5 Great Pink Movies

ვარდისფერი ფილმები
ადრე დავწერე ვარდისფერი ფილმები მიყვარს მეთქი. მისი მნიშვნელობა კი არ ამიხსნია.

ვარდისფერი კინო ჩემი მოგონილი სახელია.  მასში მთავარი პერსონაჟი (მოდით მას ”პრინცესა” შევარქვათ) აუცილებლად ქალია, აუცილებლად 22 წელზე ზემოთ, აუცილებლად მეოცნებე და აუცილებლად რაღაც “პრობლემით” (ზოგს სიმსუქნე აწუხებს, ზოგს შოპინგისადმი ზედმეტი სიყვარული, ზოგი კი უბრალოდ ძალიან ქერაა :D ).

მაგრამ მთავარი ეს მახასიათებლები კი არაა, მთავარია ის, რომ მრავალჭირვარამგადანახადი პრინცესა (OMG! გეხვეწებით წარმოიდგინეთ! :D ) ფინალში აუცილებლად აღწევს წარმატებას ან ისრულებს თავის ოცნებას.

პარალელურად კინოში შეიძლება ჩანდეს:

  1. ”პრინცი” -რომელიც როგორც წესი ძალიან სიმპათიური, მაგრამ ძალიან მიუწვდომელი და ამავდროულად სრული დეგენერატია. პრინცესა რაღა თქმა უნდა სწორედ ამ დეგენერატის გამო ცოდვილობს.
  2. ”კრუელა” – ქალი, რომელიც პრინცესას მუდამ უშლის ხელს წარმატების მიღწევაში.
  3. ”მხსნელი” – მეგობარი მამაკაცი, რომელიც ფინალში ჩვეულებრივ რეალურ პრინცად გვევლინება
  4. ”გასახდელის სცენა” -ანუ როგორ იზომებს პრინცესა ტანსაცმელს რომელიმე მაღაზიის გასახდელში.
  5. ”დიდი მეტამორფოზა” –  მახინჯი იხვის ჭუჭული ნამდვილ გედად გვევლინება! :D

მოკლედ მიყვარს ასეთი ფილმები! ისინი შთაგონებას მაძლევს, ახალი ძალებით მავსებს და ყოველ დეპრესიულ მომენტში აუცილებლად რომელიმეს ვრთავ. ვიცი რომ შემიძლია მათზე დაყრდნობა. ხასიათი მაშინვე მიკეთდება და თავში უამრავი ახალი იდეა მომდით პრობლემების გადასაჭრელად.

ჩემი ფავორიტი ფილმების ხუთეული ასე გამოიყურება, ველოდები თქვენს ხუთეულებს კომენტარებში.

5. Bridget Jones Diary

Bridget Jones

Bridget Jones

4. 27 Dresses

კეტრინ ჰეილი არ მომწონს.  თავიდან არც ეს ფილმი მომეწონა რადგან ძალიან ცუდი ხარისხით ვუყურე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს რაც ვარდისფერ ფილმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

27 Dresses

27 Dresses

3. Confessions of a Shopaholic

Confessions of the Shopaholic

Confessions of the Shopaholic

2. Devil Wears Prada

The Devil Wears Prada

The Devil Wears Prada

1. Legally Blonde

Legally Blonde

Legally Blonde

ფილმში The Holiday აირის სიმპკინსს (ქეით უინსლეტი) ართურ ებოტი (ელი უოლეჩი) ეუბნება:

”Iris, in the movies we have leading ladies and we have the best friend. You, I can tell, are a leading lady, but for some reason you are behaving like the best friend.”

”ფილმებში ჩვენ მთავარი როლის შემსრულებლებიც გვყავს და მათი საუკეთესო მეგობრებიც. თამამად შემიძლია თქმა, რომ შენ მთავარი როლის შემსრულებელი ხარ. შენ კი რატომღაც ისე იქცევი, როგორც მისი საუკეთესო მეგობარი.”

საკუთარ ცხოვრებაში მე მუდამ მთავარ როლს ვთამაშობ. თქვენც გირჩევთ, ასე მოიქცეთ.

12 Comments

  1. ნამდვილად დამსახულებული პირველი ადგილი მიანიჭე ქერათმიან ადვოკატს… Confessions of a Shopaholic და შევაფასებ :”>

  2. მე ეგრევე The Devil Wears Prada გამახსენდა, და შენს ხუთეულშიც აღმოვაჩინე :)

    შოპაჰოლიკი არ მომეწონა, იმედგაცრუებული ვიყავი რომ ვნახე..

    ‘legally blond’ იმედზე გადიოდა 2 დღის წინ და დედა მეუბნება, შენი საყვარელი ფილმი დაიწყოო. მე ვუთხარი ჩემი საყვარელი ფილმი არ არის, მაგრამ ყოველთვის ვუყურებ-მეთქი. მართლა არ არის ჩემი ფავორიტი ფილმების სიაში, მაგრამ როცა გადის ტვ-ში, სულ ვუყურებ : ))

  3. ყველა კარგებია
    აი 27 კაბას ვერ ვიხსენებ შინაარსს, არადა უეჭველი ნანახი მაქვს

  4. შოპაჰოლიკი არ მომეწონა საერთოდ და “ვარდისფერი” ფილმებიდან იმაზე ვგიჟდები, რომლის პოსტერიც მთავარ სურათად უყენია ამ პოსტს და რომელიც შენს ხუთეულში ვერ მოხვდა. “საუზმე ტიფანისთან”!!! ოდრი განუმეორებელი პრინცესაა :)

  5. აქედან ყველა ნანახი მაქვს !!! უმაგრესი ფილმებია <3 :*:*

  6. “The devil wears PRADA” და მერილ სტრიპი მიყვაააარს!)

Leave a Reply to თაა Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.