#8: გააუმჯობესე სხვისი ბლოგი

ბლოგერების უმეტესობა დროის 80%-ს საკუთარი ბლოგების დახვეწა-გაუმჯობესებაზე ხარჯავს.

წარმოიდგინეთ, რა შედეგი იქნებოდა, თუკი სხვის ბლოგსაც დაუთმობდით დროის მცირე ნაწილს.

განსაკუთრებით კი წინა დავალების შემდეგ – ვინც დავალებებს აკეთებდით, თითქმის ყველამ აირჩიეთ მეგობარი ბლოგერი. დადგა დრო, რომ მისთვის რამე სასარგებლო გააკეთოთ!

ვისაც მეგობარი ბლოგერი არ გყავთ, აირჩიეთ რომელიმე ბლოგი და მასზე მოახდინეთ ფოკუსირება.

შესაძლოა ამ წამოწყებამ ახალ “ბლოგურ კავშირს” დაუდოს საფუძველი.

როგორ გავაუმჯობესოთ სხვისი ბლოგი?

– როგორც გინდათ! რასაც აკეთებთ თქვენი ბლოგისთვის, ყველაფერი შეგიძლიათ გაუკეთოთ სხვას.

სიამოვნებით მოვისმენ თქვენს იდეებს თუ როგორ შეიძლება სხვისი ბლოგის გაუმჯობესება, ამიტომ აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში!

რამოდენიმე მაგალითი ჩემგან:

  • დაწერეთ მის ბლოგზე ხარისხიანი პოსტი, რომელიც მის მკითხველებს რამეში გამოადგებათ – ტუტორიალები, რჩევები და ა.შ.
  • დაწერეთ მის პოსტებზე ხარისხიანი / გამოსადეგი / დამხმარე კომენტარები
  • დალინკეთ ბლოგი და გაუზიარეთ თქვენს მკითხველებს მისი პოსტები
  • გააპიარეთ სოციალურ მედიაში
  • მისწერეთ რჩევების იმეილი – რა თემაზე დაწერილ პოსტებს ისურვებდით მის ბლოგზე
  • მისწერეთ იმეილი, სადაც გაუზიარებთ თუ როგორ და რატომ მოგეწონათ მისი რომელიმე პოსტი

სიის გაგრძელება უწყვეტად შეიძლება. უბრალოდ დაფიქრდით რა სჭირდება არჩეულ ბლოგს და თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ.

რჩევა: 20 სხვადასხვა ბლოგზე კომენტარების წერას ჯობია ერთი ბლოგი აირჩიოთ და საკითხს გულდასმით მიუდგეთ. რადგან მთავარია, რომ ამორჩეულ ბლოგს მართლაც რაიმე მნიშვნელოვანი შესძინოთ.

თუ თქვენს ძალისხმევას ბლოგის ავტორი ვერ შეამჩნევს, არ იდარდოთ ამაზე.

გარდა იმისა, რომ სხვა ბლოგერის ბლოგს გააუმჯობესებთ, პროცესში ცოტა დადებითი კარმაც მოგემატებათ. :)

ამ დავალებას ცალკე პოსტად ვერ დაწერთ, ამიტომ უბრალოდ კომენტარებში მომიყევით, რომელი ბლოგი აირჩიეთ და რა კრეატიულ ხერხებს მიმართეთ მის გასაუმჯობესებლად.

18 Comments

  1. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, ძილის წინ იმაზე იფიქრე: “აბა მე დღეს ვის რა ვარგე”! სულ მავიწყდებოდა… აწი გამიადვილდება ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით :D:D:D თან პოსტშიც თუ დავწერ, ვის რა გავუკეთე სასარგებლო = Stats :P

  2. მე დიზაინის მხარეს მივხედავ, უკვე მაქვს იდეა, ეხლა შემოვიდეს დამიდასტუროს მთავარია, თU მოეწონა გავაკეთებ :))

  3. გამაუმჯობესეთ კი არა და დომენი მინდა ავიღო. ის მითიური ბლანკიც შევავსე და დღეს კავკასუს მივაშურე. რაღაცეები მებოდიალეს 90% ვერ გავიგე. ბლოგი რა არისო ისიც მკითხეს:( ბოლოს რომ ავუხსენი რა დოზანაცაა ბლოგი ააააა ხო მაშინ . blogger.com ისგან რაღაც უნდა მოიტანო და მერე ჩვენ NSს თუ რაღაც ოხრობას მოგცემთო.და მერე ეს შენს საიტზე უნდა დაატყენოო. SOS ჩინურია ჩემთვის ეს ყველაფერი. არადა ge დომენი მინდა:) რა წყალში ჩავვარდე და სად ჩამოვიხრჩო თავი აღარ ვიცი . იხსენით ჩვენი სულები კი არა და მიშველეთ რამე.
    :მოწყალებისმომლოდინე სმაილიკი

    1. მაგატი ნს-ები არ მიდის ბლოგზე, გუგლის ნს-ები უნდა მიუტანო პირიქით მაგათ, რაც მე ვერ გავარკვიე და არავინ იცის ქვეყანაზე, რამეს თუ გაარკვევ მეც მითხარი :(

      1. მე გავარკვიე და ცოტა რთული პროცესია.

        მირჩევნია ტუტორიალი დავწერო…

        1. მარ შენ თუ მაგ სიკეთეს იზავ :* კიკიტო შეგვიძლია ერთად ვირბინოთ მაგ ამბავზე და ორმა კაცმა იქნებ რამე გავაგებინოთ :D

  4. მეც დავარეგისტრირე დღეს ჯი. დომეინი
    ხვალ წავალ და ოფიციალურად გავაფორმებ

  5. იცი რა ვქენი დღეს? დავიწყე თავიდან და მთელი ბლოგი წავიკითხე შენი… რატომღაც ასე მომინდა… ჩავყევი და მთელი 123 გვერდი ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე… საოცარია, როგორ იზრდება ადამიანი! რაღაც სტიმულია… რომ შეძლებს ადამიანი მსგავსი “მწვერვალების” დაპყრობას… შენი და კოტეს ურთიერთობის განვითარებაც მომეწონა… საყვარლები ხართ ძალიან! მოკლედ… ერთ დღეში თითქოს მეც გავიზარდე და ამაში შენი ბლოგი დამეხმარა :)

    1. გენაცვალეეე :2kiss:

      ძალიან მიხარია ასეთ რაღაცეებს რომ მეუბნებიან ხოლმე, განსაკუთრებით ”მთლიანად წაკითხვის” ნაწილი :)

      მადლობა!!!

  6. აჰა სალამი, მე დღეს გადავწყვიტე გამეკეთებინა იგივე რაც შენ 1 წლის წინ გამოაქვეყნე. ეს ისე ჩემთვის :) ნაკლებად პოპულარული ბლოგის ავტორისთვის. ისე მეც გირჩევ რომ ცოტა დიზაინი შეგეცვალა და სურათებიც რომ ყოფილიყო და + ამას ცოტა გრამატიკულად გასასწორებელია შენი წინადადებები. http://spelling.ge ეს საიტი გამოიყენე და გამოგადგება აუცილებლად ცოტა ნერვები მოგეშლება მაგრამ მაგაზე არაუშავს.
    მოკითხვა მეგობარი ბლოგიდან :* http://xaxito.ge ჩემთანაც შემოსკუპდი ხოლმე

Leave a Reply to Taa Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.