And the BIG Question goes

Suggestion-ებს გადავხედე ამას წინათ და ყველაზე მაღალი რეიტინგი ბლოგების მიმოხილვას აქვს. მინდოდა დამეწერა ზოგიერთი კარგი ბლოგის შესახებ, მაგრამ ერთი შეკითხვა დამებადა რასაც ვერაფრით გავეცი პასუხი.

რატომ კითხულობთ ჩემს ბლოგს?

რა გაიძულებთ ყოველ დღე აკრიფოთ ბრაუზერში sweet.ge და მიუხედავად იმისა რომ ხანდახან ჩემი ბლოგი მართლა ჭედავს მოთმინებით ელოდოთ მის სრულად ჩატვირთვას?

რატომ გაინტერესებთ ჩემი ცხოვრება? მე ხომ სხვა არაფერზე ვწერ…

ჩემთვის გასაგებია, რატომ კითხულობთ დოდკას, იმიტომ რომ ის ყოველთვის კონკრეტულ საკითხებს საინტერესოდ განაზოგადებს. მე კი მხოლოდ კონკრეტულზე ვჩერდები და სიღრმისეულად არ ვაანალიზებ იმას, რასაც ვწერ.

გასაგებია რატომ კითხულობთ თინის, იმიტომ რომ მის ბლოგზე ყოველთვის არის საკმარისი რეალური დრამა ან დრამისგან recovery, იმიტომ რომ ყველა ადამიანს სჭირდება მძაფრი შეგრძნებები. მე კი მხოლოდ ამ დრამების შექმნაში ვარ, რადგან ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად უდრამო, მშვიდი და მოსაწყენია.

გასაგებია, რატომ კითხულობს ხალხი თომუშკას, იმიტომ რომ ის აბსოლუტურად ყველანაირ საზოგადოებრივ თემას განიხილავს და შემდეგ კონკრეტულ შეკითხვებში აყალიბებს, ხალხს კი მოსწონს გამარტივებული ცხოვრება. მე კი ვერ ვიტან ზოგად თემებს და კიბერსექსს.

გასაგებია, რატომ კითხულობს ხალხი სოფის. იგი ყოველთვის სითბოს ასხივებს და თან კონსტრუქციულად აყალიბებს თავის აზრს. მე კი კონსტრუქციულობასაც მოკლებული ვარ და ზოგჯერ უხეშობაშიც გადავდივარ.

გასაგებია, რატომ კითხულობს ხალხი ყვავას. იმიტომ რომ იქ წასაკითხი არაფერია. მე კი ხანდახან უსაშველოდ გრძელ პოსტებს ვწერ.

გასაგებია, რატომ კითხულობს ხალხი პიკოლინას… well… actually… არ არის გასაგები :D მაგრამ ხო არის ხალხი ვინც  კითხულობს?

გასაგებია რატომ კითხულობს ხალხი თაზოს ბლოგს. იმიტომ რომ ის პროფესიონალია. მისი ბლოგი კი საკმაოდ სერიოზულია. მე კი… God dammit!

მე ვარდისფერი ბლოგი მაქვს! ვარ-დის-ფერი!

რატომ მკითხულობთ? რატომ მოგწონვართ? ან თუ არ მოგწონვართ რატომ გძულვართ?

Why do YOU read ME???

sorry guys, ამ პოსტში ბექლინკები არ იქნება.

47 Comments

  1. ნე ხუია სებე სულ გამოშტერდი შენც ხოო???
    არაფერი არ მესმის ნუთუ ქალაქში ისე დაცხა რომ ტვინები გამოგიშრათ??

    1. აბა აქ რა გინდა???

      პ.ს. თუ შეიძლება სახელი შეიცვალე. ;)

  2. ინტრიგა და სკანდალი მარის ბლოგზე…. :ევილ:
    რავიცი, პირადად ჩემთვის სერიალივითაა :D

  3. სხვა საქმე რო არ მააქვს მაშინ შემოვდივარ ხომე და ეგ ხშირად ხდება :user:

  4. იმიტომ რომ კარგ ხასიათზე ვდგები ხოლმე
    ადრეც გითხარი რომ ძალიან დადებითი ადამიანი ხარ
    მოკლედ კარგი ხარ

  5. აჰა ესე იგი ჯერ ჯერობით შეგროვდნენ:
    1 უსაქმური
    1 სერიალების და ინტრიგების მოყვარული
    1 დაქალი რომელიც თავის გიჟ დაქალს ყურადღებას აქცევს
    1 ჩუმად მძრომიალე ადამიანი რომელიც ირწმუნება რომ არ დაძვრება
    და 1 რომელსაც უყვარს კარგ ხასიათზე ყოფნა

    :love:

    I am troubled. I am gonna take a moment! :D

    1. მაგ სიას ერთი მკითხველი მიუმატე, რომელმაც იცის რატომ კითხულობს შენს ბლოგს :პ
      და თუ ვერ მიხვდი კიდე, ერევანში რომ ვიყავით და იამ რომ კომენტარი დაგიწერა,ის გადაიკითხე : )

  6. nda, ჯერ ერთი თუ ვინმე არ მოგწონს არ ნიშნავს რომ ის გძულს :)
    ამიტომ შეკითხვა არასწორადაა დასმული :)

    ზოგადად მე კი არ მიყვარს პირადი ხასიათის ბლოგები, რაც უფრო პირადია მით უფრო უკურეაქცას მაძლევს :) ტარაკანები ჩემს თავშიც მეყოფა სხვებისა რომ არ ვიკითხო :D :D

    1. ანუ კითხულობ თუ არ კითხულობ?
      მოგწონვარ თუ არ მოგწონვარ?

      ვერ გავიგე…

      თუ ფაქტის კონსტატაციას ახდენ?


      ა ხო და კიდევ ეს:

      როცა ვიღაცა არ მოგწონს მაგრამ არც გძულს ეგ იმას ნიშნავს რომ გკიდია. და თუ გკიდია მის ბლოგზეც არ შეხვალ. პროსტა არ გაინტერესებს.
      მაგრამ როცა შედიხარ და გაინტერესებს და კითხულობ, ესე იგი ან მოგწონს ან გძულს.

      როგორც ერთმა ცნობილმა ბლოგერმა დაწერა – “Love me or Hate me it’s still an obsession”.

    1. “თუ არ მოგწონვართ რატომ გძულვართ?”

      რატომ?

  7. რა ვიცი აბა… ჩერეზ ნატოშას ბლოგით მოვხვდი ერთი თვის წინ აქ და მას მერე მეკითხინება… :)

  8. აჰაჰაჰა რა მაგარი როჟა ვარ ეე :D
    მაღიარე როგორ სუპერ დაქალი და ბლოგზე მას არეულობის მომწყობი :D

  9. მშვენიერი განსახილველი თემაა

    მაგრამ გასაკვირი არაფერია, რატომ კითხულობ მარ მხატვრულ ლიტერატურას?
    რატომ იკითხება დედოფალი მარგო, ლამაზი მეგობარი, სამოსელი პირველი და ასე შემდეგ
    იმიტომ რომ იქაც ყველაფერი ადამიანებზეა
    და დამიჯერე ადამიანებს ისე არაფერი აინტერესებთ დედამიწაზე, და ისე არაფერი იზიდავთ როგორც ადამიანები.
    მეც მაგიტომ ვკითხულობ, ძალიან ბევრი ბლოგი დავიწყე, ისევე როგორც დავიწყე ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობა
    მაგრამ უმეტესობა ამ ბლოგთაგან ისევე მივატოვე, როგორც უმეტესობა იმ ადამიანთაგანაც რომელიც არ მაინტერესებდა.
    ყველა ადამიანს ჩვენი ბზიკები გვაქვს, ვარდისფერია ეს ბზიკები თუ ფერადი, მაგრამ ყველა ადამიანი რაღაცით საინტერესო ვართ სხვებისთვის.
    ხოდა აი ეს რაღაცა აკავებს მკითხველებს შენს ბლოგზეც …

    დისერტაცია დავიცავი :)

  10. მე აბსოლუტურად ყველა პოსტს ვკითხულობ, რასაც კი გუგლ რიდერი მიგდებს.

    და ანუ ყველა GR–ში არსებულ ბლოგს ვკითხულობ.
    და რომ დავფიქრდე იმაზე, თუ რატომ ვკითხულობ, მაშინ აღარ მომინდება წაკითხვა და მივატოვებ.

    რატომ გაგიჩნდა ეს კითხვა???
    თან ახლა???
    უკვე ამდენი ხანია ბლოგერი ხარ და ახლა რატომ დაფიქრდი ამაზე???

    1. კაი მაშინ:

      რატო ამატებ ბლოგებს გუგლ რიდერში?
      რა კრიტერიუმის მიხედვით?

      :D

  11. მმ, ორი მიზეზის გამო:

    1. To catch up [საჭირო არაა ყოველდღე იკითხო “რახდება შენკენ” :D ]
    2. პროფ.ბლოგერულ პონტში, მეზარება ახსნა, მოკლედ მიხვდები ალბათ

  12. რა კრიტერიუმით და იმით, რომ ეწოდება ბლოგი და ოდნავ მაინც შეესაბამება ბლოგის ფუნქციებს.

  13. იმიტომ ვკითხულობ რო ზოგჯერ ძაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააალიან მეცინება ამ ბლოგის კითხვისას

    სიცილი კიდევ კარგია :))))))))))))))))))))

  14. +1 სიქრეთს =] საქმე არ მაქ… თან რავი… შიგადაშიგ ხასიათზე რო ვარ შეილაბა კამათის Opportunityც გაეძროს =] რაიცი რახდება :D

  15. ადვილი მისახვედრია ;) ზუსტად იმიტომ გკითხულობ შენ, რომ ვინც ზემოთ ახსენე, იმათგან განსხვავებულ პოსტებს წერ, აბა ყველა ერთნაირი მოსაწყენი იქნებოდა, შენც იცი, პრინციპში :) ზოგჯერ ვარდისფერი ძაან განმტვირთველია და თან თავს ვაჯერებ, რომ საქართველოშიც არსებობს კოსმო-ცხოვრება და რამე :ლოლ: :D :D :D

  16. sweet ცხოვრება ვარდისფერ ფერებში ბევრად უფრო საინტერესო და ლამაზია….. რთულია ღამის 1 2 საათზე ვიღაცის დეპრესიული შინაარსის პოსტის კითხვა. შენთან კი ყოველთვის იმედი და ბედნიერებაა….ხშირად ვკითხულობ და ყოველთვის კარგი განწყობით ვტოვებ შენ ბლოგს დიდი მადლობა ამისთვის

  17. ავტომატურად ვაჭერ ლინკს მარცხენა გვერდით პანელში და ავტომატურად ვკითხულობ : ))) განსაკუთრებით შენი დრამატული პოსტებია მაგარი : )))

    თავის დროზე იმიტო ჩაგამატე რომ ქართველი ბლოგერი იყავი.
    მარა მაშინ ძაან სენტიმენტალური პოსტები გქონდა ; )))

  18. საინტერესო კითხვაა…შეიძლება ზოგი რამ არ მომწონდეს(პირველიგში ის,რომ ინგლისურ სიტყვებს ხშირად იყენებ..მოგწონს ის სერიალი,რომელიც ჩემი აზრით არ უნდა გაეშვათ ქართულ სატელევიზიო სივრცეში…არაფერს არ იძლევა ეს სერიალი…უფრო სწორედ ადამიანში ცხოველურ ინსტინქტებს აღვიძებს…)მაგრამ როგორც ადრე გითხარი კოტე ჩემის დის კლასელი იყო…საკმაოდ დიდი ხანია რაც ვიცნობ…სასიამოვნო აღმოჩენა იყო მისი მეუღლის ბლოგსფეროში ხილვა…შენ მიერ ჩამოთვლილი ბლოგებიდან თითქმის არცერთს არ ვკითხულობ…და არც არავინ მძულს,და არც არავინ მიყვარს აქ(როცა ადამიანს არ იცნობ,როგორ შეიძლება რაიმე გრძნობა გქონდეს მის მიმართ)…ზოგს უაზროდ აქვს აკვიატებული ამათუიმ ბლოგის კითხვა…რაოდენობა ხშირ შემთხვევაში არ განსაზღვრავს ხარისხს…ჩემთვის მთავარია რას იღებენ ჩემი ბლოგიდან ადამიანები…

  19. “რაოდენობა ხშირ შემთხვევაში არ განსაზღვრავს ხარისხს…” უი, ეს რა კარგი რამაა. სულაც არ ვკითხულობ ყოველდღე. ზოგადად ბლოგი ერთგვარი დროის გაყვანის საშუალებაა, თუ პირადია. როცა სამსახურში სხვა საიტი არ იხსნება, გუგლ რიდერი მშველის (მარა შენს ბლოგს არ მიხსნის). თან როცა სხვის ბლოგს კითხულობ, ზოგჯერ რწმუნდები, რომ არც ისე უბედური ხარ ან პირიქით, პოზიტივით ივსები, გააჩნია userს და პოსტს :D

  20. უმაგრესია შენი ბლოგი…ვკითხულობ იმიტომ რომ მეკითხვინება და მორჩა!მეკითხვინება იმიტომ რომ რაღაც არის მასში საინტერესო ,როგორიც არ უნდა იყოს იგი….ყველაფერი ინდივადუალურია და აქ თუ ვინმეს შენი შურს ,ეგ რამედ არ ითვლება!მე ყოველი შენი ნაწერი წაკითხული მაქვს და უბრალოდ მომწონს,მეტს ვეღარ ავხსნი,რადგან ვერ ავხსნი იმას რაც არ იხსნება…………

    1. Woooooow! ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა :))
      ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს ვისაც ამ ბლოგზე ყველა ჩანაწერი აქვს წაკითხული.
      მადლობა :)

  21. კარგი ბლოგი გაქვს და უნდა დაგამატო ჩემს ბლოგ ლისტში , თუ ბანერებსაც გავცვლით მაგაზე მაგარი არ არაფერი იქნება.

    1. ბანერებს არ ვდებ საერთოდ მაგრამ ლინკებში ჩაგამატებ მეც.

      პ.ს. ახლა დროებით არ ჩანს ლინკების გევრდი მაგრამ ვმუშაობ მაგაზე რომ გამოჩნდეს :)

  22. აუ შენი ბლოგი ძაან მიყვარს ყოველდღე შემოვდივარ. რატომ?

    მიყვარს შენი ბლოგის კითხვა საინტერესო რაღაცეები წერია. თან ლამაზია..
    და სხვა ბლოგებისგან განსხვავებული

  23. მოკლედ,

    ლ2 სერვერი გათიშულია…
    არ ვიცოდი რა მექნა… საქმის კეთება მეზარება იმიტომ, რომ ცხელა…
    ავდექი და შევედი მსნ-ში… დავინახე გოშა, რომელსაც უწერია “yvela bozi qalis dedas sheveci”… ნუ გასაგებია ყველაფერი თქო და ზუსტად ქვემოთ არის სვითი რომელსაც ლინკი უგდია და უწერია “love my creation და დიდი ძახილის 3 ნიშანი” რაც იმას ნიშნავს რომ რაღაცაზე შეიძლება ვიკაიფო…
    ავდექი მივაჭირე და პოსტის წაუკითხავად გადავხედე კომენტებს… წაკითხვა დამეზარა და პირდაპირ დავპოსტე რატომაც შემოვედი აქ

  24. მიყვარს ეს ბლოგი <3 იმიტომ ვკიტხულობ რომ მაინტერესებს ! რატო მაინტერესებს არ ვიცი.. უბრალოდ ძალიან მომწონს როგორ წერ და შენი ძალიან ბევრი პოსტი საინტერესოა ჩემტვის და ბევრ რამეში დამხმარებია :) :*

  25. shen ratom kitxulob kosmopolitens?

    me magisi gamowera da yidva da
    kiarda yidva da gamowera da kitxva da tvaliereba mezareba

    da akkide armezareba

    oda
    ase

    chemi kosmopoliteni egaris

  26. ვისი ბლოგიც ჩამოთვალე
    არცერთს არ ვკითხულობ !!!!!!!
    რატო შემოვდივარ?
    უბრალოდ აქ რომ შემოვდივარ შემიძლია მთელი ღამე გავათენო პოსტების თვალიერებაში.. ძალიან ბევრი პოსტი მაინტერესდება შემოვდივარ და ვკითხულობ..
    უბრალოდ დროც გამყავს და ბევრ რაღაცასაც ვიგებ ახალს და საინტერესოს..
    თან ვარდისფერი ბავშვობიდან მიყვარს ახლა ოდნავ გადამიარა მანიამ მაგრამ მაინც.. და თან მშვიდად ვარ შენს ბლოგზე და .. რავი.. უკვე მართლა ისე ვარ რომ, მგონია რომ შემხვდე ძველი ნაცნობვით.. გავიხსენებ(თ) ამბებს.. მაგრამ მარტო შენსას,. რადგან ჩემები არ იცი.. უბრალოდ არ ვიცი როგორ ავხსნა. ვწერ სვით.ჯის როდესაც მინდა სიმშვიდე ვარდისფერი ფერები და საინტერესო პოსტები :*

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.