განცხადება

საახალწლო საჩუქარი ქართველი ბლოგერებისგან – Part I

რამდენიმე დღის წინ, თავში გენიალური იდეა მომივიდა: გამეკეთებინა ქართველი ბლოგერების საახალწლო მილოცვა დანარჩენი სამყაროსადმი.

იდეა ერთ-ერთ უცხოურ ბლოგზე ნაპოვნმა პოსტმა შთამაგონა, მაგრამ იქ ცოტა უფრო ბანძად იყო გაკეთებული და ამიტომ მათი შეცდომის გამოსწორება მე განვიზრახე. (პოსტის ლინკს შეგნებულად არ ვდებ, რომ ჯერ-ჯერობით  სიურპრიზის ეფექტი არ გავაფუჭო!)

მოკლედ 50-მდე ბლოგერს გავუგზავნე ამ პროექტში მოწვევის წერილი და უმრავლესობამ დასტურით მიპასუხა.

ყველას დავუგზავნე გარკვეული ფრაზები და მათი დავალება იყო რომ ამ ფრაზების მონაწილეობით გადაეღოთ კრეატიული ფოტოსურათები.

20-მდე ბლოგერის ნამუშევარი უკვე ჩემს ლეპტოპში ძევს და დამონტაჟებაც დავიწყე.

ისე მიხარია ვერ აღგიწერთ. კლიპის დამონტაჟებულ ნაგლეჯებს რომ ვუყურებ თვალზე ცრემლი მადგება…

უბედნიერესი ვარ, რამე ასეთ გრანდიოზულს რომ ვიწყებ და ხალხიც ამყვება ხოლმე.

დღეს ველოდები უმრავლესობის ფოტოსურათებს.

გთხოვთ არ დაიზაროთ და რამე უბრალო მაინც გადაიღოთ, თორემ ეს ვიდეო 10,000 ნახვას რომ გადააჭარბებს youtube-ზე, მერე გული დაგწყდებათ. :D

თანაც ყველა ბლოგერის ფოტოზე მისი ბლოგის ლინკი განთავსდება.

მაშ ასე, ყველამ გამოიგზავნეთ ფოტოები და დაელოდეთ ქართული ბლოგოსფეროს ისტორიაში ყველაზე ლამაზ და ამაღელვებელ მუსიკალურ ვიდეო-კლიპს!

ერთ-ერთი სურათი რომელიც ძალიან მომეწონა:

თორნიკე

თორნიკე

P.S. ვინც ჯერ კიდევ არ იცით ამ პროექტის შესახებ, მომწერეთ კომენტარებში და ვეცდები ჩაგსვათ სცენარში. ზოგმა ბლოგერმა უარი თქვა გუშინ და ფრაზები ჯერ კიდევ დარჩენილია…

(მონაწილეობისთვის აუცილებელია ბლოგის ქონა!)

P.P.S. კლიპი პირველ რიგში გაჩნდება Sweet.ge-ს ოფიციალურ Youtube-ს არხზე. ასე რომ თუ youtube-ზე დარეგისტრირებული ხართ, დამ--ეთ და თვალი ადევნეთ განახლებებს.

ფილმის სპეციალური ჩვენება – ბლოგერებისთვის!

კვირას, 27 დეკემბერს გაიმართება ახალი ფილმის “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2” სპეციალური ჩვენება ბლოგერებისთვის. კინოთეატრ ამირანში ონლაინ-ჟურნალისტის სტატუსით მიწვეული იქნებიან ქართველი ბლოგერები.

ჩვენებაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 26 დეკემბრის ჩათვლით, ამ ფორმის საშუალებით.

თუ თქვენ მოხვდებით მიწვეულთა შორის, ჩვენების წინა დღეს ელფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას და დამატებით ინსტრუქციებს.

მონაწილეობის მისაღებად თქვენი ბლოგი დარეგისტრირებული უნდა იყოს blogroll.ge-ზე 2009 წლის 23 დეკემბრამდე!

Blogger.com with Custom Domain

large-hosting

მთხოვეს დაწერეო ტუტორიალი დომენის მიბმის შესახებ, მაგრამ რომც დამეწერა უმეტესობა ვერ გააკეთებდა.

ამიტომ გთავაზობთ ასეთ ვარიანტს…

მთელი მუღამი იმაშია რომ ბლოგსპოტზე ებმება ჰოსტი და არა დომენი.

თუ ჰოსტი გაგაჩნიათ მაშინ ვერ ვხვდები რად გინდათ ბლოგსპოტი, როდესაც შესაძლებელია ვორდპრესის ძრავის დაყნება და მშვიდად ცხოვრება.

თუ ჰოსტი გაგაჩნიათ, მაგრამ მაინცდამაინც ბლოგსპოტი გსურთ, ჰოსტინგის სერვისი რომელიც Sweet.ge-ს (ანუ მე), Spieler.ge-ს და Tiny.ge-ს ემსახურება, იძლევა უფასო შეუზღუდავ ჰოსტინგს ყველა ბლოგერისთვის და შეგიძლიათ მოგვმართოთ!

აქვე მივაწერ, რომ ვორდპრესის ბლოგების ინსტალაციას/გამართვა, დიზაინების შექმნ შეგიძლიათ მე შემიკვეთოთ.

ამ ამბავში ჰოსტი არაფერ შუაშია, ეს ჩემს მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი მომსახურებაა.

ანუ საბოლოოდ – თქვენ გაქვთ შემდეგი ვარიანტები:

მიბმა .Com დომენზე:

1) თუ დომენი შეძენილი არა გაქვთ, შეგიძლიათ პირდაპირ ბლოგსპოტის ადმინკიდან შეიძინოთ და ის ავტომატურად მიებმება ბლოგს.

2) თუ დომენი შეძენილი გაქვთ, იგი უნდა მიაბათ ჰოსტინგს. მიბმის პროცესის შესახებ ადმინკაში არის ტუტორიალი და ჰოსტინგის არსებობის შემთხვევაში ეს ძალიან მარტივი პროცესია.

მიბმა .Ge დომენზე:

1) თუ დომენი შეძენილი არა გაქვთ, შეუკვეთეთ registration.ge-დან NS-ებში ჩაწერეთ თქვენი ჰოსტის მიერ მოცემული NS-ები (თუ ჩემი ჰოსტი გინდათ, მომწერეთ და მე მოგცემთ NS-ებს!)

2) თუ დომენი შეძენილი გაქვთ უნდა შეიძინოთ ჰოსტი რადგან რეგისტრაციისას NS-ები დაგჭირდებათ. (ან ისევ და ისევ აიღოთ ჩვენი ჰოსტი, რომლის NS-ებია: ns.alva.ge და ns2.alva.ge)

ვიცი რომ ეს არ არის სრულყოფილი ტუტორიალი, მაგრამ ამაზე კონკრეტულად ვეღარ დავწერ. ყველა ჰოსტს თავისი ადმინკა აქვს და თავისებურად დასჭირდება მიბმა.

Blogroll.ge – ბეტა

გილოცავთ ყველას! ეს დღეც დადგა.

ჩვენმა შრომამ უკვალოდ არ ჩაიარა. ბლოგროლ.გე-ს ბეტა ვერსია გაშვებულია და ჯერ-ჯერობით მყარად მუშაობს!

შეგიძლიათ ყველა დარეგისტრირდეთ და დაამატოთ თქვენი ბლოგები.

უკვე შეგიძლიათ ჩემი ბლოგის დაფავორიტება/შეფასება/კომენტირება: Sweet Blog

ასევე ნებისმიერი სხვა ბლოგის მოძებნა, რომელსაც აქტიურად კითხულობთ და გსურთ განახლებები ავტომატურად მოგივიდეთ.

მოგიწოდებთ ისარგებლოთ შეფასების სისტემით.

მე უკვე ჩამოვიარე ჩემი საყვარელი ბლოგები.

დანარჩენებსაც გელოდებით!

დახმარების ფორუმი & დისკუსიები

თვით – Blogroll.ge

ახალი მედიის ფორუმი – განახლება

დღეს გახდა ცნობილი პრეზენტაციების და სემინარების განრიგი და ასევე წამომსვლელთა ვინაობა.

ჩემი პრეზენტაციები ჩატარდება:

ორშაბათს, ამფითეატრში, 11:30 —12:30

პირადი ბლოგების ძალა ~ გაიგე რით სჯობს პირადი ბლოგები თემატურს, რა ძალას ფლობენ პირადი ბლოგების ავტორები, როგორ შევქმნათ საუკეთესო პირადი ბლოგი. დაესწარი საქართველოში ყველაზე პოპულარული პირადი ბლოგის ავტორის პრეზენტაციას და გაიგე მეტი ე.წ. ”პერსონალკებზე”.

სამშაბათს, ამფითეატრში, 10:00 —11:00

WordPress – საუკეთესო ბლოგპლატფორმა ~ ვორდპრესის ძრავი მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მოწონებადია პროფესიონალ ბლოგერებს შორის. გაიგე ტექნიკური დეტალები და ვორდპრესის შესაძლებლობები.

სამშაბათს, მწვანე პავილიონში, 15:30 —16:30

ის, რაც ყველა ბლოგერმა უნდა იცოდეს ~ გინდა პოპულარული ბლოგი გქონდეს? მკითხველების რიცხვი ერთი ათად გაგეზარდოს? მაშინ დაესწარი ამ პრეზენტაციას და შეიძინე ყველა ის აუცილებელი უნარ-ჩვევა, რაც ყველა ბლოგერს უნდა გააჩნდეს. ყველაზე პრაქტიკული რჩევები და ხერხები დამწყები ბლოგერის წარმატებისთვის!

მოსაწვევები უკვე დაგზავნილია. შეამოწმეთ იმეილები.

მთაწმინდის პარკში შევხვდებით!