, სამსახურიდან 5:30 საათზე სასწრაფოდ გავრბოდი ცეკვაზე და 9 საათზე ვაკეში იყო დარბაზი ფეხით მოვდიოდი სახლში ვორონცოვზე, ასე 10 საათისთვის სახლში ვიყავი, მოვწესრიგდებოდი და ძალიან ბუნებრივია ალბათ რომ სხვა დროს, თავისუფალი დროის არარსებობის გამო ღამის 11 საათზე მინდოდა მეგობრებთან ერთად წასვლა. ეს იყო ტრაგედია!!!

        ნუ აქაც ბევრმა თქვა და არავის გვესმის ძალიან ლოგიკურად რომ ზრდასრულები და თავისუფლები ვართ და ბოლოს და ბოლოს კონსტიტუციური უფლებაა, ჩემი ქვეყნის საზღვრებში გადაადგილება შემეძლოს თავისუფლად, მაგრამ… რეალურად შენ მართლა შეგიძია შეცვალო ეს. იმიტომ რომ თუნდაც მე გამომივიდა და კიდევ დაწერა ბევრმა რომ ეს პრობლემა გადაჭრა. იმიტომ რომ “დღეს” მეორედ არასდროს იქნება და შენ იმ ვიწრო წრის გარდა ვინც გიცნობს გხდის საინტერესოდ ზუსტად ის მიღწევებით ცხოვრებაში რასაც შენ თვითონ შექმნი.

        და მართლა ცოტაც მიმართლებს და ცოტაც გამომდის რომ მიზანს მივაღწიო, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ყველაფერი უმეტესად იმიტომ გამომდის რომ ძალიან, ძალიან მინდა, ისე როგორც არავის.

        ცხოვრება რომ ადვილი არ არის ესეც გაცნობიერებული მაქვს და ძალიან მეხმარება ადვილად გადავაგორო პრობლემები, იმიტომ რომ პრობლემები ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ არავითარი გულის აცრუება. პირიქით, მიაღწიე მეტს და დაანახე ყველას რომ ღამის 10 საათზე რომ მოდიხარ სახლში ეს ამათ ღირს.

        საერთოდ როცა შენი სამსახური გიყვარს პროცესი მხოლოდ შენთვისაა სასიამოვნო და ყველა დანარჩენისთვის შედეგი. ამიტომ იფიქრე შედეგზე :)

  31. უიმეე, რაში გვაინტერესებს!!!

    თუ ვერ იტან ადექი და წადი… თუ ეგ არშეგიძლია უნდა აიტანო….

    რა პროვინციალიზმია ….

    1. ამ ადამიანს ვინმემ დააძალა ამ ბლოგის მისამართის აკრეფა თავის ბროუზერში? :O სასწაული…… :D

  32. ეეჰ, ბელა, პროვინციალიზმს ვერ დავარქმევ ვერც იმას, რომ ადამიანს საკუთარი პრობლემის ან სიხარულის გაზიარება სურს და ამას აკეთებს. და ვერც იმას დავარქმევ პროვინციალიზმს, რომ საქართველოში მშობლების უმრავლესობა ცდილობს შვუკი გავლენის ქვეშ ჰყავდეს და გააკონტროლოს.
    და ვერც იმას დამიმტკიცებს ბევრი, მე რომ ასე ვიყო, ავდგებოდი და წავიდოდიო, არააა ეგრე მარტივად საქმე, თვითონ შვილშიაც ბევრი ფსიქოლოგიური ფაქტორი ერთვება, მშობლის ხათრი, პატივისცემა და სიყვარული.
    მეც მასე მეგონა თავის დროზე, რომ ყველაფერს ისე გავაკეთებდი, როგორც მსურდა. და მამის ხელმეორე ინფაქტის შიშით, ოჯახი შევქმენი. ზუსტად ვიცოდი, რომ არავინ დამაძალებდა ოჯახში ეს ნაბიჯი გადამედგა, რომ ამეხსნა, მაგრამ ვიცოდი, რომ მამა ინერვიულებდა, და ამბავი გავასაღე, გავიპარე მეთქი. მთავარი იყო, ეცოდინებოდა, რომ კარგად ვიყავი და ჩემს ძებნაზე აღარ ინერვიულებდა. მოკლედ ხდება ხოლმე, ხან როგორ და ხან როგორ.
    თვთის წყალობით, გამიმართლა და ლატარიაში მომებიანი ბილეთი შემხვდა. დღემდე ბედნიერად ვცხოვრობთ და 2 შვილს ვზრდით, მაგრამ რომ არ გამმართლებოდა?

  33. ოოო რა ყველგან ერთნაირი პრობლემებია რაააა…
    მშობლებს არასოდეს არ ესმით რო ბევშვები იზრდებიან…
    არადა თავის დროზე ისინიც ამას აპროტესტებდნენ…
    მე 17ის ვარ და მაგაზე ვწუწუნებ და წარმომიდგენია შენ რა დღეში ხარ :|
    მაგრამ მე პატარა და და ძმა მყავს და მემგონი ვერ წვავნ იმას რო იმასთ ხელა არ ვარ და გავიზარდე…
    შე წარმოიდგინე სამსახურმა და პირადმა ფულმაც კი ვერ მომაპოვებინა თავისუფლება რააა…
    1-2 წელიწადში დავახვევ გერმანიაში და ვუშველი თავს :D

  34. აი მშობლების ფსიქოლოგია არის იშვიათი მარგალიტი რა :D
    სანამ 18ის გახდები “მიწას არ აცილებიხარ”
    მერე “სანამ აქ ცხოვრობ, აქაური წესები”
    ვერ ხვდებიან რო ადამიანს თავისი ცხოვრებაც აქვს…
    ერთხელ რო მოაგროვებ გადასასვლელად საკმარის ფინანსებს და სერიოზულად რო ეტყვი მაგას გადავდივარო, მერე იქნება კაკრაზ აზრზე რო მოვლენ და მიხვდებიან რო პატარა ბავშვი აღარ ხარ…
    10ზე გირეკავენ? მობილური გათიშე…. ვალდებული ხო არ ხარ 23 წლის ასაკში ატჩოტები აბარო ვინმეს…
    მაგაზე უნდა მოაწყო ერთი კარგი სცენა სახლში მოკლედ რა… :D ოღონდ სცენარი და ტექსტი წინასწარაა დასაწერი :D
    ასეთ შემთხვევებში მერე იწყებენ ხოლმე ჩხუბს არ გადახვიდე არ გაბედოო
    და
    ანუ “სანამ აქ ცხოვრობ აქაური წესები”
    ანუ აღარ გინდა აქ ცხოვრება იმიტო რო შენი წესები გინდა მარა
    “არ გადახვიდე, არც იფიქრო მაგაზე”
    ლოგიკა არის ხოლმე ძალიან საინტერესო :D

  35. მეც ზუსტად ანალოგიური პრობლემა მაქვს.
    ზუსტად.
    აქ სამსახური ახსენეს და მინდა რაღაც დავწერო ამასთან დაკავშირებით.
    მე მქონდა სამსახური და რა??? ვინ სად გამიშვა??? ფეხი ვერ გავადგი ვერსად.
    არ მქონდა კარგი ხელფასი და იმიტომ.
    კარგ-ანაზღაურებიანი სამსახური რომ ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში, ყველამ კარგად უწყის.

    დღეს მთელი დილა ვიჯექი და ვტიროდი ყველაფერ ამის გამო, მაგრამ რა???
    ვინ შეიბერტყა ყურები???
    სკოლის პერიოდიდან მოყოლებული მარტო მინდა ცხოვრება და რა??? ჩემი ფეხები.

    მოკლედ რა.

  36. აუ აბა.
    ახლა სამსახურს ვეძებ გამწარებული.
    არის რაღაც იდეები და ძალიან მალე მინდა, რომ დავიწყო.
    მეც უკვე ყელში მაქვს ყველაფერი ამოსული. დავიღალე რა.

  37. ეეე თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ :)))) 17 წლიდან მარტო ვცხოვრობ, თან მშობლები სხვა ქალაქში არიან. მაგრამ ისე არც 17 წლამდე მქონია რამე შეზღუდვა და რავიცი, ალბათ მშობლებზეა დამოკიდებული…

  38. რა თინეიჯერული ბაზარია, სვითი რაარი, არ გეკადრება : ) მშობლები იმის გამო როგორ უნდა გეზიზღებოდეს, რომ პარასკევ საღამოს საცეკვაოდ არ გიშვებენ : )

  39. Modit jer mshoblebi gaxdit da mere tqvit ptkel ptkeli sitkvebi, rac sheexeba damoukideblodas imushavet da geqnebat. Adamiani ertxel Rom shecdeba meored agar unda gaimeoros igive

  40. ფინასური დამოუკიდებლობა წყვეტს ყველაფერს.
    5 წელი ვიცხოვრე ბიძაჩემთან და კიდევ 5 წელი რომ მეცხოვრა, კრინტი არ დასცდებოდა გადადიო :)
    ძალაუნებურად მამოწმებდნენ ხოლმე, სად ვიყავი, რატომ ვიგვიანებდი და ა.შ. როგორც კი მივხვდი, რომ საკუთარი შემოსავლით ბინის ქირის გადახდას შევძლებდი, ეგრევე დავახვიე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომფორტი მომაკლდა. არაფერი სჯობს იმას, რომ შეიძლება 2-3 დღე აბსოლუტურად სხვაგან გაატარო და კაციშვილმა არ მოგიკითხოს.
    ფანტასტიური შეგრძნებაა :) .

    მოკლედ, სცადეთ რააა…

  41. მოკლედ პოსტების რაოდენობიდან ჩანს რამდენად აქტუალურია ეს თემა

  42. მოკლედ ნერვების მოსაშლელია ამ პოსტების უმრავლესობა რაა !!! ფუი ბლიინ! ბოზების ?თაობა გინდათ რომ იყოთ და იყავით თქვენი დედაც

      1. მურთაზRage-შია. ხდება ხოლმე, არგუმენტირებული რომ არაფერი გრჩება დასაწერად, მერე ყველას აგინებ და ისვენებ :D :D :D :D

  43. ჩემო კარგო,
    გაოცებული ვარ პირდაპირ!
    მშობლების და შვილების კონფლიქტი ვის არ გაუგია და ვის არ ჰქონია, მაგრამ…
    ახლა, როცა ეს პოსტი დაწერე და როცა ამდენმა ადამიანმა წაიკითხა (და ნეტავ რამდენმა წაიკითხა, საინტერესოა), მაინტერესებს რას გრძნობ? ან, შეიცვალა ამით რამე? თუ ცხელ გულზე დაწერე და მოგეშვა და ეგაა…
    მე არ ვამბობ რომ ამ თემაზე საუბარი არ შეიძლება, პირიქით, ეს ისეთი მწვავე თემაა და იმდენად გავრცელებული პრობლემა, რომ საჭიროცაა, მაგრამ ამავდროს იმდენად დელიკატურია და ინტიმური, რომ მე შენი ასეთი პირდაპირი, გაბრაზებული და არაეთიკური პოსტი არ მომეწონა და არ შემეშინდება გაგაკრიტიკო.
    თუ ეს საკითხი ასე გაწუხებს, ადექი და მშობლებს დაელაპარაკე გულწრფელად, როგორც დიდი ადამიანი და არა ასე, ამხელა აუდიტორიის წინაშე რომ გალანძღე და დაამცირე ისინი.
    დაფიქრებულხარ, მათ რომ წაეკითხათ რა რეაქცია ექნებოდათ, როგორ დაწყვეტდი გულს? ხომ შეიძლებოდა ისე დაგეწერა, ზოგადად გესაუბრა ამ პრობლემაზე…
    შეიძლება სხვები ასე არ ფიქრობენ, მაგრამ საკუთარ ოჯახის ცხოვრება და ურთიერთობები მეტისმეტად ინტიმური თემა მგონია…
    მე 25 წლის გოგო ვარ, მშობლებისგან საკმაოდ დამოუკიდებელიც ვარ ფინანსურად, მაგრამ დღემდე როცა ვაგვიანებ, ვურეკავ და ვეუბნები რომ მაგვიანდება, განა მთხოვენ, მე ჩემით ვთვლი საჭიროდ და ნორმალურად მიმაჩნია ეს და ამიტომ. ვეუბნები რომ დამაგვიანდება, რომ “იქ” მივდივარ. ვეუბნები იმიტომ, რომ ვიცი რომც არ დამირეკონ და არ მომიკითხონ, შეიძლება ინერვიულონ, დედამ მითუმეტეს. იმიტომ რომ მეც ასე ვარ ნებისმიერ ოჯახის წევრს თუ აგვიანდება. და ამაში ვერ ვხედავ კატასტროფას…
    როგორ გგონია ერთმანეთთან არ ვკამათობთ ან არაფერი გვწყინს? მე სულაც არ ვარ სანიმუშო შვილი, პირიქითაც კია, მაგრამ ეს მეორე წუთს მთავრდება და ვივიწყებთ, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი ოჯახური ამბებია…
    შენ, კი, საკუთარი იმიჯი დააზარალე ამ ყველაფრით…
    მაპატიე თუ გული დაგწყვიტე ამ კომენტარით, მაგრამ მინდა რომ იცოდე რომ იდეალური არაფერია ამ ქვეყნად და არც მშობლები და შვილები არ ვართ ასეთი და კონფლიქტში არც ერთი მხარე არასდროს არაა მართალი და დამნაშავე, ეს ერთმანეთითაა…

  44. რატომ ვართ ყველანი ერთ დღეში?
    http://knuti.wordpress.com/2010/08/21/%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

    მეც მასე,…

    ჰოდა. ავდგეთ, გადავიდეთ ყველანი ცალკე საცხოვრებლად ვიცხოვროთ ჩვენ ერთად და არავინ არაფერს დაგვიშლის :სუნ:

  45. “ბოზობა” დღისითაც შეიძლება თუ მოინდომა ქალმა… და საერთოდ ადამიანი აკონტროლე 18 წლამდე… მერე შეეშვი… თუ შეგნებულია თავის თავს ცუდს არ გაუკეთებს… კისერს თუ წაიტეხავს თავის თავს დააბრალებს… შეცდომებზე ისწავლის და აღარ გაიმეორებს. ყოველ შემთხვევაში მშობლებისთვის მაინც არ ექნება წამოსაძახებელი თქვენ დამინგრიეთ ცხოვრება და გამიფუჭეთ ნერვებიო. სამი წელია საფრანგეთში ვსწავლობ. არავინ მაკონტროლებს მაგრამ ვიცი რას ვიკადრებ და რას არ დავუშვებ. თავად ვიღებ ყველა გადაწყვეტილებას და არ მჭირდება ყველაფერზე სხვების ჩიჩინი. ჩემებს შეუძლიათ მირჩიონ და არა მომთხოვონ. პატივს ვცემ ყოველთვის მათ აზრს მაგრამ თავად ვწყვიტავ გავითვალისწინო თუ არა.

    პ.ს. ისე აქ 18 წლის მერე შვილი თუ სახლში უზის ისევ მშობლებს (მნიშვნელობა არ აქვს სქესს) დიდ სირცხვილად ითვლება როგორც შვილისთვის ასევე მშობლისთვის… ანუ ვეღარ გაიზარდა შვილი იმდენად რომ დამოუკიდებლად იცხოვროს… მიიღოს გადაწყვეტილება და მშობლის კალთას არ იყო გამოკერებული… გაცილებით ჯანსაღი დამოკიდებულებაა აქვთ ერთმანეთან და არ უწევს ნერვების თხლეშა ყოველ დღე არცერთ მხარეს. ერთმანეთთან მიმოსვლაც ხშირად აქვთ და პირად ცხოვრებასაც თავად იწყობენ.

    1. საღაც გეთანხმები და საღაც არა! დამოუკიდებლობა ეს ნამდვიალდ სხაგვარი ცნებაა და მარტო იმაში არ გამოიხატება რომ 18 წლის შვილი ცალკე გაუშვა საცხოვრებლად! მე მეციცინის სფეროსი ვმუშაობ და ესეთ თემებს ასე თუ ისე ვეხები :) ასე რომ….

      1. არა შენ არ უნდა უწყვიტავდე უბრალოდ სრულწოვან შვილს გადავიდეს საცხოვრებლად თუ არა… მშობელმა შეგიძლია ურჩიო… გადაწყვეტილების მიღება კი მასზეა.. რადგან ასაკი და გონებრივი განვითარება უწყობს უკვე ხელს თავად გადაწყვიტოს როგორ გზას გაყვეს. თუ შეგნება აქვს თავისთვის ცუდს გზას არ აირჩევს… მაშინ როცა ყოველდღიური აყალმაყალით… უფლებების შეზღუდვით და “რას ქვიას” ძახილით შესაძლოა ჯიბრზე ისეთი იკადროს რისი გაკეთებაც ჯანსაღ სიტუაციაში არც მოაფიქრდებოდა. უბრალოდ მშობელს ევალება ამ ასაკამდე აღზარდოს და ჩააგონოს ის რაც შვილისთვის უკეთესად მიაჩნია. მერე უკვე თავად პიროვნების გადასაწყვეტია როგორ წაიყვანს თავის ცხოვრებას… უნდა დამოუკიდებლად ცხოვრება? რა პრობლემაა… უნდა ოჯახთან დარჩენა? კი ბატონო… უბრალოდ საზოგადოებამ უნდა შევიგნოთ ის რომ ადამიანი გარკვეული ასაკის შემდეგ თავისუფალია საკუთარ არჩევანში და აღარ სჭირდება კუდში დევნა…

  46. ვცხოვრობ მეუღლესთან. რომ არ გავთხოვილიყავი, მეგობართან ერთად ვიქირავებდი ბინას. კაციშვილი არ მაკონტროლებს და მარტოც რომ წავიდე სადმე, დავურეკავ ქმარს და ვეტყვი გოგოებთან ვარ აქა და აქ და მორჩა. ისიც ესეა. და თუ მინდა ღამით სულ არ მოვალ სახლში.
    ახლა მშობლებთან რომ გადავსულიყავი ავუხსნიდი რომ სხვანაირ ცხოვრებას მივეჩვიე და მათი მხრიდან ასეთი მოქცევა ჩვენს ოჯახს ანგრევს, რის გამოც ფული რომ მექნება, გადავალ და ერთხელაც არ მოვიხედავ უკან. არ ჯობია, სანამ ერთად ვართ, ერთმანეთთან ურთიერთობით დავტკბეთ? ასეთ რამეს ვეტყოდი.
    სხვათაშორის, სანამ გავთხოვდი,დედაჩემს არც ერთხელ დაურეკია ჩემთვის, სახლში დროზე მოდიო. ვურეკავდი და ვეუბნებოდი სად ვიყავი, მაგრამ მახსოვს იყო შემთხვევები 4მდეც არ დავბრუნებულვარ სახლში.
    არ შეიძლება ეგოისტური სიყვარული. დედა ალბათ ნერვიულობდა სახლში რომ არ ვიყავი, მაგრამ მე არ ვიცოდი ამის შესახებ. დედას ვერ აუკრძალავ, შვილზე არ იზრუნოს. მაგრამ არ არის საჭირო ამ ზრუნვის შესახებ შვილს 18ჯერ შეახსენო ერთი საღამოს განმავლობაში!

  47. თუ გართობა და ცეკვა და სხვა რამეები გინდოდა არ უნდა გათხოვილიყავი და გეცხოვრა ისე როგორც შენ გინდა და ვერც ვერავინ შეგიშლიდა ამაში ხელს.ჯერ გეგულავა და მერე გათხოვილიყავი. და ამაში მარტო შენხარ დამნაშავე და სხვა არავინ.არც არავინ გაგაკონტროლებდა და არც არავინ დაგირეკავდა ყოველ 15 წუთში.ასე რომ სხვას ნუ ადანაშაულებ.გაიგე ციყვი?

  48. ამ საიტზე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი გადავიკითხე დაწერილი კომენტარები და ერთ რამეს ვიტყვი უბრალოდ რო. აი გოგოები ან ბიჭები ვინც დაწერეს რო უნდათ ცალკე გადასვლა ან თავისუფლება და ამაში მშობლები არ უჭერენ მხარს დაფიქრდით ერთ რამეზე რა თქვენ ხართ მათი შვილები და მინიმუმ 50 % მაინც დაემგვანებოდით ან მათ ან თქვენს ახლო სანათესაო წრეს ხოდა იქნება მათაც ქონიათ მსგავსი კომფლიქტები ოჯახში და ცუდი შედეგი მოყოლია ამას ამიტომაც არ უნდათ რო იგივე შეცდომები ან იგივე ნაბიჯები მათმა შვილებმა გაიარონ. საერთოდ თუ გიკრწალავენ 9 საათის მერე სახლში მისვლას არც თუ ისე ცოტა დროა 9 საათამდე და არც ისეთი შვილი ვარგა როცა ფული აქვს გადავა ცალკე იქნება კარგად ლამაზად დაიკიდებს მშობლებს და როცა ფული გაუთავდება მერე დარწმუნებული ვარ ქუჩაში სამათხოვროდ არ დადგება უეჭველი დაბრუნდება მშობელთან და შეაფარებს მას თავს აი მაშინ კი მშობელი უნდა შემოვიდეს ამ საიტზე და წეროს თავის შვილზე თუ რა კაი გოგო ან ბიჭი ყოლია. (ნუ ამას მშობელი არ გააკეთებს მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენს მინუსებს რო მშობლებიც ასე წერდნენ)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.