How would you spend your 7 days in NYC?

მხოლოდ 7 დღე, მხოლოდ მანჰეტენზე, მხოლოდ 2012 წლის დეკემბერში. სანამ სამყაროს დასასრული დადგება.

როგორ გამოიყენებდით?…

10 Comments

  1. სამყაროს აღსასრულზე ნამდვილად იცი? მანჰეტენზე არასოდეს მიოცნებია.

  2. დეკემბერი ჩემი საყვარელი თვეა, ამ თვეში დავიბადე… სამყაროს დასასრულის წინ მე, როგორც მარტოობაზე მთელი ცხოვრება გაფანატებული ადამიანი, აუცილებლად უნდა დავრჩე მარტო საკუთარ თავთან ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში; ბევრი ვიფიქრო და გადავაანალიზო ჩემი ცხოვრება ამ არაჩვეულებრივი ქალაქის ფართო ქუჩებსა და სკვერებში სეირნობისას; დავხარჯო ბოლო დანაზოგები მეხუთე ავენიუზე საახალწლო სილამაზეების შეძენაში; გავაკეთო ყველაფერი ის, რისი გაკეთების უფლებასაც მე ჩემს თავს ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვერ ვაძლევდი და კიდევ, სიკვდილამდე მე უბრალოდ ვალდებული ვარ ვნახო ჩემი საოცნებო მანჰეტენის ხიდი :)

  3. არადა 3 თუ უფრო მეტი წლის წინ 2012 წლის დეკემბერზე როცა წერდი და მაიას წინასწარმეტყველებაზე და ა.შ რას იფიქრებდი, რომ ზუსტად ამ პერდიოდში ახდებოდა შენი ყველაზე დიდი ოცნება :))))) რაც გინდოდა რომ გაგეკეთებინა როცა ნიუიორკში იქნებოდი ის გააკეთე :)
    მე პირველრიგში სტარბაქსის ყავას ვიყიდიდი და ყველა კუთხე კუნჭულს დავათვარიელებდი :)

  4. 1. მონატრებულ central park-ში წავიდოდი, მმმ უკვე თოვლი და ყინვაც არი და დეკემბერშ უფრო იქნება ასე რომ იქვე ვისრიალებდი ყინულზე.
    2. როკფელერის ცენტრთან ღამით ისევ ვისრიალებდი ყინულზე.
    3. ბრუკლინის ხიდის ბოლოს, საყვარელი ლამაზი ბაღიდან დავტკბებოდი მანჰეტენის ხედით.
    4. BREAKFAST AT TIFFANY, starbucks-ით ხელში, 5th AVENUE ფეხით Bowling green პარკამდე. (არ დავხარჯავდი დროს statue of liberty-ის ნახვით, დიდი არაფერი განსაკუთრებით ზამთარში :( )
    5. ხედი EMPIRE STATE BUILDING -იდან და როკფელერის ცენტრიდან, ვერცერთს ვთმობ ორივე ულამაზესია, და საოცარი შეგრძნებაა სულ სულ ზევით.
    6. TIMES SQUARE ერთხელ გაგიჟებად ღირს, განსაკუთრებით ღამით რომელიმე ბროდვეის შოუს შემდეგ.

    თითქმის ყოველწლიური ტრადიციაა ეს ჩამონათვალი და არასოდეს არ მბეზრდება….

    P.S.
    mmm… შოპინგიც ხომ მთავარი თემაა… ყველა მაღაზიას ნახავ 5 ავენიუზე… მაგრამ little secret მაღაზია 21st Century მანჰეტენზე, დიდი და ლამაზი დახვეწილი მაღაზია სადაც ყველა ცნობილი და საკმაოდ ძვირი დიზაინერების კოლექციაა და თითქმის ყოველთვის 50% დან 75% მდე…. christmas-ის წინა პერიოდში ხომ ყოველთვის სასწაული ხდება ამ მაღაზიაში… მე ძალიან მიყვარს….

    Happy Journey!!!
    Happy Holidays!!! :)

  5. ერთ დღეს უეჭველი დავუთმობდი Sex And The City Hotspots Guided Tour by Bus-ს, აი უეჭველი!

    მეტი არაფერი მაფიქრდება უცებ :დ

  6. ეს კითხვა რატომ დასვი, ბლოგისთვის თემას წერ და გჭირდება თუ ისე უბრალოდ? იმიტომ ვკითხულობ, რომ ძალიან კარგი იდეაა და დამაინტერესდა, შემიძლია თუ არა ჩემი ბლოგისთვისაც დავწერო რამე მსგავსი.

    1. იმიტომ, რომ ნიუ იორკში მივდივარ 2 კვირაში და მაინტერესებს რა შეიძლება იქ გავაკეთო საინტერესო.

      1. ანუ შემიძლია მსგავსი თემა ბლოგისთვის გამოვიყენო ხო ? როგორც ჩანს, შენ არ წერ)

        1. რა თემა? ვერ მივხვდი. შენს ბლოგზე რაც გინდა ის დაწერე :) ჩემგან არაფერი გადააკოპირო ოღონდ :)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.