დღე

დილით ავდექი 2 საათზე, ისიც იმიტომ, რომ ჩემმა ბიძაშვილმა გამაღვიძა – რაღაც დოკუმენტი გამიგზავნეო.
როგორც იქნა ავწიე თავი მაგრამ ევრ გავუგზავნე იმიტომ რომ ფაილი დაზიანებული იყო და მოკლედ მთელი პრობლემები…

მერე კომპიუტერმა ნერვები მომიშალა. მოზილაში ყველა ბუქმარქი წამეშალა. :(
ძაან გული დამწყდა :(
არ ვიცი როგორ აღვადგინო ეს ბუქმარქები. :(

მთელი დღეა ვარსკვლავების აკადემიის გასულ გადაცემებს ვუყურე და დავიგრუზე. ზოგი რა უნიჭოა. :(
ყველაზე მეტად დიტო მომწონს :უსერ: ძაან მაგრად იმრერა ყველა კონცერტზე.

მერე 5 დღის დაურეცხავ ჭურჭელს მივადექი. იმდენი იყო დაგროვილი რომ აეე…
მაგრამ გავედი ბოლოში უკვე. რამოდენიმე ქვაბი დამრჩა.
სახლიც დასალაგებელი მაქვს და საშინლად მეზარება.
ნატალისთნ დღეს არ წავალ სავარაუდოდ.

რამე კარგ ფილმს გადმოვიწერ და ვუყურებ.
movies.info.ge მომწონს. მაქედან კარგი სიჩქარით მოაქვს პირდაპირ ონლაინ რეჟიმშიც უპრობლემოდ ვუყურებ და რაც მთავარია, ინტერესების სია აქვს საიტს. ანუ აარჩევ შენთვის საინტერესო ფილმებს და ამატებ ინტერესების სიაში. მერე კი, როცა გჭირდება უცებ რამე კაი კინო, ძებნა აღარ გიწევს მთელ საიტზე. თან ამ საიტზე ინგლისური ფილმებიც დევს.
უკვე 5 გვერდიანი ინტერესების სია მაქვს. დღესაც რამეს უნდა ვუყურო.

აი, მაგალითად ამას:

ჩემი საშინელი ძიძა
კომედია, ფანტასტიკა, ზღაპრული (ფენტეზი)

გამოსვლის თარიღი:2005
რეჟისორი: კირკ ჯონსონი
ფაილის ზომა: 691MB
ხანგრძლივობა: 97წუთი
ხარისხი: TS
ენა: რუსული

აღწერა: დაქვრივებულ მისტერ ბრაუნს, შვიდი აუტანელი ბავშვი ჰყავს, რომლებმაც უკვე 17-ი ძიძა გააქციეს სახლიდან… მაგრამ ახლა ვნახოთ რას მოიმოქმედებენ ისინი ჯადოსნური ძალის მქონე ძიძა მაკფისთან…

მგონი კარგი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჟანრები ”ზღაპრული”, ”კომედია” და ”ფანტასტიკა” კარგად ჟღერს.

ამ ბოლო დროს დავაკვირდი რომ ამ ბლოგზე ყველაფერს ვწერ დღიურის გარდა. ანუ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას საერთოდ აღარ ვწერ. არადა ძაან კაი საწერია…
ამიტომ დავამატე ახალი მინიშნება: დღიური.

One Comment

  1. მაგარი აიტია ეგ მუვიზ ინფო ჯი, მაგრამ ჩემთან ძალიან ცუდი სისწრაფით მოაქვს, ონლაინში ყურებაზე ზედმეტია ლაპარაკი : (

    არადა კაი სისტემაა და ბევრი კაი ფილმი : (

    ბეჰ :შ

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.