Facebook Fail

მეხუთე დღეა facebook-ზე ვეღარ შევდივარ!

არ მეგონა ასეთი დამოკიდებული თუ ვიყავი ამ სოციალურ ქსელზე, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველ დღე, დილიდან საღამომდე ფეისბუქის ჰოუმფეიჯს განუწყვეტლივ ვარეფრეშებ.

Still nothing… :(

Log in- ის დროს სისტემა მეუბნება:

facebookfail

საერთოდ, როდესაც სერვერების განახლება მომხდარა ეს 24 საათზე მეტ ხანს არასდროს არ გაგრძელებულა. ახლა კი 80 საათზე მეტია მე და ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენს ანგარიშებთან წვდომა არ გვაქვს.

ყოველმა ჩვენთაგანმა რამდენჯერმე მისწერა Facebook-ის დამხმარე ჯგუფს. არავითარი პასუხი არ მოგვსვლია..

აქტიური განხილვები და წუწუნი მიდის Get Satisfaction-ზე სადაც რამდენიმე თემა გაიხსნა ბოლო 5 დღეში.

ამ პრობლემის შესახებ დაწერეს: Cnet-მა, PCWorld-მა.

ჯერ არაფერი ისმის Mashable-ისგან, რომელსაც დღეს გავუგზავნე იმეილი და ალბათ უახლოეს დღეებში გაარკვევენ რა ხდება.

ოფიციალურმა Facebook-მა მხოლოდ დღეს აღიარა არსებული პრობლემა, რომელიც თურმე მონაცემთა ბაზებს ეხება.

ისინი დაგვპირდნენ რომ უახლოეს 24 საათში შეცდომები გამოსწორებული იქნება. მას შემდეგ 16 საათია გასული.

თუ ხვალაც არ მოაგვარებენ ყველაფერს, ინტერნეტში მასობრივი ბუნტი დაიწყება Facebook-ის წინააღმდეგ. სულ მალე ამაში ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთებიც ჩაერევიან.

ამ დღეებში მივხვდი რომ ჩემს ბლოგზე შემომსვლელთა ძალიან დიდი ნაწილი სწორედ Facebook-ის განახლებებიდან გადმოდიოდა. ვერ ვიტყვი რომ მკითხველმა დაიკლო, მაგრამ Facebook-იდან გადმომსვლელების რაოდენობა ნამდვილად “შეიფერთხა”.

გარდა ბლოგის სტატისტიკასთან დაკავშირებული პრობლემისა, ვერ ვანახლებ ვერც-ერთ ჩემს Fan-Page-ს.

ვერ შევდივარ ვერც ერთ თამაშში.

ეჭვი მაქვს, რომ ჩემი Pet-ი Pet Society-ში აბსოლუტურად გაძვალტყავდა. :D

რამე მიშველეთ!

13 Comments

  1. ფეისბუქის განახლებებიდან შემოვედი ახლა აქ :))

    რა გიშველოთ დარეგისტრირდი ოდნოკლასნიკში :D

  2. 10 წუთის წინ გამოვედი

    არანაირი პრობლემა არ შემქმნია არასდროს :)

  3. აუუ, მარრ რა დაემართა შენ ფეისბუქს? ის რაგაცეები გავარკვიე და სად მოგწეროოოოო?:((((
    ჩემი ფეისბუქსაც რაღაც ჩირს, მეუბნება გატეხილიაო.. რა ვქნაააა??

    1. რას ნიშნავს “გატეხილიაო”?

      დამიკოპირე რასაც გეუბნება…

      რომ ჩამერთვება მერე მომწერე ის რაღაცეები, ან e-mail-ზე

      sweet@sweet.ge

  4. აუუ, რა დაემართა შენ ფეისბუქს? ის რაღაცეები გავარკვიე და სად მოგწეროოოოო?:((((
    ჩემი ფეისბუქსაც რაღაც ჩირს, მეუბნება გატეხილიაო.. რა ვქნაააა?? ფასწორდი შევცვალე მაგრამ მაინც,, მირჩიეთ რამე:XX

  5. ჩემთანაც ხშირად შვება მასე, მაგრამ 5 წუტში ეგრევე სწორდებაა :)

  6. რავი მე არანაირი პროვლემა არ შემქმნია :?
    სვით შენი ფეთი ისეთი მშიერი და დასაბანი იყო :((( გული მიკვდება ბუზები რომ ახვევია ხოლმე :D
    ისე რაღაც პატარ პატარა ხაიები კი ქონდა ეს დღეებია …
    ხო და პახოდუ შენი ბლოგი ჭედავს მგონი 5 წუტი იხსნებოდა წეღან… :(

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.