დღის სიმღერა: World of Our Own

მახსოვს ეს სიმღერა პირველად რომ მოვისმინე რადიო ფორტუნა პლუსზე, რამდენიმე კვირა ვიტანჯებოდი, სანამ არ გავიგე, შემსრულებლის და სიმღერის სახელი.

რადიო მუდამ ჩართული მქონდა იმ იმედით, რომ იქნებ რომელიმე დიჯეის გამოეცხადებინა შემსრულებლის სახელი, მაგრამ რატომღაც თავიდან იმდენად პოპულარული არ იყო და არც ხშირად უშვებდნენ. არც Request Show-ში ითხოვდნენ მსმენელები, მე კი რომც დამერეკა ვერ მოვითხოვდი, სიმღერის სახელი არ ვიცოდი…

“დღის სიმღერა” თამაში იყო ფორტუნა პლუსზე: დღის განმავლობაში სამჯერ მოულოდნელად გაიჟღერებდა რომელიმე წინასწარ არჩეული სიმღერა; ვინც ჩაუსაფრდებოდა, სიმღერის დაწყებისთანავე დარეკავდა ეთერში და იტყოდა, რომ ეს არის დღის სიმღერა, ის ხდებოდა გამარჯვებული. ერთ დღესაც სწორედ ეს სიმღერა აირჩიეს “დღის სიმღერად” …და მე ვიყავი პირველი, ვინც დარეკა და გამოიცნო.

ინტროში, მეთორმეტე წამზე, რაღაც “ღძნნნ” ხმა რომ ისმის, მაგით მქონდა დამახსოვრებული და ამის გამო მოვახერხე ყველაზე სწრაფად გამოცნობა. რაღაც პრიზებიც მოვიგე, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ასე ტანჯვა-წამებით მოპოვებული ინფორმაცია გამომადგა და დამიფასდა. მერე შემსრულებლის სახელი გავიგე და “ვესტლაიფის” ალბომიც ვიყიდე – მათი თითქმის ყველა სიმღერა მიყვარდა.

ეს ხდებოდა 13 წლის წინ. სად იყო მაშინ Youtube :(

One Comment

  1. ვინ ვინ და westlife არასოდეს მევასებოდა. BSB, East 17, Take That, Boyzone, Five. აი ესენი.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.