ბათუმი-(s)trip

28-ში დილის 8 საათზე დავადეთ თავი მე და გვანცამ და წავედით ბათუმში. მარშრუტკით მოგვიწია წასვლა. არადა ხუთშაბათს ღამე მატარებლით გვინდოდა, მაგრამ ბილეთები გაყიდული აღმოჩნდა.

მოკლედ წავედით და წავედით…

საშინელებაა მარშუტკით დიდ მანძილზე გადაადგილება. მაგრამ აქედან კარგი მარშუტკა შეგვხვდა. კარგი სკამებით და ხალვათად ვისხედით. არც ღიპიანი ბიძები არ მოგვისხდნენ გვერდით. გზაში გავსკდით ჭორაობით.

მაგრამ თქვენ არ გეტყვით რაზე ვჭორაობდით ^_^ იმიტომ რომ იდეაში ეს ფოტო-პოსტია.

დონ კიხოტი?

დონ კიხოტი?

გზად გავჩერდით აი ამ მშვენიერ ადგილას სადაც ნაზუქები ვიყიდეთ და მუხლი გავშალეთ… აი აი აი… ნეტავ მქოდნეს ახლა აქ ეს ნაზუქები. გემრიელი იყო :(

ნაზუქები

ნაზუქები

თონე

თონე

მერე კიდევ ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ… და ბოლოს გამოჩნდა ზღვა. ჯერ ქობულეთშიც არ ვიყავით შესული ეს რომ გადავიღე.

ზღვა გამოჩნდა

ზღვა გამოჩნდა

იქ ამიტყდა ფოტოების გადაღების სურვილი და ხან ჩემს თავს ვუღებდი, ხან – გვანცას..

დავიღალე

დავიღალე

მაგრამ ვცდილობ გავიღიმო

მაგრამ ვცდილობ გავიღიმო

ისეთი დაღლილი ჩავედი ბათუმში, ლოლასთან მისვლისთანავე დავეგდე და დავიძინე. მაგრამ ძილის წინ სურათების გადაღება მაინც არ დამვიწყებია საკუთარი თავისთვის :love:

დავიღალე

დავიღალე

Pretending to be asleep… მაგრამ დიდად არ განვხსვავდები მძინარისგან :D

Sweet Dreams

Sweet Dreams

საღამოს ლოლამ გამაღვიძა. ადექი გარეთ გავდივართო. თვითონ უკვე ჩაცმული იყო, თან მაგარ ნაშურ ვიდზე. :D

მე კიდევ რას ვგავარ ჰაჰააა თმა აბურდული და პლედში გახვეული.

Single & Married

Single & Married

ეს იგივე საღამოა. ოღონდ უკვე ჩაცმულ-დავარცხნილი ვარ. და რა საცოდავი სახე მაქვს :D

Eyes like yours

Eyes like yours

იმ საღამოს დასალევად წავედით. ლოლამ ტარაბუას გვერდით მდებარე თეთრ ბარში წაგვიყვანა.

აი საერთოდ არ ვაპირებდი დალევას, მაგრამ ერთი მარგარიტა და ორი მოხიტო ისე შემომესვა ვერც გავიგე.

შიგადაშიგ ტვიტერზე ვპოსტავდი ფოტოებს თუ ადევნებდით ვინმე თვალს. საუბედუროდ, უკეთესი ხარისხის ფოტოები არ მაქვს (არადა მოხიტო ლამაზი იყო), რადგან პირველ საღამოს ფოტოაპარატი არ წავიღე რატომღაც.

Moxito on Twitpic Empty Margarita on Twitpic

ეს ამბები კი უკვე ჩემი Facebook-ის სტატუსებიდან შეგეძლოთ გაგეგოთ. :D

მიუხედავად სიმთვრალისა, კომპიუტერის არქონისა და თბილისიდან ძალიან შორს ყოფნისა, მაინც ტვიტერზე და Facebook-ზე ვიჯექი მობილურით.

სახლში 3 საათზე მივედით და ეგრევე დავიძინე. გაპარტახებული ვიყავი ფაქტიურად :D

ჩვენი დღეები

ბათუმში ყოფნის მანძილზე აბსოლუტურად არაფერი არ გაგვიკეთებია.

ვიღვიძებდით, ვჭამდით, ვსვამდით, ვიძინებდით.

ერთხელაც არ გავსულვართ პლიაჟზე.

ჩემი და გვანცას “შეფიცული პირობა” რომ აუცილებლად გავიდოდით საბანაოდ და რომ ჩვენ კარგი გოგოები ვართ და დილით ადრე ავდგებოდით და ლოლიტას არ დაველოდებოდით და ა.შ კრახით დასრულდა.

დაჟე ლოგინების დალაგებასაც არ ვკადრულობდით, სანამ არ გავიაზრე, რომ გასულები როცა ვიყავით ლია (ლოლას დედა) გვილაგებდა ტანსაცმელებს. მერე დავილაგე ჩემი ტანსაცმელები – ძაან მომერიდა.

ჩემი საწოლი

ჩემი საწოლი

საჭმელი

ერთხელაც არ მიჭამია აჭარული. სამაგიეროდ ლიტერატურულ კაფეს შევეჩვიეთ და მიუხედავად იმისა რომ შეკვეთები 45 წუთის დაგვიანებით მოჰქონდათ, 3 დღე ზედიზედ იქ გავატარეთ.

მინდა ავღნიშნო რომ უუუუუუუუუუუუგემრიელესი ნამცხვრები აქვთ ყველა ლიტერატურულ კაფეში. მე ეს ალუბლის ნამცხვარი ავიღე.

Red berries tea on Twitpic Literaturulshi... on Twitpic

ლოლამ ატმის ტორტს გაუსინჯა გემო.

ატმის ნამცხვარი

ატმის ნამცხვარი

ამ პიცამ დაახლოებით 1 საათი დააგვიანა. კინაღამ მოვკვდით შიმშილით. თან გვერდითა მაგიდაზე 7 ბერძნული სალათი და 3 პიცა მიიტანეს. ნერწყვი გვდიოდა…

პიცცაააა

პიცცაააა

ალუბლის ნამცხვარი DSC02621

Love Her!

Love Her!

ძალიან მომეწონა წლევანდელი ბულვარი. სამწუხაროდ სურათები არ გადამიღია. მხოლოდ ეს ორი კადრი მაქვს პარკისა მაგრამ სიტყვაზე მენდეთ, მართლა ლამაზი იყო. ახალი რარაცეებიც გააკეთეს.

კიდევ ახალი ბულვარიც გაუხსნიათ მაგრამ ჩვენ ვერ მოვასწარით დათვალიერება.

პარკი1

პარკი1

პარკი2

პარკი2

რომ ჩავედით იმ საღამოს ბიანკას კონცერტი უნდა ყოფილიყო და მთელს ბულვარში ასეთი გოგოები იყო გამოფენილი.

Yay! Sexy! on Twitpic

ეს Facebook-ზე რო დავდე პანიკა ატყდა. მაგრამ მალევე მიხვდნენ რომ მუყაოს გამოსახულება იყო მხოლოდ და მხოლოდ, რომელთანაც ხამი ხელმარჯვე ბიჭები ფოტოსურათებს იღებდნენ სამახსოვროდ.

მიყვარს ასეთი სურათები

მიყვარს ასეთი სურათები

მოგზაურობა ქობულეთში

შაბათი აბსოლუტურ უსაქმურობაში და ძილში გავატარეთ. სამაგიეროდ კვირა საღამოს ქობულეთში წავედით.

ლოლამ Facebook-იდან გაიგო რომ Woolfspell-ა იყო ჩამოსული და მისი ნახვა უნდოდა. მე -გაცნობა.

აღმოჩნდა რომ პიკოლინა იყო კიდევ იქ მათთან ერთად.

ჩაიზე და ნამცხვარზე დაგვპატიჟეს. ბევრი ვისაუბრეთ სერიალებზე, განსაკუთრებით Sex and the City-ზე. მუდმივად გადაუჭრელი პრობლემა – გრეხია თუ არა რომ კაცმა უყუროს SATC-ს!

კაცებო მოგმართავთ – არანაირად არ არის გრეხი! :D

ხო ემრე ჩილიმი მოვწიეთ. ვაშლის. ჩემთვის პირველი იყო მაგრამ დიდი არაფერი. აზრი არა აქვს, ბოლი- ბოლია. გინდ გემრიელი იყოს და გინდაც – ნუ.

ვაშლის ჩილიმი

ვაშლის ჩილიმი

დამავიწყდა მეტქვა რო კიდევ ფორუმელი ლიშტოტა იყო იქ.

ლიშტოტა

ლიშტოტა

დაახლობით ღამის 12 საათი იქნებოდა ქობულეთის სადგურის წინ რომ ჩამოვდექით 3 “გზააბნეული” გოგო და რაიმე ტრანსპორტს ველოდებოდით.

უცებ წინ მარშუტკამ ჩაგვიარა რომელშიც დიდი ცოცხალი ძროხა იჯდა!

აბა სად ნახავ თბილისში მარშუტკიან ძროხას, ან ძროხიან მარშუტკას? მააგარი სანახაობა იქნება :D

ბოლო-ბოლო რაღაც ტაქსი გაიჩითა რომელსაც 15 ლარად შევუთანხმდით.

მაგრამ ისე  სწრაფად მიდიოდა (თან წინ ვიჯექი და უკეთ ვგრძნობდი სიჩქარეს) რომ ვუთხარი შეანელე თქო. ვითომ ვერ გაიგონა,,, კიდე ერთხელ ვუთხარი – ნელა ვიაროთ მეთქი. ნუ 120-დან 100-მდე ჩამოიყვანა. ხოდა ბოლოს ვეღარ მოვითმინე და იცოდე ფულს არ გადაგიხდი თუ ნელა არ ივლი მეთქი. მერე კი იკადრა და სულ 70-80 ით ჩამოგვიყვანა ბათუმში. ნაგლები არიან რა…

მგზავრობა თბილისისკენ

მარშუტკით მგრავრობა არ ვარგა არა!

თან გასართობი არაფერი გაქვს, თან არაკომფორტული სავარძლები თუა მითუმეტეს. აქეთობისას ეგეთი მარშუტკა შეგვხვდა. ფეხები მოხრილი გვქონდა მთელი გზა და სადღაც ჯანდაბაში შეწყობილი.

ჩვენ ზუსტად მძღოლის უკან ვისხედით და ის ეკრანი ზუსტად ჩვენს თავზე ეკიდა და წესიერად ვერ ვუყურებდით მაგრამ ხმა კარგად ისმოდა. ფაბრიკა ზვიოზდის კონცერტი ჩაგვირთეს.

დავიღალე…

სახეწაშლილი

სახეწაშლილი

ეს ის ადგილია სადაც მარშუტკები ”მოსაფსმელად” ჩერდებიან. დაახლოებით ნახევარი საათი ვიდექით. რით ვერ მოფსეს არ ვიცი…

babes

babes

სამივეს ვარდისფერები რომ გვაცვია :user:

DSC02684ladies in pink

რა გამხდარია :(

რა გამხდარია :(

მერე მე დავიძინე და დიდად აღარაფერი გამიგია.

სახლამდე რომ მივაღწიე ეს დამახვედრეს… :user:

თონე

My New Love

მაგრამ ამაზე სხვა პოსტში…

16 Comments

  1. დაიღალე თუ დაისვენე საბოლოოდ? :D
    ეე რამაგარი ლეპტოპია :) შეუკვეთე თუ სადმე მოიგე?

  2. ეგ ნაზუქები ვიცი, საშინლად არ მომეწონა, მაგარი უგემურია, ეგ რომ გავსიჯნე მერე დავაფასე ჩემი სოფლის ნაზუქი ,

  3. აუ ლეპტოპი :love:
    კიდევ კარგი გუშინ არ წამოიღე, თორემ წაგართმევდი :D

    პ.ს. გაოგნებული ვარ, რომ ზღვაზე არ ჩახვედით :D

  4. ზღვაძე როგორ არ ჩახვედით, მეც გაოგნებული ვარ O_O . არასდროს არ ვყოფილვარ ზღვაზე, ჩასვლის და ბარგის დადების პირველივე წამებში ზღვაში როარ ჩავქანებულიყავი:)

  5. 2 წელია ბათუმში დავდივარ და ზღვაზე ერთხელაც არ ჩავსულვარ :D

    ტრაბზონშიც რომ ვიყავით სულ არ მომდომებია.

    რა მინდა ზღვაზე :D

    1. ხოო… რა გინდა ზღვაზე :D წელს მეც ვიყავი შენნაირად ბათუმში და ზოოპარკში ვიყავით მე და ჩემი მეგობარი :D:D:D:D

  6. ლოლა შავ კოქტეილის კაბაშI ზესექსუალურია. მაგ თეტღ ბარს მთელი ზაფხული ვუმიზნებდით და მხოლოდ ჩემი წამოსვლის წინა საღამოს წავედით.

    ლიშტოტა- ამაზე აქ არ დავწერ მაინც რავიც. :D ამდენ ქალებშI თეთრი ყვავივით ვიქნები ჩემი მოსაზრებით.

    ფოტოები ძალიან მაგარია. ლია დეიდა უმაგრესი ადამიანია.

    იქ გეძIნა შენც სადაც მე. :D გული დამწყდა რომ ტქვენთან ერთად არ ვიყავი. ნაზუქებზე ვდებილდები. მეც ვიყიდე და მარტომ ვჭამე ლოლას არ უყვარს თურმე. ლიტერატურული რა ტრაკში პერო დვიჟენიაა ლოლ

    ლოლამ შენც შეგაყვარა მარგარიტა კოსმოს ნაცვლად?? :D

    ხოდა ისა ბოლოს
    ლავ იუ ოლ!!!

    1. არა რა შემაყვარა, პროსტა იმ საღამოს კოსმო არ ჰქონდათ…:user:

  7. აუ ლეპტოპი მაგარია რა! მომწონს თან მაგრა! ვარდისფერი ყველაფერი მომწონს მე! :D :) წარმომიდგენია როგორ დაიღლებოდი აქეთობისას! :(

  8. მაინც მაგრად დაგისვენია :) მომეწონა ფოტოები :) მაგარი ლეპტოპი გაქვს :) ნაზუქზე ვაფანატებ :D :)

  9. გამარჯობა . ყველაფერი კაი მაგრამ…. პიცა არ მომეწონა . რა ღირდა ? იყიდეთ თუ გამოაცხვეთ ?

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.