რჩევები და ხერხები

Sweet.ge-ს დამხმარე პოსტების არქივი. საუკეთესო ტუტორიალები!

FAQ: ბლოგის Email-ით გამოწერა

Q: როგორ გამოვიწეროთ E-mail-ზე სხვისი ბლოგი (მაგალითად – Sweet.ge)?

მარჯვენა მხარეს, თქვენ ხედავთ email-ის ჩასაწერ ველს, რომლის ქვემოთაც არის ღილაკი სახელად “გამოიწერე”.

თუ თქვენ ჩაწერთ ამ ველში საკუთარ email-ს და დააჭერთ ღილაკს, გამოვა პატარა ფანჯარა, სადაც უნდა შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი, რის შემდეგაც, email-ზე მოგივათ წერილი. თქვენ უნდა დაკლიკოთ წერილში არსებულ ბმულზე და თქვენი გამოწერა გააქტიურდება.

ამის შემდეგ sweet.ge-დან ახალ პოსტებს მიიღებთ email-ზე.

Q: როგორ დავამატოთ საკუთარ ბლოგს E-mail-ზე გამოწერის შესაძლებლობა?

ამისათვის თქვენ უნდა გადაიტანოთ თქვენი ბლოგის feed-ები feedburner-ზე.

Continue reading

2010 წელს საკითხავი 6 ვარდისფერი ბლოგი

ძალიან ბევრ უცხოურ ბლოგზე 2010 წლის დაწყებისთანავე გამოჩნდა ლისტ-პოსტები, თუ რომელი ბლოგების კითხვაა რეკომენდირებული ამ წელს. ძირითადად ყველა ისეთ ბლოგებს უწევდა რეკომენდაციას, რომლებიც მათ საკუთარ ბლოგებთან თემატურად იყო დაკავშირებული და მკითხველისთვის გარკვეულ წილად საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო.

ამ მოვლენამ მეც გამიჩინა იდეა, ჩამომეთვალა ის საინტერესო ბლოგები, რომლებმაც შესაძლოა ჩემი მკითხველი დააინტერესოს.

შესაბამისად, თუ ჩემი ბლოგის კითხვა გიყვართ, გადაათვალიერეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი ბლოგი და მომახსენეთ თქვენი აზრი თითოეული მათგანის შესახებ.

მაშ ასე, Sweet.ge-ს მიერ რეკომენდირებული 2010 წლის 6 ვარდისფერი ბლოგი: Continue reading

თმის დიფუზორით დახვევა

როგორ ვიხვევ თმას დიფუზორით?

  1. სველ თმას ოდნავ პირსახოცით შევამშრალებ
  2. ვისვამ wellaton-ის თმის ქაფ-მუსს. ვცდილობ ძირებში არ მოხვდეს – საზიანოა. უფრო ბოლოებში და მთელს სიგრძეზე.
  3. თავის წინ გადავხრი, ისე რომ მთელი თმა თვალწინ ვერტიკალურად ჩამომეყაროს
  4. ვიღებ დიფუზორიან ფენს და ვიჭერ ვერტიკალურად – დიფუზორით ზემოთ, ისე რომ თბილი ჰაერი სახეში მცემდეს
  5. თმის გარკვეული ნაწილის ბოლოებს ვათავსებ დიფუზორზე და ხელით ვიჭერ ზედ, რომ ჰაერმა არ გაფანტოს.
  6. ხელითვე ვცდილობ დიფუზორის “კბილებში” ჩავახვიო თმა და თან…
  7. ქვემოდან ზემოთკენ მოძრაობით ამაქვს დიფუზორზე დადებული თმის ბოლო შუბლამდე
  8. ასე ვიმეორებ რამდენჯერმე სანამ თმა არ გაშრება
  9. ბოლოს თუ მომინდა “ჩოლკას” სავარცხლით და ტუჩიანი ფენით ვისწორებ
  10. თუ არადა მაქვს ასე:

ვეძებ სპონსორ სილამაზის სალონს, ვინც ჩემს თმაზე პროფესიონალურად იზრუნებს!

დამიკავშირდით: sweet@sweet.ge

ბლოგის ბრენდინგი

ეძღვნება მარიანას, ჩემს ბრენდინგის ლექტორს

მიუხედავად იმისა რომ მარკეტინგის მეცნიერებები ყოველთვის მაინტერესებდა და გულმოდგინედ ვსწავლობდი, ESM-ში ბრენდინგის ფინალურ გამოცდაზე სამარცხვინოდ ჩავიჭერი. თომას გედის “4D ბრენდინგს” გავდიოდით, საგანი ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა, მაგრამ გამოცდაზე ტესტები პირდაპირ წიგნიდან იყო მოტანილი და წიგნის ეგრე დეტალურად წაკითხვა ძალიან დამეზარა.

დედაჩემმა ამ ჩაჭრის ამბავი რომ გაიგო, ისე ინერვიულა, კინაღამ გულმა დაარტყა. მისი აზრით, ნიშნები რადგან გამიფუჭდა, მარკეტინგის სფეროში ვერასდროს მივაღწევდი წარმატებას.

დედა, შეხედე ამ ბლოგს! უამრავი ადამიანი ხშირად მეუბნება კომპლიმენტებს მის ბრენდზე და პიარზე. დიდი ამბავი, მეოთხე კურსზე ბრენდინგში ნიშანი თუ ვერ მივიღე.

ახლა კი ვბედავ და ბლოგის ბრენდინგზე და მარკეტინგზე ერთი-ორი სიტყვასაც დავწერ.

ამ პოსტის იდეა ნატოშას პოსტმა შთამაგონა. ნატოშა ეძებს ახალ დიზაინს და ბრენდს, რომელსაც კარგად გააპიარებს და დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეცვლის. მე მის პოსტზე უკვე დავაკომენტარე საკმაოდ ვრცლად და აღარ მინდა აქ განვმეორდე. თუმცა იქ მხოლოდ დიზაინთან დაკავშირებული რჩევები მივეცი. ბლოგის ბრენდინგი კი ბევრად უფრო რთული მოვლენაა, ვიდრე ადვილად დასამახსოვრებელი ლოგო, მსგავსი ჰედერი და ფოტოსურათების watermark-ი.

ჩემი აზრით ბლოგის ბრენდინგი ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია მის პიარში და სამომავლო წარმატებაში.

წინა პოსტშიც დავწერე და აქაც ვიმეორებ – მთავარი კონტენტი მაინც არასდროს არ არის! ხანდახან შეფუთვა და რეკლამა უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ კარგი ხარისხის პროდუქტი.

მაგრამ სანამ პროდუქტის შეფუთვაზე გადახვალთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ მის იდეაზე.

ამაში თომას გედის ბრენდ-კოდიც დაგეხმარებათ, რომელიც ბრენდის ოთხი აბსტრაქტული განზომილებისგან შედგება: ფუნქციონალური, სოციალური, სულიერი და მენტალური. თითოეულზე უფრო ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი. Continue reading

როგორ ბლოგებს არ ვკითხულობ

რახან ბლოგერი ვარ, ძალიან ხშირად მეკითხებიან, ვკითხულობ თუ არა რომელიმე ბლოგს, ხანდახან თუ ჩემი პასუხი უარყოფითი აღმოჩნდება, მსაყვედურობენ კიდეც, როგორ თუ მაგას არ კითხულობო.

ერთმა პირდაპირ ის მკითხა, კომენტარებს რატო არ ტოვებ ჩემთანო. ჯერ ეკითხა, მის ბლოგს საერთოდ თუ ვკითხულობდი. :))

ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ დღეს გადავწყვიტე დავფიქრებულიყავი, თუ რა შეიძლება ვუპასუხო ადამიანს შეკითხვაზე –

რატომ არ კითხულობ [ჩასვით აქ ნებისმიერი ბლოგის სახელი/მისამართი, რომელსაც არ ვკითხულობ]?Continue reading