დაშტამპულებო!

საერთოდ მჩვევია (და არა მარტო მე!) რომ ბლოგს ერთი შეხედვით დიზაინით ვიმახსოვრებ.

და რა ჯანდაბაა ეს ვორდპრეს.ქომის ბლოგები :(

ყველას ერთნაირი დიზაინი აქვს.

განსაკუთრებით ისეთები მიშლიან ნერვებს, ჰედერი რომ არ ეცვლება, ან ეცვლება, მაგრამ default-ჰედერი აყენია.

ერთ ბლოგზე გადავედი ბლოგროლიდან და თავი სულ სხვა ბლოგზე მეგონა, კინაღამ შეცდომით მივწერე სხვა კომენტარი…

დებილობაა!

სად არის თქვენი ორიგინალურობა და კრეატივი?

ან ბლოგერზე გადადით ან შეცვლადი დიზაინები დაიყენეთ…

wtf?

shtamp

20 Comments

  1. არადა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია დიზაინის შეცვლა [არჩევის პროცესი ნაკლებად : D] და მერე შენი გემოვნებით გაკეთება, მე მსიამოვნებს ყოველ შემთხვევაში : ))

  2. ნეტა მასწავლოს ვინმემ ამ ვორდპრესის სირული დიზაინის ნაცვლად სხვა რამე რომ დავაყენო და კი ბატონო. აღარ ვიქნები დაშტამპუულ :)

  3. დროებით ვარ ვორდპრესზე, მაგრამ ვცდილობ როგორმე განსხვავებული ბლოგი მქონდეს. ჰედერიც გავაკეთე (ეჰ მარტო ეგ რომ შველოდეს…). ბლოგსპოტი არ მომწონს რატომღაც.

    1. შენი დიზაინი მომწონს ოღონდ ფონტის ფერია ისეთი ვერაფერს ვკითხულობ :(

  4. გამარჯობა შენი!!!
    მთელი ერთი კვირაა მაგას ვუკირკიტებ, რომ რამე შევცვალო, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ვერ ცვლი!!!
    ეს ერთი…
    ახლა მეორე:
    ვორდპრესს იმდენი კარგი /დამატებითი/ ფუნქცია აქვს სულაც არ მინდა არსად გადასვლა!
    და გაბედეთ და დაშტამპული მიწოდეთ!!!

  5. ხო, ბლოგსპოტში დიზაინები იცვლება ) და ამით მისი დადებითი მხარეები მთავრდება. ვიყავი ბლოგგერზე(თავიდან) გადავედი და წელიწადზე მეტი ხანი ვიყავი ვორდპრესზე და არც ვნანობ. მოკლედ, მარტო იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული ჰქონდეს “ყდაზე” ვპ-ს ბლოგგერზე გაცვლა არ ღირს )

  6. მე თუ მკითხავ, დიზაინს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მთავარია თვითონ ბლოგი იყოს საინტერესო. ;)

  7. ისეთი სათაური აქვს პოსტს, რო მეთქი რამე ძალიან საინტერესოს და საოცარს წავიკითხავ თქო :D
    როგორც გამოჩნდა, უმრავლესობამ ტექნიკურად არ იცის ბლოგის გამართვა. ამიტომ, არაფერ შუაშია კრეატივის ნაკლებობა და “დაშტამპულობა”, რაც რავიცი, ძალიან ცუდი სიტყვაა :)))

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.