განცხადება

ახალი მედიის ფორუმი და თქვენ

12 და 13 ოქტომბერს, (ორშაბათს და სამშაბათს) მთაწმინდის პარკში ახალი მედიის ფორუმი გაიმართება.

ყველა ბლოგერს ვურჩევ გამონახოს დრო და წამოვიდეს ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაზე რომლის მსგავსიც კიდევ ცოტა ხანი არ ეღირსება ბლოგოსფეროს.

ახალი მედიის ფორუმი ტარდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს და მთაწმინდის პარკის  მხარდაჭერით.

დასწრება მოსაწვევებითაა და ამიტომ ყველას გირჩევთ, დარეგისტრირდეთ ფორუმის საიტზე:

NewMediaForum.ge

იქვე გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, ხოლო შაბათ-კვირას იმეილით მიიღებთ მოსაწვევს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან როგორც ქართველი ისე უცხოელი ექსპერტები, რომლებიც საინტერესო პრეზენტაციებს ჩაატარებენ ბლოგინგის, სოციალური მედიის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ.

იქვე ვიქნები მეც და ჩავატარებ სამ სემინარს, თემებზე:

  • პირადი ბლოგების ძალა
  • WordPress – საუკეთესო ბლოგ პლატფორმა
  • ის რაც ყველა ბლოგერმა უნდა იცოდეს

ყველას გელოდებით!

New-Media-Forum-Logo

blogroll.ge

ფოტოაპარატში არცერთი ახალი სურათი არ მაქვს. ნეტავ რას ვაკეთებდი? o_O

ახ გამახსენდა.

blogroll.ge-სთვის ტუტორიალებს ვამუშავებდი.

25-ში უნდა გაგვეშვა მაგრამ საიტი მზად არ იყო. wtf? დედლაინები ამხანაგებო :(

წუთი-წუთზე ველოდები როდის შემატყობინებენ რომ ვუშვებთ.

გიჟივით ვარეფრეშებ ყოველდღე იქნებ გამოჩნდეს :(

4-5 ტუტორიალი მოვამზადე. ახლა კიდევ ვმუშაობ…

ბლოგსპოტის მომხმარებლებო!

იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ რის შესახებ გსურთ ტუტორიალები იხილოთ blogroll.ge-ზე.

გაიხსენეთ როდესაც ახლები იყავით რა შეკითხვები გებადებოდათ და მომწერეთ კომენტარებში.

ძირითადი ტუტორიალები გავაკეთე და ახლა ისევ ვფიქრობ თემებზე.

ასევე შეგიძლიათ მომაწოდოთ თქვენი დაწერილი ტუტორიალები (კიკიტო! სად ხარ?) და მათაც გადავამუშავებ და დავდებ.

blogroll.ge-ს ტუტორიალების ბანკი ყველაზე დიდი იქნება ბლოგოსფეროში.

* * *

პარიკის გამყიდველმა ფული დამიბრუნა. ვაშა!

PayPal in Georgia: დელფის მეთოდი

თუ გსურთ საქართველოში შემოვიდეს PayPal-ი, შეუერთდით ამ გვერდს facebook-ზე და გაავრცელეთ მეგობრებში! ჩვენ 30,000 ხელმოწერა გვესაჭიროება!


PayPalმომილოცავს, მეგობრებო!

მე უკვე მაქვს ფეიფალის სრულფასოვანი ანგარიში და ამ პოსტის სრულად წაკითხვის შემდეგ, უკვე თქვენც გეცოდინებათ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს!

განახლება {15.12.11} ~ სხვადასხვა წყაროებისგან მომივიდა ინფორმაცია, რომ არცერთი ბარათი აღარ ემატება. მათ შორის არც AmEx.

თუ გსურთ Ebay-დან რამის გამოწერა, შემიძლია დაგეხმაროთ: დამიკავშირდით email–ზე

განახლება {01.03.10} ~ mmm-მ შეგვატყობინა რომ პროკრედიტის ბარათი მუშაობს უპრობლემოდ. დამატების წესი იხილეთ აქ: mmm-s კომენტარი

განახლება {21.01.10} ~ ნოდარ 7th შეგვატყობინა რომ პროკრედიტის ბარათი მუშაობს უპრობლემოდ. დამატების წესი იხილეთ აქ: ნოდარის კომენტარი

განახლება {10.01.10} ~ ზოგმა მკითხველმა შემატყობინა, რომ ფეიფალის შექმნის ეს მეთოდი აღარ მუშაობს.

თუ გაქვთ ამ მეთოდით გაკეთებული ფეიფალი, გთხოვთ, მოგვწერეთ კომენტარებში, რამდენი ხნის წინ გააკეთეთ და რა მეთოდით!

პირველ რიგში დაფიქრდით, მართლა გინდათ თუ არა გქონდეთ ფეიფალი. რადგან ჩემს მიერ ქვემოთ აღწერილი გზა გრძელია. და მოკლედ რომ ვთქვათ “საჩალიჩოა”.

მაგრამ თუ გადაწყვეტილი გაქვთ და ოცნებობთ გქონდეთ ფეიფალი მაშინ აუცილებლად განაგრძეთ კითხვა!

თუ ეს ტუტორიალი ოცნების ახდენაში დაგეხმარა, არ დაინანო რამდენიმე დოლარი!!!

გამომიგზავნე Paypal-ით: marusmari@gmail.com -ზე

Continue reading

ბლოგერების შეკრება კვირას

კვირას შევიკრიბოთ ვისაც გეცლებათ. 5-ზე.

ხინკალი ვჭამოთ. ინტელექტუალური ბლოგკემპები კარგია და სექტემბერში ეგეც იქნება დიიიიდი და ძალიან მაგარი! მაგაზე მერე დავწერ.

რაც შეეხება კვირას, შევხვდეთ და დავლიოთ და ვსჭამოთ!

მართალია ბლოგერების უმეტესობა ქალაქიდან გასულია, მაგრამ რაც ცოტანი ვიქნებით მით უკეთესი, ბევრ ხალხში ყოველთვის ბარდაგი იქმნება. სამაგიეროდ საბუნია ჩამოვიდა და ყველას მოგვენატრა.

რამოდენიმე ახალი ბლოგერი ნამდვილად ვიცი რომ მოვა – ვისაც გაინტერესებთ… ;)

და კიდევ…

ჩამოყარეთ სახინკლის იდეები.

ჩემი სიტყვა – ხინკალ-ცენტრს – ყველაზე გემრიელი ხინკალი მანდ აქვთ და წინაზე კაი იყო.

:love:

Update: განსაკუთრებით და დაჟინებით მოვითხოვ წამოვიდეს ქენდი :yes:

I won!

როგორც იქნა WPWebHost-მა გამოაცხადა გამარჯვებულები!!!

გავიმარჯვე, გავიმარჯვე, გავიმარჯვეე!!!!

ასეც ველოდი, მაგრამ ბოლო საათების მაინც მეშინოდა…

50 დოლარსაც მალევე გავათამაშებ, როგორც კი ფულს და პრიზებს გამომიგზავნიან.

სამწუხაროდ სულ 3 თუ ოთხი მონაწილე მეყოლება მაგრამ მით უკეთესი მათთვის – მეტი შანსი ექნებათ :D

მადლობა ყველას ვინც მეხმარებოდა, ვინც ხმა მომცა, ვინც მორალურად გვერდით მედგა!

ბლოგოსფერო ძლიერია!

Now it’s the moment you have all been waiting for – the contest result. Drumroll, please.

After one month of voting process, here are the winners of Public Favourite Category:

1st Prize Winner: sweet.ge (871 Votes)

2nd Prize Winner: zalukhu.com (522 Votes)
3rd Prize Winner: dhinata.com (361 Votes)

As for the Judges Favourite Category, the awards go to:

1st Prize Winner: asnio.com
2nd Prize Winner: solidentrepreneur.com
3rd Prize Winner: rarst.net