FAQ: ბლოგის Email-ით გამოწერა

Q: როგორ გამოვიწეროთ E-mail-ზე სხვისი ბლოგი (მაგალითად – Sweet.ge)?

მარჯვენა მხარეს, თქვენ ხედავთ email-ის ჩასაწერ ველს, რომლის ქვემოთაც არის ღილაკი სახელად “გამოიწერე”.

თუ თქვენ ჩაწერთ ამ ველში საკუთარ email-ს და დააჭერთ ღილაკს, გამოვა პატარა ფანჯარა, სადაც უნდა შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი, რის შემდეგაც, email-ზე მოგივათ წერილი. თქვენ უნდა დაკლიკოთ წერილში არსებულ ბმულზე და თქვენი გამოწერა გააქტიურდება.

ამის შემდეგ sweet.ge-დან ახალ პოსტებს მიიღებთ email-ზე.

Q: როგორ დავამატოთ საკუთარ ბლოგს E-mail-ზე გამოწერის შესაძლებლობა?

ამისათვის თქვენ უნდა გადაიტანოთ თქვენი ბლოგის feed-ები feedburner-ზე.

Q: რა არის Feedburner-ი?

Feedburner-ი არის Google-ის უფასო Feed-ების მენეჯმენტის სერვისი, რომელიც გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ სტატისტიკა როგორც თქვენი გამომწერების შესახებ, ისე დაამატოთ ბლოგს email-ზე დაგზავნის ფუნქცია.

იმისათვის რომ ისარგებლოთ სერვისით, უნდა გქონდეთ Google-ის account-ი და შესული იყოთ სისტემაში.

ახალი ბლოგის დამატება ხდება სათაო გვერდიდან:

Q: როგორ უნდა გაიგოთ თქვენი ბლოგის Feed-ის მისამართი:

  1. დააჭირეთ next-ს.
  2. დაარქვით თქვენს ახალ feed-ს სახელი (სასურველია იგივე, რაც ბლოგის მისამართად გაქვთ გამოყენებული)
  • wordpress-ისთვის – http://sheniblogismisamarti/feed
  • blogspot-ისთვის – http://sheniblogismisamarti/feeds/posts/default
  • მონიშნეთ “პწიჩკები” და დააჭირეთ next-ს.
  • კიდევ ერთხელ დააჭირეთ next-ს.

Q: როგორ გავააქტიუროთ E-mail-ზე გამოწერის ფუნქცია?

თქვენი ახალი feed-ის მენეჯმენტის ინტერფეისში მოძებნეთ ქვემოთ ნაჩვენები ღილაკი და დააჭირეთ Activate-ს.

Q: როგორ გადავიტანოთ blogspot-ის ბლოგის feed-ი feedburner-ზე?

  1. შედიხართ ბლოგის Setting-ში
  2. შემდეგ გადადიხართ Site Feed-ში
  3. თქვენი ახალი feed-ის მისამართი უნდა ჩაწეროთ ველში – Post Feed Redirect URL.
  4. დააჭირეთ Save Settings

მეორე ველში არსებული კოდი კი მხოლოდ email-ზე გამოწერაზე გადასასვლელ ბმულს აგენერირებს.

როდესაც სერვისი გააქტიურდება, გამოჩნდება ორი ველი შიგ ჩაწერილი კოდებით. პირველ ველში არსებული კოდი აგენერირებს ისეთ email-ზე გამოწერის გრაფას, როგორიც მე მაქვს ჩასმული მარჯვნივ.

Q: როგორ გადავიტანოთ wordpress.org-ის ბლოგის feed-ი feedburner-ზე?

უნდა დააინსტალიროთ პლაგინი – Feedburner

Q: როგორ გადავიტანოთ wordpress.com-ის ბლოგის feed-ი feedburner-ზე?

იხილეთ ინსტრუქცია

10 Comments

  1. ჩემმა ფიდებმა საერთოდ აურიეს და ვერ გავიგე რისი ბრალია გადამისამართებას უკეთებს ბლოგროლზე, ისე აურია რომ არც ნეტვორკდ ბლოგსში ჩანს პოსტები, არც ბლოგროლზე, არც სხვა ბლოგებზე :((

    1. რას გულისხმობ “ვიჯეტების გადმოწერაში”? რომელი ვიჯეტების დაყენება გინდა?

  2. ხო ვიჯეტებს ვგულისხმობ უბრალოდ ჯერ აზრზე არ ვარ ბლოგის :(

  3. რახან მაგ თემაზე წავიდა საუბარი, იქნებ გამაგებინოთ ქართულზე როგორ გადავიყვანო ბლოგი (ენების ჩამონათვალში არაა :( ) და დიზაინი ჩემი სურვილით როგორ შევცვალო ანუ სხვების შექმნილი დიზაინი რომ არ გამოვიყენო :P

  4. კარგი, ახლა კი უფრო მარტივად.
    როგორ გამოვიწეროთ პოსტის კომენტარები???

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.